დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ინსტიტუციონალური ღონისძიებების განხორციელების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა და საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის მართვის მოქნილი სისტემის დანერგვა“ ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების (Twinning) პროექტის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 155 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/02/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 15/02/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №155
2013 წლის 15 თებერვალი
ქ. თბილისი
„ინსტიტუციონალური ღონისძიებების განხორციელების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა და საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის მართვის მოქნილი სისტემის დანერგვა“ ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების (Twinning) პროექტის თაობაზე
,,აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების საფუძველზე მოწონებულ იქნეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასა და იტალია-დანიის კონსორციუმს შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების პროექტი: „ინსტიტუციონალური ღონისძიებების განხორციელების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა და საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის მართვის მოქნილი სისტემის დანერგვა“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწასა და სსიპ - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მართვის მოქნილი სისტემის დანერგვას.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები