დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/01/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/01/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 10/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 370020000.35.169.016140
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4
21/01/2014
ვებგვერდი, 28/01/2014
370020000.35.169.016140
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/01/2014 - 02/03/2015)

 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2014 წლის 21 იანვარი

ქ. დედოფლისწყარო

 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  22-ე  მუხლის 1-ლი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის,  „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8  ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის 25-ე მუხლის  1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგ:

მუხლი 1
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი განისაზღვროს 28-ით.
მუხლი 2
სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს:
1. ქალაქ დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე - 1კვ. მეტრისათვის - 2 ლარით;
2. სოფლებში 1კვ. მეტრისათვის - 1,0 ლარით;
3. დასახლებათა შორის არეალებში 1კვ.მეტრისათვის - 0,50 ლარით.
4. დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრული საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) 1კვ. მეტრისათვის - 1,25 ლარით.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2010   წლის 30 ნოემბრის  №58  დადგენილება.
მუხლი 4
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარელევან ნატროშვილი