დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის ფუნქციების დროებით დაკისრების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 160 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/02/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 15/02/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №160
2013 წლის 15 თებერვალი
ქ. თბილისი
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის ფუნქციების დროებით დაკისრების შესახებ
1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (www.matsne.gov.ge, 28/01/2013. 140080000.05.001.016899) მე‑4 მუხლის შესაბამისად, დაეკისროს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის ფუნქციების, მათ შორის „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 53 მუხლით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება აღნიშნული სამსახურის შექმნამდე.
2. ამ განკარგულების მოქმედება ვრცელდება 2013 წლის 11 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
პრემიერ‑მინისტრი ბ. ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები