ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2014 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2014 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/01/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/01/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 07/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.167.016114
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2
15/01/2014
ვებგვერდი, 17/01/2014
280120000.35.167.016114
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2014 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/01/2014 - 21/03/2014)

 

    ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2014 წლის 15 იანვარი

ქ. ლაგოდეხი

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2014 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტისა და 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აგრეთვე ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  2014 წლის პროგრამა და პროგრამის ბიუჯეტი №1 და №2 დანართების შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 1 თებერვლის №7 დადგენილება ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით ბაკაშვილი



                          ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2014 წლის პროგრამა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის ზოგადი მიმოხილვა

 მუხლი 1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა

 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა (შემდგომში პროგრამა) განსაზღვრავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან „სოციალური და ჯანდაცვის“ მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე დახმარების გაცემის პირობებს.

მუხლი 2. პროგრამის აქტუალობა

 1. საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად ითვლება.

 2. სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მოქმედების მიუხედავად, არსებობს ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, რომელიც საჭიროებს დახმარებას.

 3. სახელმწიფოს მიერ სამედიცინო პროგრამების დაფინანსების მიუხედავად, იმ მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიები, რომელნიც არ ფლობენ სამედიცინო დაზღვევის ბარათს (პოლისს), ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებენ ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევას ან/და სტაციონარულ მომსახურებას (სამედიცინო ჩარევა, მკურნალობა).

 მუხლი 3. პროგრამის მიზანი და ამოცანები

 1. აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება;

 2. სოციალურად დაუცველთა დახმარების სისტემის სრულყოფა;

3.მოსახლეობის ინფორმაციული უზრუნველყოფა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის შესახებ;

 4. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა;

 5. მარტოხელა დედების, ობოლი და მზრუნველობამოკლებული ბავშვების, ახალშობილებისა და მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დაცვა;

 6. სოციალურად დაუცველი, გაუსაძლის პირობებში მცხოვრები და დევნილთა ოჯახების დახმარება;

 7. ვეტერანთა ინტერესების დაცვა; სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფა;

 8. უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეთა ჩართვა უფასო კვების ობიექტებში;

 9. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს კოორდინირება;

 10. 100 წლის და მეტი ასაკის მოხუცებულთა სოციალური დაცვა;

 11.უმწეო ხანდაზმულთა სოციალური რეაბილიტაცია;

 12. სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა და  სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა;

 13. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პროფესიული გადამზადების უზრუნველყოფა.

 მუხლი 4. პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებები

პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებებია:

 1. სამართალებრივი საფუძვლების შექმნა;

 2. სოციალური დახმარებების პროგრამის სრულყოფა და განახლება;

 3. სოციალური სტატისტიკის მოწესრიგება, მონაცემთა ბაზის შექმნა;

 4. ანალიზი, მონიტორინგი და შეტყობინების ეფექტური ფორმის დანერგვა;

 5. პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა.

თავი II

სოციალური დახმარების პრიორიტეტები და სოციალური ღონისძიებები

 მუხლი 5. სოციალური დახმარების პრიორიტეტები

 სოციალური დახმარების პრიორიტეტებია:

 1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირთა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა  (18 წლამდე ასაკის) ოჯახი;

 2. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი;

 3. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი;

 4. უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახი;

 5. მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი ან/და ცხოვრობს საშიშ-გაუსაძლის პირობებში;

  6. მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი;

 7. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის,  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრის ოჯახი;

 8. იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ოჯახი;

 9. მარტოხელა და სოციალურად დაუცველი პირი (გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის);

 10. ოჯახი, რომლის წევრი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას – სამედიცინო ჩარევას, კვლევას, მკურნალობას (გარდა ფიზიოლოგიური მშობიარობისა და გეგმური განმეორებითი საკეისრო კვეთისა), მაგრამ არ ფლობს სამედიცინო დაზღვევის ბარათს (პოლისს)ან გაცემული პოლისი არ ითვალისწინებს ფორმა № IV/100-ში მითითებული სამედიცინო ჩარევის, კვლევის, მკურნალობის დაფინანსებას;

 11. ოჯახი, რომელიც ცხოვრობს გაუსაძლის პირობებში ან სტიქიის შედეგად დაზიანებული ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს და არ გააჩნია  თავშესაფარი;

12. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცები.

მუხლი 6. სოციალური ღონისძიებები

სოციალური ღონისძიებებია:

1. ინვალიდთა დაფინანსება:

ა) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა დახმარება;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის (18 წლამდე ასაკის) ბავშვთა დახმარება.

2. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის,  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა  ოჯახების  ინტერესების დაცვა:

ა) მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მებრძოლთა გარდაცვალების შემთხვევაში;

ბ) სადღესასწაულო ღონისძიებების შემთხვევაში (საქართველოსკანონმდებლობით განსაზღვრულ დღესასწაულებზე  -  ლიმიტის ფარგლებში).

3. ჯანდაცვის ღონისძიებების – სამედიცინო ჩარევის, კვლევის, მკურნალობის /მათ შორის მედიკამენტური/  თანადაფინანსება.

4.  უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ერთჯერადი  ფულადი დახმარების გაწევა; ზამთრის თბობის სეზონზე სათბობით უზრუნველყოფა.

5. მარტოხელა მშობლების, ობოლი და მარჩენალდაკარგული ბავშვების, ახალშობილებისა და  მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება.

6. იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ოჯახების სოციალური და ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა.

7. სტიქიის შედეგად გაუსაძლის პირობებში მცხოვრები და უსახლკაროდ დარჩენილი  ოჯახებისათვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნის ხელშეწყობა.

8. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცების დახმარება.

9. უფასო კვების ობიექტის საქმიანობის მონიტორინგი.

10. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგი.

11. ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა; სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა; სოციალური პროექტებისა და ჰუმანიტარული პროგრამების განხორციელება. სამოქალაქო ინიციატივების წახალისება.

თავი III

სოციალური დახმარების დაფინანსება, ბიუჯეტი, რეალიზაციის ვადა, საჭირო დოკუმენტაცია და დახმარების ოდენობა

მუხლი 7. სოციალური დახმარების დაფინანსება

 პროგრამის დაფინანსების წყაროა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური დაცვისათვის გათვალისწინებულია 353 000 (სამას ორმოცდა ცამეტი ათასი) ლარი.

მუხლი 8. ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა

 პროგრამის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა განისაზღვრება პროგრამის დანართი 2-ის შესაბამისად (დანართი 2 დადგენილებას თან ერთვის).

 მუხლი 9. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია

 სოციალური დახმარების მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:

 1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირთა ოჯახისათვის:

 ა) განცხადება;

 ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა.

 2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახისათვის:

 ა) განცხადება;

 ბ) განმცხადებლის (მშობლის, მეურვის, სრულწლოვანი და-ძმის) პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

 დ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის ცნობა;

 ე) სადღესასწაულო ღონისძიების დაფინანსების შემთხვევაში – ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან.

 3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახისათვის:

 ა) განცხადება;

 ბ)განმცხადებლის (მშობლის, მეურვის) პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი;

 დ) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

 ე) ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ცნობა ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ.

 4. ახალდაბადებული ბავშვის ოჯახებისათვის:

 ა) განცხადება;

 ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

 გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.

 5. უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახისათვის, რომელსაც ერთხელ მაინც მიუმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებისათვის და მისი სარეიტინგო ქულა "სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ერთიანი სოციალური დაცვის პროგრამის "მიხედვით 57000 -ზე მეტი და 120000-ზე ნაკლებია:

 ა) განცხადება;

 ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან;

 დ) ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ცნობა /მომართვა პირის სოციალური მდგომარეობის შესახებ.

 6. მრავალშვილიანი ოჯახებისათვის, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი /18 წლამდე ასაკის/ შვილი ან/და ცხოვრობს საშიშ-გაუსაძლის პირობებში:

 ა) განცხადება;

 ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

 გ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

ე) ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ცნობა ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ;

ვ) საშიშ და გაუსაძლის პირობებში ცხოვრების შემთხვევაში – აქტი სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის შესახებ;

 7. მარტოხელა დედისათვის, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი:

 ა) განცხადება;

 ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი;

დ) ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ცნობა ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ.

 8. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების,  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული და უგზო-უკვლოდ  მეომრების ოჯახისათვის:

 8.1. მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მებრძოლთა გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის:

 ა) განცხადება;

 ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) გარდაცვლილი ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

 დ) ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

 8.2. სადღესასწაულო ღონისძიებების ორგანიზების შემთხვევაში:

 ა) ინფორმაცია საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ერთიანი მონაცემთა ბაზიდან.

 9. იძულებით გადაადგილებული (დევნილი)ოჯახისათვის:

 ა) განცხადება;

 ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) ინფორმაცია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული დევნილთა შესახებ.

 10. მარტოხელა სოციალურად დაუცველი პირის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის:

 ა) განცხადება;

 ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

 დ) ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ცნობა-მომართვა.

 11. ოჯახისათვის, რომლის წევრი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას:

 ა) განცხადება;

 ბ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) ფორმა №IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

 დ) ინვოისი – ანგარიშფაქტურა – კალკულაცია;

 ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან იმის თაობაზე, რომ ოჯახი არ არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და არ ფლობს სამედიცინო დაზღვევის ბარათს (პოლისს);

 ვ) ცნობა ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულისაგან ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ;

 ზ) ცნობა – მიმართვა სადაზღვევო კომპანიიდან, იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო კომპანია არ ანაზღაურებს საჭირო მომსახურებას.

 12. უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახისათვის, ან სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, დროებითი თავშესაფარის დასაქირავებლად:

 ა) განცხადება;

 ბ) ოჯახის სრულწლოვანი წევრის პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) ცნობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულისგან იმის თაობაზე, რომ ოჯახი ნამდვილად განიცდის მძიმე ეკონომიურ გაჭირვებას და არ გააჩნია თავშესაფარი;

 დ) აქტი შესაბამისი სამსახურიდან სიცოცხლისათვის საშიში ავარიული სახლის შესახებ;

 ე)  გამქირავებლის პირადობის მოწმობის ასლი;

 ვ) გასაქირავებელი ბინის კერძო საკუთრებაში ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

 ზ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან.

 13. უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის სათბობი საშუალებით უზრუნველსაყოფად:

 ა) განცხადება;

 ბ) ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან - სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაშირეგისტრირებული ოჯახების შესახებ, რომელთა სარეიტინგო ქულა მინიმალურია;

 გ) ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ცნობა ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ;

 დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.

 14. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცებულთა დასახმარებლად:

 ა) განცხადება;

 ბ) მოხუცებულის პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) ცნობა ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულისაგან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.

 მუხლი 10. სოციალური დახმარების ოდენობა

 1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახზე - ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით - 100 ლარი.

 2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის)ოჯახზე - ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით - 100 ლარი; აგრეთვე სადღესასწაულო საჩუქრები (საახალწლოდ და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი).

 3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახზე ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით - 100 ლარი.

 4. ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახზე - ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით - 100 ლარი.

 5. უკიდურესად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველთა ოჯახზე – ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით - 100 ლარი.

 6. მრავალშვილიან ოჯახზე, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი – ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით - 250 ლარი.

 6.1. მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ საშიშ და გაუსაძლის პირობებში – ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით – არა უმეტეს 500 ლარი.

 7. მარტოხელა დედაზე, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი - ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით – 100 ლარი.

 8. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ოჯახებზე:

 ა) გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის, ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით – 250 ლარი;

 ბ) სადღესაწაულო ღონისძიებების შემთხვევაში (მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანთათვის) – ქალთა დაცვის საერთაშორისო დღეს და ფაშიზმზე გამარჯვების დღეს – ლიმიტის ფარგლებში.

 9. იძულებით გადაადგილებულ (დევნილთა) ოჯახზე ფულადი დახმარების სახით არაუმეტეს –100 ლარი, აგრეთვე ზამთრის თბობის სეზონზე – სათბობით უზრუნველყოფა.

 10. მარტოხელა და სოციალურად დაუცველი პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სარიტუალო ხარჯებისათვის – 250 ლარი.

 11. ოჯახზე, რომლის წევრი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას - გამოკვლევას ან სტაციონარულ და მედიკამენტურ მკურნალობას, თანადაფინანსების სახით, ერთჯერადი ფულადი დახმარება არა უმეტეს –  500 ლარი.

 12. ოჯახზე, რომელიც არის უსახლკარო, ან  სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, – ყოველთვიურად არა უმეტეს 100 ლარი, ბინის ქირის დასაფარად.

 13. ოჯახი, რომელიც თბობის სეზონთან დაკავშირებით საჭიროებს დახმარებას -  დადგენილი ლიმიტის ფარგლებში, პირველ რიგში დაკმაყოფილდება ქ. ლაგოდეხის მოსახლეობა. ოჯახთა შერჩევისას გათვალისწინებული იქნება ოჯახის დაბალი სარეიტინგო ქულა, ოჯახის წევრთა რაოდენობა და ასაკი.

 14. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცებზე – ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით – 200 ლარი.

 მუხლი 11. სოციალური ღონისძიებების დაფინანსება

 1. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, თანადაფინანსებისა და დაფინანსების შესახებ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის საფუძველზე, გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარედგინება მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც მტკიცდება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით(ბრძანებით).

 2. უფასო კვების ობიექტის დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.

 3. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებების დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.

4. უმწეო ხანდაზმულთა სოციალური რეაბილიტაციის პროგრამა - სოციალური სტრატეგიებისა და მომსახურების განვითარება ყველაზე დაუცველებისათვის კახეთის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ“ - ხორციელდება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.

 5. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ოჯახების, აგრეთვე, სადღესასწაულო ღონისძიებების დაფინანსება მოხდება 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.

თავი IV

დასკვნითი დებულებები

 მუხლი 12. სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმი

სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმია:

 1. სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო თანხა გამოიყოფა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე, როგორც ამ პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების, ასევე სხვა გამონაკლის შემთხვევაში  /გამგებლის გადაწყვეტილებით/.

 2. სოციალური დახმარების მისაღებად მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი საბუთების სისწორეს აკონტროლებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.

 3. მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ (ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად) გაწეული დახმარება ჩაირიცხება მოქალაქის მიერ წარმოდგენილ საბანკო რეკვიზიტებზე.

 4. სამედიცინო კვლევის, მკურნალობის მომსახურების თანადაფინანსების სახით გამოყოფილი თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, საანგარიშსწორებო დოკუმენტში მითითებულ რეკვიზიტებზე, საგარანტიო წერილის გაცემიდან სამი თვის ვადაში.

 5. არასრულწლოვანი პირის დახმარების შემთხვევაში, თანხა გაიცემა ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე ან მეურვეზე, რომელმაც განცხადებით მიმართა გამგეობას.

 6. ახალდაბადებული ბავშვის ოჯახზე დახმარება გაიცემა დაბადებიდან ექვსი თვის ვადაში.

 7. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე სადღესასწაულო საჩუქრები (საახალწლოდ; ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს) გაიცემა სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილებიდან მირებული ინფორმაციის საფუძველზე.

8. მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ საშიშ - გაუსაძლის პირობებში ერთჯერადი დახმარება გაიცემა ოჯახის ადგილზე შემოწმების (შესაბამისი აქტის) საფუძველზე.

 9. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართათვის განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება მოხდება საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მონაცემების საფუძველზე.

10. ოჯახზე, რომელიც არის უსახლკარო, ან  სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, ბინის ქირის სახით, დახმარების გაცემის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.

მუხლი 13. სოციალური დახმარების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები

სოციალური დახამრების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები არიან:

 13.1. საორგანიზაციო ნაწილში - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.

 13.2. საფინანსო ნაწილში - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური.

მუხლი 14. პროგრამის განხორციელების ვადა

 პროგრამის განხორციელების ვადაა 2014 წლის 1 იანვარი-31 დეკემბერი.

 მუხლი 15. პროგრამის რეალიზაციის საინფორმაციო უზრუნველყოფა

 პროგრამის რეალიზაციის შესახებ მოსახლეობას პერიოდულად ეცნობება ადგილობრივი მედია-საშუალებებისა (რადიო, ტელევიზია) და       ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით.

 მუხლი 16. პროგრამის შეფასების კრიტერიუმები

პროგრამის შეფასების კრიტერიუმებია:

16.1. მინიმალური სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა.

16.2. დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, პროგრამაში ჩართულ მოქალაქეთა რაოდენობა.

