„საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 263
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/06/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025812
263
15/06/2026
ვებგვერდი, 16/06/2026
300160070.10.003.025812
„საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №263

2026 წლის 15 ივნისი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №71 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/01/2014, 300160070.10.003.017689) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − „სეისმომედეგი მშენებლობის“ (დანართი 3) მე-6 მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ შენიშვნის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სართულიანობა, საჯარო დაწესებულებების მიერ სკოლების მშენებლობისას, შესაძლებელია, გაიზარდოს არაუმეტეს 1 მიწისზედა სართულისა, თუ:

ა) დაცული იქნება „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილების მოთხოვნები;

ბ) დაწყებითი საფეხურის I − IV კლასების სასწავლო ოთახები განთავსდება პირველ ან/და მე-2 სართულებზე;

გ) ამ რეგლამენტის №5 ცხრილის მე-2 პუნქტით სკოლებისთვის დადგენილი K3 − მნიშვნელობის კოეფიციენტი განისაზღვრება 1.6-ით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე