დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №12 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2142 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016407 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2142
2013 წლის 23 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფომინისტრის აპარატის საშტატო ნუსხისა დათანამდებობრივი სარგოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №12 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სა ხელ მწიფომინისტრის აპარატის საშტატო ნუსხისა დათანამდებობრივი სარ გოების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №12 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ“.
2. განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. მიეცეს თანხმობა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს, რომ აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები განისაზღვროს დანართის მიხედვით.“.
3. განკარგულებით დამტკიცებული დანართიჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,დანართი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები
| N | სტრუქტურა, თანამდებობა | რაოდენობა | თანამდებობრივი სარგო ერთ ერთეულზე |
| 1 | საქართველოს სახელმწიფო მინისტრი | 1 | 3540 |
| 2 | საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე | 1 | 2950 |
| 3 | საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში | 2 | 1500 |
| 4 | დეპარტამენტის უფროსი | 3 | 2100 |
| 5 | დეპარტამენტის უფროსის მოადგილე | 1 | 1550 |
| 6 | სამმართველოს უფროსი | 4 | 1500 |
| 7 | მთავარი მრჩეველი | 10 | 1200 |
| 8 | მრჩეველი | 2 | 1000 |
| 9 | საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აღმასრულებელი თანაშემწე | 1 | 1800 |
| 10 | მთავარი ბუღალტერი | 1 | 1500 |
| 11 | საქმეთა მმართველი | 1 | 1500 |
| 12 | საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე | 1 | 1200 |
| 13 | საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე | 1 | 1000 |
| 14 | საინფორმაციო ტექნოლოგიების ადმინისტრატორი | 1 | 1500 |
|
| სულ | 30.“. |
|
მუხლი 2.განკარგულებაძალაშია2014 წლის 1 იანვრიდან .
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები