დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110110000.22.038.016452 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/05/2015 - 17/08/2016)
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების თაობაზე
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ” ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ემბლემა ნიმუშისა და აღწერილობის შესაბამისად თანდართული სახით.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2014 წლის 20 იანვრის №9 ბრძანება.
|
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ემბლემა
|
ნიმუში:
აღწერილობა: საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ემბლემა არის ლაჟვარდისფერ (ლურჯი) არშიიანი მრგვალი ჰერალდიკური ფარი, რომლის ველსაც ოთხ თანაბარ ნაწილად ჰყოფს წითელი ჯვარი. ოთხივე ნაწილში თეთრ ფონზე გამოსახულია თანაბარი ზომის თითო წითელი ბოლნური ჯვარი. ველის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია ოთხკუთხა ფარი. ფარის ველი ლურჯია. ფარის ზედა ნაწილში ლურჯ ველზე გამოსახულია ორი ვერცხლის სტილიზებული ლომი (პროფილში). ლომებს წინა თათებით ვერცხლის გაშლილი გრაგნილი უპყრიათ, რომელზეც გადაშლილი ლაჟვარდისფერი (ლურჯი) წიგნია გამოსახული. წიგნის თითოეულ გვერდზე თითო ვერცხლისფერი გასაღებია მოთავსებული. მარცხენა გასაღების გამღები ნაწილი ზემოთ არის მიმართული, მარჯვენისა კი – ქვემოთ. წიგნის ქვემოთ (ვერცხლის გრაგნილზე) სასწორის პინები ისეა გამოსახული, რომ სასწორის ფუნქციას სიმბოლურად წიგნის ქვედა მხარე ასრულებს. ფარის ქვედა ნაწილში ციხე-კოშკია გამოსახული. ფარის ქვედა ნაწილზე გადმოფენილია თეთრი სადევიზე ბაფთა, რომლის წინა ველზე ლურჯი ქართული მხედრული ანბანით წარწერილია დევიზი „კანონი და ღირსება“.
მრგვალ ჰერალდიკურ ფარს ორი ქობა შემოჰყვება. კიდეზე შემოყოლებული ქობა ნაცრისფერია და სისქით სამჯერ მცირეა სიღრმეში შემოყოლებულ ლურჯ ქობაზე. ლურჯ ქობაზე ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოსახულია ვერცხლისფერი წარწერა: „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო”.
|
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები