ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 იანვრის №2 დადგენილებაში ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2014 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ცვლილების შეტანის თაობაზე

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 იანვრის №2 დადგენილებაში ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2014 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/03/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/03/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 07/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.167.016120
8
21/03/2014
ვებგვერდი, 25/03/2014
280120000.35.167.016120
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 იანვრის №2 დადგენილებაში ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2014 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ცვლილების შეტანის თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2014 წლის 21 მარტი

ქ. ლაგოდეხი

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 იანვრის №2 დადგენილებაში ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2014 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის  მე-20  მუხლის  შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ  იქნეს  ცვლილება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 იანვრის  №2 დადგენილებაში ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2014 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’.
მუხლი 2
  1. პროგრამის  მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

,,მუხლი 7. სოციალური დახმარების დაფინანსება

პროგრამის დაფინანსების წყაროა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური დაცვისათვის გათვალისწინებულია

384000 (სამას ოთხმოცდაოთხი ათასი) ლარი.’’.

  1. პროგრამის დანართი 2 ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

 

,,დანართი 2

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის 2014 წლის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა

დასახელება

სოციალური დახმარების მოცულობა /ლარი/

რეალიზაციის ვადა

ერთ ბენეფიციარზე

სულ

1*

უფასო კვების ობიექტის დაფინანსება

 

40000 ლარი

ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად

2**

საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაფინანსება

 

75000 ლარი

ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად

3

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება,მათ შორის

 

100000 ლარი

 

 

უკიდურესად გაჭირვებულთა ერთჯერადი ფულადი დახმარება

100 ლარი

 

წელიწადში ერთხელ

 

სამედიცინო კვლევებისა და სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსება

არაუმეტეს 500 ლარი

 

პროგრამის შესაბამისად

 

გაუსაძლის პირობებში მცხოვრები ან სტიქიის შედეგად  და უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა (ბინის ქირა)

არა უმეტეს 100 ლარი ყოველთვიურად

 

წლის განმავლობაში, არაუმეტეს 6 თვე

 

ობოლი და მარჩენალდაკარგული ბავშვების ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება

100 ლარი

 

წელიწადში ერთხელ

 

მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი

100 ლარი

 

წელიწადში ერთხელ

 

100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცთა ერთჯერადი ფულადი დახმარება

200 ლარი

 

წელიწადში ერთხელ

***

უმწეო ხანდაზმულთა სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის თანადაფინანსება

 

31000 ლარი

ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად

4****

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ფულადი დახმარება; სადღესასწაულო ღონისძიებების დაფინანსება

100 ლარი სადგესასწაულო საჩუქრები

15000 ლარი

წელიწადში ერთხელ

პროგრამის შესაბამისად

5

მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა

 

80000 ლარი

 

 

მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი, ფულადი დახმარება

250 ლარი

 

წელიწადში ერთხელ

 

მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ საშიშ-გაუსაძლის პირობებში

არა უმეტეს

500 ლარი

 

წელიწადში ერთხელ

 

ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება

100 ლარი

 

დაბადებიდან 6 თვის ვადაში

6

იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) დახმარება

 

10000 ლარი

პროგრამის შესაბამისად

7

სამშობლოს დასაცავად მებრძოლთა ოჯახებისა და ვეტერანების ინტერესების დაცვა

დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის 250 ლარი

5000 ლარი

პროგრამის შესაბამისად

****

სადღესასწაულო ღონისძიებების დაფინანსება

 

5000 ლარი

პროგრამის შესაბამისად

8

უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ფულადი დახმარება /სარიტუალო ხარჯებისათვის/

250 ლარი

3000 ლარი

პროგრამის შესაბამისად

9

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სათბობით უზრუნველყოფა დადგენილი ლიმიტის ფარგლებში

 

20000 ლარი

პროგრამის შესაბამისად

 

სულ

 

384000 ლარი

 

“.

მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით ბაკაშვილი