ტექნიკური რეგლამენტის − აგრარულ ბაზრებზე/ბაზრობებზე სურსათისა და ცხოველის რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ

ტექნიკური რეგლამენტის − აგრარულ ბაზრებზე/ბაზრობებზე სურსათისა და ცხოველის რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 417
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017624
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
417
31/12/2013
ვებგვერდი, 10/01/2014
300160070.10.003.017624
ტექნიკური რეგლამენტის − აგრარულ ბაზრებზე/ბაზრობებზე სურსათისა და ცხოველის რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/01/2014 - 22/10/2015)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №417

2013 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის - „აგრარულ ბაზრებში, ბაზრობებსა და მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების დამამზადებელ, შემნახველ და გადამამუშავებელ საწარმოებში, სამრეწველო მაცივრებში (მაცივარკომბინატებში), კვებისა და სავაჭრო ობიექტების შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურების ტიპობრივი წესის“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი  მიმოქცევის კო­დექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი, მეხუთე ნაწი­ლების, 104-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შე­სახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის  შესაბა­მისად, დამტკიცდეს თან­დართული ტექნიკური რეგლამენტი - „აგრარულ ბაზრებში, ბაზრო­ბე­ბ­სა და მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების დამამზადებელ, შე­მ­ნახველ და გადამამუშავებელ საწარმოებში, სამრეწველო მაცივრებში (მა­ცი­ვარკომბინატებში), კვებისა და სავაჭრო ობიექტების შესაბამისი უფ­ლე­ბა­მო­სილი სამსახურების ტიპობრივი წესი“.
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შე­სახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აგრარულ ბაზ­რებ­ში, ბაზრობებსა და მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების დამა­მ­ზადებელ, შემნახველ და გადამამუშავებელ საწარმოებში, სამრეწველო მა­ცი­ვრებში (მაცივარკომბინატებში), კვებისა და სავაჭრო ობიექტების ვეტე­რი­ნარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურების (ლაბორა­ტო­რი­­ების) ტიპობრივი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 16 სექტემბრის N2-214 ბრძანება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ტექნიკური რეგლამენტი

აგრარულ ბაზრებში, ბაზრობებსა და მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების დამამზადებელ, შემნახველ და გადამამუშავებელ საწარმოებში, სამრეწველო მაცივრებში (მაცივარკომბინატებში), კვებისა და სავაჭრო ობიექტების შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურების ტიპობრივი წესი


 მუხლი 1. ზოგადი დებულებები
 

1. წინამდებარე ტიპობრივი წესი შემუშავებულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი  მიმოქცევის კოდექსის  საფუძველზე.

2. აგრარულ ბაზრებში, ბაზრობებზე, ახალი ხორცითა და თევზით, სუბპროდუქტებით, შინაური დამზადების კვერცხით, უმი რძითა და თაფლით მოვაჭრე ობიექტებში, ცხოველებისა და მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების დამამზადებელ, შემნახველ და გადამამუშავებელ საწარმოებში (გარდა რძისა და რძის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოებისა), სამრეწველო მაცივრებში (მაცივარკომბინატებში), მიუხედავად მათი ადმინისტრაციული დაქვემდებარებისა და სამართლებრივი ფორმისა, სავალდებულოა მათ სტრუქტურაში შემავალი, შესაბამისი სერტიფიკატის მქონე ვეტერინარი სპეციალისტით (სპეციალისტებით) დაკომპლექტებული შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურების (ლაბორატორიების) ფუნქციონირება. რძისა და რძის პროდუქტების გადამამუშავებელ საწარმოებს ევალებათ უზრუნველყონ ნედლეულის სათანადო გამოკვლევა ბრუცელოზსა და მასტიტზე.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტში აღნიშნულ ობიექტებზე, სადაც არ ფუნქციონირებენ შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურები (ლაბორატორიები) იკრძალება ცხოველებით, მეცხოველეობის პროდუქციით (ხორცით, სუბპროდუქტებით, ხორცპროდუქტებით, რძითა და რძის პროდუქტებით, თევზითა და თევზის პროდუქტებით, კვერცხით, მეფუტკრეობის პროდუქტებით და ა.შ.) ვაჭრობა.

4. აგრარული ბაზრების, ბაზრობების, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების დამამზადებელი, შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების, სამრეწველო მაცივრების (მაცივარკომბინატების) და ახალი ხორცითა და თევზით, სუბპროდუქტებით, შინაური დამზადების კვერცხით, უმი რძითა და თაფლით მოვაჭრე ობიექტების ხელმძღვანელები (ადმინისტრაცია) და ამ ობიექტზე მოქმედი შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურები (ლაბორატორიები) ვალდებულნი არიან ვეტერინარულ-სანიტარიული თვალსაზრისით არაკეთილსაიმედო პროდუქციის გამოვლენისას დადგენილი წესით ჩამოართვან და გაანადგურონ მესაკუთრის ხარჯებით, რის შესახებაც უნდა აცნობონ ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების შესაბამის სამსახურებს.

5. აგრარული ბაზრების, ბაზრობების, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების დამამზადებელი, შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების, სამრეწველო მაცივრების (მაცივარკომბინატების) და ახალი ხორცითა და თევზით, სუბპროდუქტებით, შინაური დამზადების კვერცხით, უმი რძითა და თაფლით მოვაჭრე ობიექტების ხელმძღვანელები (ადმინისტრაცია) ვალდებულნი არიან შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურები (ლაბორატორიები) უზრუნველყონ კეთილმოწყობილი სტანდარტული ფართობით, სამაცივრე სისტემებით, დანადგარ-მოწყობილობებით, მუდმივი ცხელი და ცივი წყლითა და ელექტროენერგიით, სადიაგნოსტიკო საშუალებებით, ქიმიური რეაქტივებით, სპეციალური ტანსაცმლითა და სხვა აუცილებელი დამხმარე საშუალებებით.

6. კონტროლს აგრარული ბაზრების, ბაზრობების, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების დამამზადებელი, შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების, სამრეწველო მაცივრების (მაცივარკომბინატების) და ახალი ხორცითა და თევზით, სუბპროდუქტებით, შინაური დამზადების კვერცხით, უმი რძითა და თაფლით მოვაჭრე ობიექტების შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურების (ლაბორატორიების) ფუნქციონირებაზე ახორციელებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენლები.

7. შესაბამის უფლებამოსილ სამსახურებს (ლაბორატორიებს) გააჩნიათ ბეჭედი და შტამპი სახელწოდების აღნიშვნით, აქტების ფორმები, ცხოველთა ხორცის დასადამღი დამღები და შტამპები, სტამბურად დაბეჭდილი ანალიზის ფურცლები და ეტიკეტები.

8. შესაბამის უფლებამოსილ სამსახურს (ლაბორატორიას) ხელმძღვანელობს უფროსი – შესაბამისი სერტიფიკატის მქონე ვეტერინარი ექიმი, რომელიც პასუხისმგებელია სამსახურზე (ლაბორატორიაზე) დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე.

9. შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურები (ლაბორატორიები) თავიანთ მუშაობაში ხელმძღვანელობენ საქართველოს კანონმდებლობით, ვეტერინარიის სფეროში მოქმედი ნორმატიული დოკუმენტებით, სოფლის მეურნეობის მინისტრის შესაბამისი ბრძანებებითა და წინამდებარე ტიპობრივი წესით. ჩატარებული სამუშაოების აღრიცხვას ისინი აწარმოებენ ნორმატიული დოკუმენტებით დადგენილი ფორმის ჟურნალებში.

    მუხლი 2. აგრარულ ბაზრებში, ბაზრობებზე მოქმედი შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურის (ლაბორატორიის) ტიპობრივი წესი

1. შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურის (ლაბორატორიის) ძირითადი ამოცანაა ბაზარში გასაყიდად მოყვანილი ცხოველების (მ.შ. ფრინველი, თევზი, ფუტკარი) ვეტერინარული შემოწმება. ხორცის, ხორცპორდუქტების, რძისა და რძის პროდუქტების, თევზის, თაფლის, კვერცხის, მცენარეული და სხვა კვების პროდუქტების ვეტერინარულ-სანიტარიული კეთილსაიმედოობის დადგენა – ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის განხორციელება და აგრეთვე ამ პროდუქტების საშუალებით ცხოველთა გადამდები სნეულებების გავრცელების თავიდან ასაცილებელი ღონისძიებების გატარება. კვების პროდუქტების ვეტერინარულ-სანიტარიული კეთილსაიმედოობის დადგენა (ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზა) – ტარდება მოქმედი სტანდარტების, მეთოდიკების, წესებისა და დარიგებების შესაბამისად.

2. შესაბამისი უფლებამოსილი სამსახური (ლაბორატორია) პასუხისმგებელია ბაზარში გასაყიდად დაშვებული კვების პროდუქტების ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის სწორად ჩატარებაზე, შემოწმებული პროდუქტების ვეტერინარულ-სანიტარიულ კეთილსაიმედოობასა და, აგრეთვე, მათი გაყიდვისას სანიტარიული პირობების დაცაზე.

3. პირველ პუნქტში განსაზღვრული სამუშაოების შესასარულებლად შესაბამისი უფლებამოსილი სამსახური (ლაბორატორია):

ა)     ატარებს ცხოველების, ხორცის, სუბპროდუქტების, რძისა და რძის ნაწარმის, შინაური ფრინველებისა და მისი ხორცის, ნანადირევი ცხოველებისა და ფრინველების ხორცის, კვერცხის, საკვები ცხიმების, თევზის, თაფლისა და მეფუტკრეობის პროდუქტ-ნედლეულის, მცენარეული პროდუქტების შემოწმებას (ვეტერინარულ-სანიტარიულ ექსპერტიზას) მისი ვეტერინარულ-სანიტარიული კეთილსაიმედობის დადგენის მიზნით;

ბ) საჭიროების შემთხვევაში იღებს ხორცის, ხორც-პროდუქტების, რძისა და რძის პროდუქტების, თევზის, თაფლისა და კვების სხვა პროდუქტების სინჯებს ბიოქიმიური და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევებისათვის, ატარებს ღორის (მათ შორის, გარეულის), დათვის, ნუტრიის, ტრიქინელოზის ამთვისებელი სხვა ცხოველების ტანხორცისა და მისი ნაწილების სავალდებულო ტრიქინელოსკოპიას, განურჩევლად იმისა, ბაზარში მოტანამდე იყო თუ არა ისინი გამოკვლეული. გამოკვლევის შემდეგ პროდუქტების სინჯების ნარჩენები პატრონს არ უბრუნდება და ისპობა, რაზედაც დგება შესაბამისი აქტი;

გ) ორგანიზაციას უკეთებს და აკონტროლებს საკვებად უვარგისად მიჩნეულ ხორცისა და სხვა პროდუქტების ჩამორთმევას და უტილიზაციას ან მოსპობას. ამ სამუშაოს უზრუნველსაყოფად ბაზრის ადმინისტრაცია ქმნის შესაბამის პირობებს და პასუხისმგებელია ხორცისა და სხვა პროდუქტების შენახვასა და გაუვნებლებაზე;

დ) ატარებს საკვებად ვარგისი ან გასაუვნებელი პროდუქტების ნიშანდებას (შტამპით, ეტიკეტით) და გასცემს ბაზარზე მათი გაყიდვის ნებართვას;

ე) ახორციელებს ვეტერინარულ-სანიტარიულ ზედამხედველობას ბაზარში, ბაზრობაზე ცხოველებით (მ.შ. ფრინველით, თევზით, ფუტკრით), ხორცით, ხორცპროდუქტებით, რძით, რძის პროდუქტებით, მცენარეული და სხვა სახის საკვები პროდუქტებით ვაჭრობისას. აგრეთვე, ორგანიზაციას უკეთებს და ატარებს ვეტერინარულ-საგანმანათლებლო მუშაობას;

ვ) მონაწილეობს ბაზარში, ბაზრობაზე ხორცის, რძისა და სხვა საკვები პროდუქტების სარეალიზაციო პავილიონების მიმღები კომისიების მუშაობაში.

4. ამოწმებს ბაზარში და ბაზრობაზე გასაყიდად შემოყვანილ ცხოველებს კლინიკურად და სათანადო ვეტერინარულ საბუთებს მათ შესახებ, გადამდები სნეულებების, ტრიქინელოზის, ცისტიცერკოზის (ფინოზის) და სხვა ჰელმინთოზების აღმოჩენის შესახებ დაუყონებლივ აცნობებს შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული შესაბამის უფლებამოსილ ვეტერინარულ სამსახურს ამ ცხოველების, მეცხოველეობის პროდუქტების მფლობელთა მისამართების ჩვენებით.

5. შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურის (ლაბორატორიის) საშტატო ერთეულები განისაზღვრება დღეში საშუალოდ ჩატარებული ექსპერტიზების რაოდენობის მიხედვით.

6. შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურის უფროსს (ლაბორატორიის გამგეს) და მის სხვა სპეციალისტებს უფლება აქვთ:

ა) დააკავონ და არ დაუშვან გასაყიდად პროდუქტები, რომლებიც ექვემდებარება გაუვნებლებას ან განადგურებას;

ბ) დაიწუნონ და კონფისკაცია, ან დანატურაცია გაუკეთონ პროდუქტებს, რომლებიც მიჩნეულია საკვებად უვარგისად შესაბამისი აქტის შედგენით;

გ) შეუფერხებლად შეამოწმონ ბაზრის ტერიტორიაზე საწყობები, ბაზები, მაცივრები, პავილიონები, კვებისა და სავაჭრო ობიექტები;

დ) აკრძალონ გაყიდვა პროდუქტებისა, რომელთაც არ გაუვლიათ ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზა, ან მიჩნეულია არაკეთილსაიმედოდ; აგრეთვე პირუტყვისა და ფრინველისა – ვეტერინარული საბუთების გარეშე;

ე) ნება არ მისცენ გამოიყენონ მოწყობილობა და ინვენტარი, აგრეთვე, აკრძალონ პროდუქტებით ვაჭრობა და მათი შენახვა ამ ადგილებში, რომლებიც ვერ პასუხობენ ვეტერინარულ-სანიტარიულ მოთხოვნებს;

ვ) აკრძალონ სავაჭრო ადგილებში და ბაზრის საწყობებში არაკეთილხარისხიანი და შეუმოწმებელი პროდუქტების მიღება და გაცემა.

7. ბაზარში, ბაზრობაზე შესაბამისი უფლებამოსილი სამსახური (ლაბორატორია) განლაგებული უნდა იყოს ხორცისა და რძის სავაჭრო პავილიონების ახლოს, ან უშუალოდ პავილიონის შენობაში, ან ბაზრის ტერიტორიაზე აშენებულ ცალკე შენობაში. დაუშვებელია ლაბორატორიის მოთავსება საცხოვრებელი სახლის ეზოში და საწყობის გვერდით, სადაც ინახება ძლიერმოქმედი ან მძაფრი სუნის მქონე ნივთიერებები.

8. თითოეულ შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურს (ლაბორატორიას), მიუხედავად მისი სამუშაოს მოცულობისა და ადგილმდებარეობისა (ქალაქად თუ სოფლად), უნდა გააჩნდეს:

ა) განყოფილება ხორცის, თევზისა და თევზის პროდუქტების ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზისათვის (ხორცის მისაღები დარბაზი (ოთახი) ჩამოსაკიდი კაუჭებით, ჩანგლებით, უჟანგავი ფოლადით ან კაფელით მოპირკეთებული მაგიდები);

ბ) განყოფილება რძისა და რძის პროდუქტების ვეტსანექსპერტიზისათვის;

გ) ოთახი (დარბაზი) მცენარეული და სხვა საკვები პროდუქტების ვეტსანექსპერტიზისათვის;

დ) სათავსო ლაბორატორიული გამოკვლევებისათვის;

ე) შესაბამის უფლებამოსილ სამსახურს (ლაბორატორიას) უნდა ჰქონდეს აგრეთვე ოთახი ლაბორატორიის გამგისათვის, მომსახურე პერსონალისათვის, სამრეცხაო, საკუჭნაო (მცირე ინვენტარის შესანახად);

ვ) ბაზარში უნდა იყოს კამერა (მაცივარი) – იზოლატორი კეთილსაიმედოობაზე საეჭვო ხორცის დროებით შესანახად (სინჯების ლაბორატოირული კვლევის შედეგების მიღებამდე). აქვე აწყობენ პუნქტს პირობით ვარგისი ხორცის გასაუვნებლად (სტერილიზაციისათვის) მაღალი ტემპერატურის გამოყენებით ღია ქვაბებში, ავტოკლავებში ან სპეციალურ აპარატ-სტერილიზატორებში.

9. აგრარულ ბაზრებსა და ბაზრობებზე ვეტერინარულ-სანიტარიული კეთილსაიმედობის განსაზღვრას ექვემდებარება:

ა) ცხოველები, ხორცი, სუბპროდუქტები, რძე და რძის ნაწარმი, შინაური ფრინველი და მისი ხორცი, ნანადირევი ცხოველისა და ფრინველის ხორცი, კვერცხი, საკვები ცხიმები, თევზი, თაფლი და მეფუტკრეობის პროდუქტ-ნედლეული, მცენარეული პროდუქტები;

ბ) ტყავ-ნედლეულისა და ქურქ-ბეწვეულის რეალიზაცია დაიშვება მხოლოდ სათანადო წესით დამუშავების, კონსერვაციისა და მათზე ლაბორატორიული დასკვნის არსებობის შემთხვევაში.

10. აგრარული ბაზრის, ბაზრობის შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურის (ლაბორატორიის) მიერ გამოკვლევების (ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის) ჩასატარებლად სინჯების აღება ხდება შემდეგი ნორმების მიხედვით:

ა) ხორცის, ლიმფური კვანძების, პარენქიმული და სხვა ორგანოების, გადამდნარი ცხიმის, აგრეთვე თევზისა და თევზის პროდუქტების სინჯების საერთო მასა:

ა.ა) საქონლის, ღორის, ცხვრისა და სხვა ტანხორცი – 200 გრამამდე;

ა.ბ) ბოცვერი, ფრინველი, ნუტრია – მაჩვენებლის მიხედვით;

ა.გ) ხორცი და ხორცპროდუქტები ბიოქიმიური გამოკვლევებისათვის (მაჩვენებლის მიხედვით) – 200 გრამი;

ა.დ) ბაქტერიოლოგიური გამოკვლევებისათვის ხორცისა და ხორცპროდუქტების სინჯებს იღებენ მოქმედი ,,საკლავი ცხოველების ვეტერინარული შემოწმებისა და ხორცისა და ხორცპროდუქტების ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის წესების” თანახმად;

ა.ე) დამარილებული ხორცი – 300 გრამი და 500 მლ. წათხი;

ა.ვ) შპიკი თითოეული ნაჭრიდან – 20 გრამი.

ა.ზ) ცხოველური წარმოშობის გადამდნარი ცხიმები – 60 გრამი:

ა.თ) თევზი და თევზის პროდუქტები:

100 გრამამდე წონის თევზებიდან – 5-7 ცალი;

1 კგ-მდე მასის თევზებიდან – 2 სინჯი 100-100 გრამი თითოეული;

3 კგ-მდე მასის თევზებიდან – 2 სინჯი 150-150 გრამი თითოეული;

3 კგ-ზე მეტი მასის თევზებიდან – 2 სინჯი თევზის თავისა და ზურგის ნაწილებიდან საერთო მასით 500 გრამი;

ხიზილალა – 50 გრამამდე;

ბ) რძისა და რძის პროდუქტების სინჯების საერთო მასა (გრ).

რძე – 250;

ხაჭო, არაჟანი, ნაღები, კარაქი, ერბო – 20;

ყველი – 100;

რძემჟავა პროდუქტები (მაწონი, კეფირი და სხვა) 50;

გ) მცენარეული და სხვა სახის პროდუქტების სინჯების საერთო მასა (გრამებში):

დამარილებულ-დამწნილებული პროდუქტები წათხთან ერთად – 500;

კარტოფილი – საშუალო სიდიდის – 2-3 ბოლქვი;

ახალი ბოსტნეული (მწვანე ხახვი, ოხრახუში, კამა, ქინძი და სხვა) – 50;

გამშრალი ბოსტნეული – 50;

ახალი ხილი – 200;

გამშრალი ხილი – 100;

კენკროვნები – 100;

მუხუდო, ბარდა, ლობიო – 50;

ზეთოვანი კულტურების თესლები – 50;

მცენარეული ზეთი – 200;

თაფლი – 100-200;

გამშრალი სოკო – 25;

ახალი სოკო – ცალკეული ეგზემპლიარები მაჩვენებლის მიხედვით;

ღვინო – მაჩვენებლის მიხედვით – 500-100 მლ;

საზამთრო, ნესვი, გოგრა, პომიდორი, თავიანი ხახვი, კომბოსტო, ნიორი, სტაფილო, ჭარხალი და სხვა – საშუალო სიდიდის თითო-ოროლა ეგზემპლიარი თითოეული შეფუთვიდან (მაჩვენებლის მიხედვით);

მარცვალი, მარცვლეული პროდუქტები – 500-1000;

სახამებელი, შაქარი – 200;

კაკალი, თხილი და სხვა – 200-300;

ნიგოზი, თხილისა და ნუშის გული – 200;

ჩურჩხელა 50 ცალამდე – 1 ცალი;

100-ზე მეტი – 3 ცალი;

აჯიკა 30 ქილამდე 1 ქილა;

30-50 ქილამდე – 2 ქილა;

50-ზე მეტი ქილა – ქილა.

დ) გამოკვლევების ჩატარების შემდეგ სინჯების ნარჩენებს უკეთდება უტილიზაცია, რაზედაც ადგენენ აქტს.

11. ტიპური საშტატო ნორმები აგრარული ბაზრის, ბაზრობის ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურისათვის (ლაბორატორიისათვის):

თანამდებობის დასახელება

საშუალოდ ერთ დღეში ჩატარებული ექსპერტიზების რაოდენობა

 

50-მდე

51-150-დე

151-250-დე

251-350-დე

351-450-დე

ლაბორატორიის გამგე - ვეტერინარი ექიმი

1

1

1

1

1

ვეტერინარი ექიმი

1

1

2

3

4

ლაბორანტი (ვეტსპეციალისტი)

1

2

3

4

5

სანიტარი

1

1

1

2

2

სულ

4

5

7

10

12

 

 

შენიშვნა:

1. თუ ექსპერტიზათა რაოდენობა აღემატება 450-ს, ყოველ 100 ექსპერტიზაზე უნდა დაემატოს ერთი ვეტექიმის და ერთი ლაბორანტის (ვეტსპეციალისტის) შტატი.

2. საშტატო ნორმები აღებულია 8-საათიანი სამუშაო დღისათვის. სამუშაო საათების გახანგრძლივებისას შესაბამისად უნდა მოხდეს საშტატო ნორმების გადაანგარიშებაც.

12. მოწყობილობების სავალდებულო ჩამონათვალი, რომელიც აუცილებელია აგრარული ბაზრის ვეტერინარიულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის (ლაბორატორიის) ფუნქციონირებისათვის:

1. დისტილატორი

2. მაცივარი (საყოფაცხოვრებო)

3. იონომერი, pH-მეტრი (ხელსაწყო წყალბად-იონთა კონცენტრაციის განსაზღვრისათვის).

4. ტრიქინელოსკოპი.

5. კომპრესორიუმი.

6. მიკროსკოპი (ბიოლოგიური).

7. გამანათებელი მიკროსკოპისათვის.

8. ხელსაწყო რძის სისუფთავის ხარისხის განსასაზღვრავად.

9. ლაბორატორიული ცენტრიფუგა.

10. წყლის აბაზანა (ლაბორატორიული).

11. ელექტრონული აბაზანა ცხიმმზომის გასათბობად.

12. ცხიმმზომი.

13. ხაჭოს ტენიანობის განმსაზღვრელი აპარატი.

14. რეფრაქტომეტრი

15. რედუქტაზნიკი.

16. ნიტრატმზომი (ნიტრატომერი)

17. არეომეტრი; ლაქტოდენსიმეტრი

18. ოვოსკოპი.

19. საშრობი კარადა.

20. ამწოვი კარადა კედლის (ქიმიური).

21. ლაბორატორიული სასწორი (საწონებით).

22. ტექნიკური სასწორი (საწონებით).

23. ლუპა (ბინოკულარული ან დასაკეცი)

24. სპირტქურა.

 25. ლაბორატორიული ხორცსაკეპი ან ჰომოგენიზატორი.

26. წყლის თერმომეტრი.

 27. ოთახის თერმომეტრები (ოთახების რაოდენობის მიხედვით).

28. საათი (ქვიშის).

29. ელექტროღუმელი.

30.  ხორცის თერმომეტრი მეტალის სტილეტით.

13. აგრარული ბაზრის შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურს (ლაბორატორიას) საშუალება უნდა ჰქონდეს განახორციელოს ცხოველების, ხორცის, სუბპროდუქტების, რძისა და რძის ნაწარმის, შინაური ფრინველისა და მისი ხორცის, ნანადირევი ცხოველისა და ფრინველის ხორცის, კვერცხის, საკვები ცხიმების, თევზის, თაფლისა და მეფუტკრეობის პროდუქტ-ნედლეულის, მცენარეული პროდუქტების ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზა და განსაზღვროს მისი საკვებად ვარგისიანობა შემდეგი წესების შესაბამისად:

ა) საკლავი ცხოველების ვეტერინარული შემოწმებისა და ხორცისა და ხორცპროდუქტების ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის წესები (ხორცისა და ცხიმის გამოკვლევა. სიახლეზე, ავადმყოფი ცხოველის ხორცის განსაზღვრა, სხვადასხვა სახის ცხოველის ხორცის დადგენა);

ბ) თევზის ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის წესები;

გ) მეთოდიკა ტრიქინელოზის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის შესახებ;

დ) წესები აგრარულ ბაზრებზე რძისა და რძის პროდუქტების ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის შესახებ;

ე) წესები ფრინველის კვერცხის ვეტერინარულ-სანიტარიულ ექსპერტიზის შესახებ;

ვ) წესები აგრარულ ბაზრებსა და ბაზრობებზე თაფლის ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის შესახებ;

ზ) წესები აგრარული ბაზრების ვეტსანექსპერტიზის ლაბორატორიებში მცენარეული საკვები პროდუქტების ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის შესახებ;

თ) წესები აგრარულ ბაზრებსა და ბაზრობებზე სარეალიზაციოდ მოტანილი თევზი ,,ცოცხალის” ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის შესახებ;

ი) წესები აგრარულ ბაზრებსა და ბაზრობებზე სარეალიზაციოდ მოტანილი შებოლილი სულუგუნის ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის შესახებ.

შენიშვნა: პროდუქციის ხარისხისა და მისი სტანდარტთან შესაბამისობის განსაზღვრა ვეტერინარი ექიმის კომპეტენციაში არ შედის.

მუხლი 3. მეცხოველეობის ნედლეულის დამამზადებელი საწარმოების შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურის ტიპობრივი წესი

1. ვეტერინარულ-სანიტარიულ ზედამხედველობას ექვემდებარება: მსხვილფეხა პირუტყვის ტყავნედლეული, ცხვრის ტყავი, ქურქ-ბეწვეულის ნედლეული, მატყლი (ჭუჭყიანი და გარეცხილი), ჯაგარი, თმა, ძვლები, რქები, ჩლიქები, ფრთა-ბუმბული, ნაწლავები და სხვა ნედლეული, რომელიც მიიღება ცხოველების დაკვლის შედეგად.

2. მეცხოველეობის ნედლეულის დამამზადებელი საწარმოს შესაბამის უფლებამოსილ სამსახურს უფლება აქვს:

ა) არ დაუშვას საწარმოს ტერიტორიაზე დაავადებული ან დაავადებაზე საეჭვო ცხოველებიდან მიღებული მეცხოველეობის ნედლეული;

ბ) არ დაუშვას საწარმოში მეცხოველეობის ნედლეულის შემოტანა თანმხლები ვეტერინარული დოკუმენტების გარეშე;

გ) მოითხოვოს ადმინისტრაციისაგან იმ ღონისძიებების გატარება, რომელიც უზრუნველყოფს ვეტერინარულ-სანიტარული წესების სრულად დაცვას.

