დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ანაზღაურებადი სამუშაოების (მომსახურების) სახელშეკრულებო საფასურების განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 99 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/02/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/03/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.019808 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (24/02/2017 - 19/03/2021)
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ანაზღაურებადი სამუშაოების (მომსახურების) სახელშეკრულებო საფასურების განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე
|
| მუხლი 1 |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ანაზღაურებადი სამუშაოების (მომსახურების) სახელშეკრულებო საფასურების განსაზღვრის მიზნით, დამტკიცდეს თანდართული:
1. სააგენტოს სტანდარტების დეპარტამენტის მომსახურების საფასურები (დანართი №1). 2. სააგენტოს მეტროლოგიური სამუშაოების საფასურის განსაზღვრის წესი (დანართი №2). 3. სააგენტოს მეტროლოგიური სამუშაოების საფასურების ჩამონათვალი (დანართი №3). |
| მუხლი 2 |
სააგენტოს მეტროლოგიური მომსახურების საფასური ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ დანართში მოცემული ფორმულით გამოიანგარიშება იმ შემთხვევაში, თუ მომსახურებისათვის საფასური არ არის განსაზღვრული ამავე დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ჩამონათვალში. |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების დანართი №1-ით განსაზღვრული საფასურები არ ვრცელდება ამავე დანართით განსაზღვრულ სამუშაოებზე იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სამუშაოები ხორციელდება სასამართლო ხელისუფლების ან/და საგამოძიებო ორგანოებისათვის. |
| მუხლი 4 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ანაზღაურებადი სამუშაოების (მომსახურების) სახელშეკრულებო საფასურების განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 იანვრის №91 დადგენილება. |
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
„სააგენტოს სტანდარტების დეპარტამენტის მომსახურების საფასურები“
|
საქართველოს სტანდარტ(ებ)ის შემუშავებისა და რეგისტრაციის საფასური (ცხრილი 1)
სტანდარტების საფასური (ცხრილი 2)
[1] რომელიც საქართველოში სამოქმედოდ დაშვებულია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების მთავრობათა მეთაურების 1992 წლის 13 მარტის შეთანხმების „სტანდარტიზაციის, სერტიფიკაციის და მეტროლოგიის სფეროში შეთანხმებული პოლიტიკის გატარების შესახებ“ საფუძველზე, რომელსაც საქართველო შეუერთდა 1995 წელს.
|
დანართი №2
|
სააგენტოს მეტროლოგიური სამუშაოების საფასურის განსაზღვრის წესი
|
სამუშაოების ღირებულება გამოითვლება კონკრეტული სამუშაოს მიხედვით, შემდეგი ფორმულით:
C = (3,33 TA + L) (1+E), სადაც: C – სამუშაოების სახელშეკრულებო ფასი; T – სამუშაოზე დახარჯული დრო – კაც/საათი; A – სამუშაოს შემსრულებლის საშუალო გამომუშავება საათში (A=5,5 ლარი); L – სამივლინებო და საწვავის ხარჯი; E – დღგ-ის კოეფიციენტი; 3,33 –კოეფიციენტი, რომელიც ითვალისწინებს სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებულ პირდაპირ და ზედნადებ ხარჯებს. შენიშვნა: 1. დაკალიბრების ან/და დამოწმების ჩატარებისათვის საჭირო დროის ხანგრძლივობა (T) განსაზღვრულია სააგენტოს პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით და „მეთოდური ინსტრუქციის მი – 2322-99 გაზომვის საშუალებების დამოწმებაზე დროის ტიპური ნორმები“ ნორმატიული დოკუმენტის მიხედვით. 2. A – სააგენტოს არასაბიუჯეტო შემოსავლების საშუალო რაოდენობა 2005–2009 წლებში შეფარდებული სააგენტოში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობასთან ამავე წლებში და გამრავლებული რეალური ინფლაციის საშუალო მაჩვენებელზე (6%) ამავე წლებში. 3. (L) სამივლინებო და საწვავის ხარჯი საფასურს ემატება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შესასრულებლად საჭიროა მივლინება, რომელსაც განსაზღვრავს სააგენტოს საფინანსო-სამეურნეო სამსახური კონკრეტული სამუშაოების მიხედვით და ამტკიცებს სააგენტოს გენერალური დირექტორი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები