დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ანაზღაურებადი სამუშაოების (მომსახურების) სახელშეკრულებო საფასურების განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 91 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/01/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/01/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.017710 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (21/01/2014 - 13/02/2014)
|
| მუხლი 1 |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 103-ე მუხლის მე-15 ნაწილისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ანაზღაურებადი სამუშაოების (მომსახურების) სახელშეკრულებო საფასურების განსაზღვრის მიზნით, დამტკიცდეს თანდართული:
1. სააგენტოს სტანდარტების დეპარტამენტის მომსახურების საფასურები (დანართი №1). 2. სააგენტოს მეტროლოგიური სამუშაოების საფასურის განსაზღვრის წესი (დანართი №2). 3. სააგენტოს მეტროლოგიური სამუშაოების საფასურების ჩამონათვალი (დანართი №3). |
| მუხლი 2 |
სააგენტოს მეტროლოგიური მომსახურების საფასური ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ დანართში მოცემული ფორმულით გამოიანგარიშება იმ შემთხვევაში, თუ მომსახურებისათვის საფასური არ არის განსაზღვრული ამავე დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ჩამონათვალში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება არ ვრცელდება სააგენტოს მიერ საქართველოს სამინისტროებისათვის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრების აპარატებისათვის, საქართველოს პარლამენტისათვის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის, საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისათვის, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის, სასამართლო ხელისუფლების ორგანოებისათვის, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოებისათვის საქართველოს სტანდარტისა და საქართველოს ეროვნული სტანდარტის მიწოდების შემთხვევებზე.
|
| მუხლი 4 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ანაზღაურებადი სამუშაოების (მომსახურების) სახელშეკრულებო საფასურების განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 აგვისტოს №323 დადგენილება. |
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
სააგენტოს სტანდარტების დეპარტამენტის მომსახურების საფასურები
სტანდარტების რეგისტრაციის საფასური ცხრილი №1 |
სტანდარტების საფასური ცხრილი №2
დანართი №2 სააგენტოს მეტროლოგიური სამუშაოების საფასურის განსაზღვრის წესი სამუშაოების ღირებულება გამოითვლება კონკრეტული სამუშაოს მიხედვით, შემდეგი ფორმულით: C = (3,33 TA + L) (1+E), სადაც: C – სამუშაოების სახელშეკრულებო ფასი; T – სამუშაოზე დახარჯული დრო – კაც/საათი; A – სამუშაოს შემსრულებლის საშუალო გამომუშავება საათში (A=5,5 ლარი); L – სამივლინებო და საწვავის ხარჯი; E – დღგ-ის კოეფიციენტი; 3,33 – კოეფიციენტი, რომელიც ითვალისწინებს სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებულ პირდაპირ და ზედნადებ ხარჯებს.
შენიშვნა: 1. დაკალიბრების ან/და დამოწმების ჩატარებისათვის საჭირო დროის ხანგრძლივობა (T) განსაზღვრულია სააგენტოს პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით და „მეთოდური ინსტრუქციის მი – 2322-99 გაზომვის საშუალებების დამოწმებაზე დროის ტიპური ნორმები“ ნორმატიული დოკუმენტის მიხედვით. 2. A – სააგენტოს არასაბიუჯეტო შემოსავლების საშუალო რაოდენობა 2005–2009 წლებში შეფარდებული სააგენტოში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობასთან ამავე წლებში და გამრავლებული რეალური ინფლაციის საშუალო მაჩვენებელზე (6%) ამავე წლებში. 3. (L) სამივლინებო და საწვავის ხარჯი საფასურს ემატება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შესასრულებლად საჭიროა მივლინება, რომელსაც განსაზღვრავს სააგენტოს საფინანსო-სამეურნეო სამსახური კონკრეტული სამუშაოების მიხედვით და ამტკიცებს სააგენტოს გენერალური დირექტორი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი №3
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები