საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 71
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/01/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017689
71
15/01/2014
ვებგვერდი, 22/01/2014
300160070.10.003.017689
საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №71

2014 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგულირების მიზნით, დამტკიცდეს შემდეგი თანდართული  ტექნიკური რეგლამენტები:

1. ტექნიკური რეგლამენტი - ,,ბეტონის და რკინაბეტონის კონსტრუქციები” (დანართი 1).

2. ტექნიკური რეგლამენტი - ,,შენობების და ნაგებობების ფუძეები’’ (დანართი    2).

3. ტექნიკური რეგლამენტი - ,,სეისმომედეგი მშენებლობა” (დანართი 3).

4. ტექნიკური რეგლამენტი - ,,წყალმომარაგების და კანალიზაციის გარე ქსელები და ნაგებობები” (დანართი 4).

5. ტექნიკური რეგლამენტი - ,,სამშენებლო კლიმატოლოგია” (დანართი 5).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი