დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 49 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/01/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/01/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/12/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220030.10.003.017669 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/01/2014 - 13/02/2014)
|
| მუხლი 1 |
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის შემუშავების მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (2013 წლის 20 სექტემბერი, №1154-Iს) მე-2 მუხლის 11 პუნქტის გათვალისწინებითა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑6 მუხლის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:
|
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს საბჭოს თანდართული დებულება. |
| მუხლი 3 |
დაევალოს საბჭოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის 2014 წლის 1 მარტამდე შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს
დებულება |
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს (შემდგომში – საბჭო) მიზანია შეიმუშავოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგია. 2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. მუხლი 2. საბჭოს ამოცანები და ფუნქციები საბჭოს ამოცანები და ფუნქციებია: ა) საზღვრის დაცვის სისტემის რეფორმირებისა და აღნიშნულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის კუთხით საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად წინადადებების მოამზადება; ბ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა; გ) საზღვრის დაცვის სფეროში არსებული ვითარების ანალიზი და შესაბამისი წინადადებების მომზადება; დ) სახელმწიფო საზღვრის რეფორმის სფეროში განხორციელებული, მიმდინარე თუ დაგეგმილი საერთაშორისო (ორმხრივი თუ მრავალმხრივი) დახმარების პროექტების შესახებ ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და საქართველოს მთავრობისათვის შესაბამისი დასკვნების შემუშავება. მუხლი 3. საბჭოს უფლება-მოვალეობანი 1. საბჭო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს, მოისმინოს და განიხილოს სახელმწიფო საზღვრის რეფორმის სფეროში მონაწილე უწყებათა ანგარიშები და მათი ანალიზის საფუძველზე საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად შეიმუშავოს რეკომენდაციები და წინადადებები; ბ) მოამზადოს წინადადებები საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ; გ) მოიწვიოს ექსპერტები საქართველოს საზღვრის დაცვის სისტემის რეფორმირების საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შესამუშავებლად; დ) საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად შეიმუშავოს რეკომენდაციები შესაბამის სფეროში სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაამყაროს საქმიანი ურთიერთობა საზღვარგარეთის ანალოგიური პროფილის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. 2. საბჭო ვალდებულია, 2014 წლის 1 მარტამდე შეიმუშავოს და საქართველოს მთავრობას წარუდგინოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგია. მუხლი 4. საბჭოს მუშაობის ორგანიზაცია 1. საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 2. საბჭოს წარმოადგენს და ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე. 3. საბჭოს თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს საბჭოს მუშაობას, უძღვება საბჭოს სხდომებს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგსა და საჭიროების შემთხვევაში, შეაქვს მასში ცვლილებები და დამატებები, ასევე, იწვევს რიგგარეშე სხდომებს. 4. კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა პირებიც. 5. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე, რომელსაც თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საბჭო. 6. საბჭოს მდივანი ხელმოსაწერად ამზადებს საბჭოს სხდომის ოქმებს და უგზავნის საოქმო ჩანაწერს საბჭოს წევრებს; ატყობინებს მათ სხდომის ჩატარების თარიღს და უგზავნის სხდომის დღის წესრიგს. 7. საბჭოს ყველა წევრი უფლებამოსილია, საბჭოს თავმჯდომარეს სხდომის მოწვევამდე წერილობით წარუდგინოს დღის წესრიგში შესატან საკითხთა ნუსხა. გამონაკლის შემთხვევებში, საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღის წესრიგში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები. 8. საბჭოს თითოეულ წევრს გააჩნია თანაბარი უფლებები. 9. საბჭოს სხდომები იმართება არანაკლებ 10 დღეში ერთხელ. 10. რიგგარეშე სხდომების მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან საბჭოს ერთ-ერთი წევრის (წევრების) წერილობითი თხოვნის საფუძველზე. 11. საბჭოს წევრებისათვის საბჭოს სხდომაზე დასწრება სავალდებულოა. საბჭოს წევრის მიერ უფლებამოსილების დელეგირება დაუშვებელია. 12. იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს რომელიმე წევრი ვერ ესწრება სხდომას, იგი ვალდებულია, წინასწარ წერილობითი ფორმით აცნობოს საბჭოს თავმჯდომარეს. ამასთან, საბჭოს წევრი უფლებამოსილია, წერილობით დააფიქსიროს თავისი პოზიცია დღის წესრიგში შეტანილ თითოეულ საკითხთან მიმართებაში. 13. საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება კოლეგიური წესით, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 14. საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი. საბჭოს მდივანს ირჩევს საბჭო. მუხლი 5. საბჭოს გაუქმება და დებულებაში ცვლილების შეტანა საბჭოს გაუქმება, აგრეთვე მის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები