დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 17 დეკემბრის №2471 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2146 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016404 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2146
2013 წლის 24 დეკემბერი
ქ. თბილისი
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 17 დეკემბრის №2471 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 17 დეკემბრის №2471 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. განისაზღვროს „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ გამგეობა შემდეგი შემადგენლობით:
ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სააგენტოს გამგეობის თავმჯდომარე;
შალვა ფიფია – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, სააგენტოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე;
დავით ნარმანია – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, სააგენტოს გამგეობის წევრი;
ნოდარ ხადური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, სააგენტოს გამგეობის წევრი;
გიორგი კვირიკაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, სააგენტოს გამგეობის წევრი;
დავით ნატროშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სააგენტოს გამგეობის წევრი;
დავით გალეგაშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სააგენტოს გამგეობის წევრი;
ილია კვიტაიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სააგენტოს გამგეობის წევრი;
იური ნოზაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სააგენტოს გამგეობის წევრი.“.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები