დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის შემმუშავებელი უწყებათშორისი საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 439 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/08/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/08/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/12/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220030.10.003.020755 |
|
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის შემმუშავებელი უწყებათშორისი საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №49 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/01/2014, 010220030.10.003.017669) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის შემუშავების მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (2013 წლის 20 სექტემბერი, №1154-Iს) მე-2 მუხლის 11 პუნქტის გათვალისწინებითა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარე; საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე; საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე; საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე; საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი.“. 2. დადგენილებიდან ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლი. 3. დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება: ა) მე-2 მუხლის: ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საზღვრის დაცვის სისტემის რეფორმირებისა და აღნიშნულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით მომზადებული წინადადებების საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა;“; ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სახელმწიფო საზღვრის მართვის სფეროში დონორი ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.“; ბ) მე-3 მუხლის: ბ.ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ცალკეული საკითხის შესწავლის მიზნით, შექმნას უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფები.“; ბ.ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-4 მუხლის: გ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საბჭოს თავმჯდომარე უძღვება საბჭოს სხდომებს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგსა და, საჭიროების შემთხვევაში, შეაქვს მასში ცვლილებები და დამატებები, ასევე იწვევს რიგგარეშე სხდომებს.“; გ.ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ.გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. რიგგარეშე სხდომების მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით, საბჭოს ერთ-ერთი წევრის (წევრების) ან საბჭოს სამდივნოს წერილობითი თხოვნის საფუძველზე.“; გ.დ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 პუნქტი: „121. საბჭოს წევრები ვალდებულნი არიან, ექვს თვეში ერთხელ საბჭოს წარუდგინონ ანგარიში უწყებათშორისი თანამშრომლობის შესახებ.“; დ) მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი: „მუხლი 41. საბჭოს სამდივნო და მისი ფუნქციები 1. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში იქმნება საბჭოს სამდივნო, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე. 2. საბჭოს სამდივნო: ა) უზრუნველყოფს საბჭოს მუშაობის კოორდინაციას; ბ) ორგანიზებას უწევს საბჭოს სხდომებს, ამზადებს სხდომის ოქმებს, საბჭოს შემადგენლობაში შემავალ უწყებებს ატყობინებს სხდომის ჩატარების თარიღს და ათანხმებს დღის წესრიგს მონაწილე უწყებებთან; გ) ახორციელებს საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგს; დ) საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს წარუდგენს წინადადებებს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფების შექმნის (ექსპერტების მოწვევის) შესახებ და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას; ე) ახორციელებს სახელმწიფო საზღვრის მართვის სფეროში დონორი ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, ანალიზს, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებასა და საბჭოსთვის წარდგენას; ვ) საზღვრის დაცვის სისტემის რეფორმირებისა და აღნიშნულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის კუთხით ამზადებს და საბჭოს წარუდგენს წინადადებებს; ზ) დადგენილი წესით ასრულებს საბჭოს ცალკეულ დავალებებს. 3. სამდივნოს სხდომები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სამდივნოს ყველა წევრი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები