საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით მომსახურების შესყიდვის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 45
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016509
  • Word
45
13/01/2014
ვებგვერდი, 23/01/2014
000000000.00.003.016509
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით მომსახურების შესყიდვის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №45

2014 წლის 13 იანვარი

 ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით მომსახურების შესყიდვის შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101  მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, განახორციელოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული AH-28 ტიპის N1AИ007-25 (ბორტი №6) თვითმფრინავის ტექნიკური მდგომარეობის შეფასებისა და მისი ფრენისათვის ვარგის მდგომარეობაში მოყვანის შესაძლებლობის შემთხვევაში შესაბამისი ხარჯების განსაზღვრასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა.

2. სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული AH-28 ტიპის N1AИ007-25 (ბორტი №6) თვითმფრინავის ტექნიკური მდგომარეობის შეფასებისა და მისი ფრენისათვის ვარგის მდგომარეობაში მოყვანის შესაძლებლობის შემთხვევაში შესაბამისი ხარჯების განსაზღვრასთან დაკავშირებული მომსახურების ხარჯების ანაზღაურება განახორციელოს „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლით გათვალისწინებული პროგრამის „ეკონომიკური პოლიტიკა და სახელმწიფო ქონების მართვა“ (პროგრამული კოდი 24 01) ქვეპროგრამით „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაცვის ღონისძიებები“ – სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (სახაზინო კოდი 24 01 02 03) გათვალისწინებული ასიგნებიდან.

პრემიერ-მინისტრი                            ირაკლი ღარიბაშვილი