16.3. დაგეგმილი და ფაქტობრივი მონაცემების შესაბამისობა.

16.4. პროგრამის განხორციელების ვადები.

    მუხლი 17. პროგრამის განხორცილების შედეგი

პროგრამის განხორციელების შედეგად:

17.1. უკეთესობისკენ შეიცვლება სოციალური ფონი.

17.2. ხელი შეეწყობა უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ფენის შემცირებას.

17.3. გაიზრდება დემოგრაფიული მონაცემები.

17.4. გაუმჯობესდება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

17.5. ჩამოყალიბდება პროგრამაში ჩამოთვლილ კატეგორიებს მიკუთვნებულ პირთა მონაცემთა ბაზა.

დანართი 2

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის 2014 წლის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა

დასახელება

სოციალური დახმარების მოცულობა /ლარი/

რეალიზაციის ვადა

ერთ ბენეფიციარზე

სულ

1*

უფასო კვების ობიექტის დაფინანსება

 

40000 ლარი

ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად

2**

საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაფინანსება

 

75000 ლარი

ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად

3

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება, მათ შორის

 

100000 ლარი

 

 

უკიდურესად გაჭირვებულთა ერთჯერადი ფულადი დახმარება

100 ლარი

 

წელიწადში ერთხელ

 

სამედიცინო კვლევებისა და სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსება

არა უმეტეს 500 ლარი

 

პროგრამის შესაბამისად

 

გაუსაძლის პირობებში მცხოვრები ან სტიქიის შედეგად და უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა (ბინის ქირა)

არა უმეტეს 100 ლარი ყოველთვიურად

 

წლის განმავლობაში, არაუმეტეს 6 თვე

 

ობოლი და მარჩენალდაკარგული ბავშვების ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება

100 ლარი

 

წელიწადში ერთხელ

 

მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი

100 ლარი

 

წელიწადში ერთხელ

 

100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცთა ერთჯერადი ფულადი დახმარება

200 ლარი

 

წელიწადში ერთხელ

***

უმწეო ხანდაზმულთა სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის თანადაფინანსება

 

31000 ლარი

ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად

4****

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ფულადი დახმარება; სადღესასწაულო ღონისძიებების დაფინანსება

100 ლარი

სადგესასწაულო საჩუქრები

15000 ლარი

წელიწადში ერთხელ

 

პროგრამის შესაბამისად

5

მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა

 

80000 ლარი

 

 

მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი, ფულადი დახმარება

250 ლარი

 

წელიწადში ერთხელ

 

 

 

მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ საშიშ-გაუსაძლის პირობებში

არა უმეტეს

500 ლარი

 

წელიწადში ერთხელ

 

ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება

100 ლარი

 

დაბადებიდან 6 თვის ვადაში

6

იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) დახმარება

 

 

10000 ლარი

პროგრამის შესაბამისად

7

სამშობლოს დასაცავად მებრძოლთა ოჯახებისა და ვეტერანების ინტერესების დაცვა

დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის 250 ლარი

 

5000 ლარი

პროგრამის შესაბამისად

 

 

****

სადღესასწაულო ღონისძიებების დაფინანსება

 

 

5000 ლარი

პროგრამის შესაბამისად

8

უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ფულადი დახმარება /სარიტუალო ხარჯებისათვის/

250 ლარი

3000 ლარი

პროგრამის შესაბამისად

9

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სათბობით უზრუნველყოფა დადგენილი ლიმიტის ფარგლებში

 

20000 ლარი

პროგრამის შესაბამისად

 

 

სულ

 

353000 ლარი

 

* შენიშვნა: უფასო კვების ობიექტის დაფინანსება ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად. 

** შენიშვნა: საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაფინანსების ფარგლებში საკუთარი პროგრამით გათვალისწინებულ საქმიანობას ახორციელებს ა.ა.ი.პ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური.

***შენიშვნა: უმწეო ხანდაზმულთა სოციალური რეაბილიტაციისათვის თანადაფინანსება ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

**** შენიშვნა: სადღესასწაულო ღონისძიებების დაფინანსება მოხდება:

ა) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისათვის - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს; საახალწლოდ;

ბ) ვეტერანთათვის  - დადგენილი ლიმიტის ფარგლებში - საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დღესასწაულებზე.