დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/03/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/03/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 20/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 370020000.35.169.016220
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
17
02/03/2015
ვებგვერდი, 10/03/2015
370020000.35.169.016220
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/03/2015 - 06/04/2015)

 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №17

2015 წლის 2 მარტი

ქ. დედოფლისწყარო

 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

  საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“   24-ე მუხლის 1-ლი  პუნქტის  „ე.გ“  ქვეპუნქტის,  „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი  განისაზღვროს დანართის  შესაბამისად; (დანართი თან ერთვის).
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 იანვრის №4 დადგენილება (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“,  www. matsne. gov.ge, 28/01/2014.       სარეგისტრაციო კოდი 370020000.35.169.016140  ).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4
დადგენილების გასაჩივრება შეიძლება სიღნაღის რაიონულ სასამართლოში  (ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. № 15) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზვიად ჯავახიშვილი



დანართი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  სახელმწიფო და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

მუხლი 1
დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:  CN=IMG  x  ITL  x  C  x  K , სადაც:

1. CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

2.IMG არის  მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც დედოფლისწყაროსათვის  უდრის  0,30-ს;

3. ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს;

4. C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს.

5. K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 28-ს.

მუხლი 2
პირველი პუნქტის მიხედვით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დგინდება შემდეგი სახით:

1.   ქალაქ დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე  1კვ. მეტრისათვის - 2 ლარი;

2. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი 1კვ. მეტრისათვის დადგენილია ქალაქ დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1.0 ლარს.

3. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში 1კვ. მეტრი მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე  დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0.50 ლარს.

4. დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრული საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) 1კვ. მეტრი მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე  დადგენილი ფასის 62.5 %-ის ოდენობით და იგი შეადგენს  - 1,25 ლარს.