3. მეცხოველეობის ნედლეულის დამამზადებელი საწარმოს შესაბამისი უფლებამოსილი  სამსახური ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დაცვით მეცხოველეობის ნედლეულის მიღება და აღრიცხვა (დანომვრა);

ბ) დროულად აიღოს სინჯები საწარმოში შემოტანილი ტყავნედლეულისაგან და უზრუნველყოს მისი სახელმწიფო ვეტერინარულ ლაბორატორიაში გადაგზავნა ჯილეხზე გამოსაკვლევად;

გ) შესაბამისი ლაბორატორიიდან პასუხის მიღებამდე არ დაუშვას ტყავნედლეულის გადაწყობა, დახარისხება და სხვა ადგილას გადატანა;

დ) ზედამხედველობა გაუწიოს საწარმოში ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დაცვას.

მუხლი 4. მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების შემნახველი საწარმოების, სამრეწველო მაცივრების (მაცივარ-კომბინატების)შესაბამისი უფლებამოსილისამსახურის (ლაბორატორიის) ტიპობრივი წესი

1. მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების შემნახველი საწარმოს, სამრეწველო მაცივრის (მაცივარკომბინატის)შესაბამისი უფლებამოსილი სამსახური (ლაბორატორია) ზედამხედველობას უწევს საწარმოში მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების მიღება-გაშვების და შენახვის ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დაცვას.

2. შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურის (ლაბორატორიის) სპეციალისტები ვალდებულნი არიან:

ა) ჩაატარონ შემნახველ საწარმოში, სამრეწველო მაცივარში (მაცივარკომბინატში) შემოსული და გასული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზა მოქმედი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული წესების, მეთოდიკების და ინსტრუქციების შესაბამისად;

ბ) განახორციელონ მუდმივი ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობა შენახული ნედლეულისა და პროდუქტების მდგომარეობაზე, დეზინფექციების, დერატიზაციების დროულად ჩატარებაზე, პროდუქციის გასატანად შემოსული სატრანსპორტო საშუალებების სანიტარიულ მდგომარეობაზე.

3. სამსახურის უფროსი ვეტერინარი ექიმი ვალდებულია:

ა) მონაწილეობა მიიღოს საწარმოში, სამრეწველო მაცივარში (მაცივარკომბინატში) შენახული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ხარისხისა და, აგრეთვე, ნედლეულის და პროდუქტების მისაღებად საწარმოს მზადყოფნის დამდგენი საექპერტო კომისიის მუშაობაში;

ბ) პირადად გააკონტროლოს საექსპორტოდ განკუთვნილი მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ხარისხი და გააფორმოს მათზე შესაბამისი ვეტერინარული დოკუმენტაცია;

გ) საწარმოს ან მაცივრის არადამაკმაყოფილებელი ვეტერინარულ-სანიტარიული მდგომარეობის ან ნედლეულისა და პროდუქტების არაკეთილსაიმედოობის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყონებლივ აცნობოს საწარმოს ადმინისტრაციას (მფლობელს) და საჭიროების შემთხვევაში წარუდგინოს მათ აქტი ზემოთ ხსენებული პროდუქტების შემდგომი გამოყენების წესის შესახებ;

დ) მკარცად დაიცვას მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების შემნახველ საწარმოებში, სამრეწველო მაცივრებში (მაცივარკომბინატებში) სხვადასხვა სახის პროდუქტების განლაგებისა და შენახვის ვეტერინარულ-სანიტარიული წესები.

4. შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურის (ლაბორატორიის) სპეციალისტებს უფლება აქვთ:

ა) დაუბრკოლებრივ შევიდნენ მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების შემნახველი საწარმოს, სამრეწველო მაცივრის (მაცივარკომბინატის) სამაცივრე საკნებში, ვეტერინარული ზედამხედველობის სხვა ობიექტებში;

ბ) მოითხოვონ საწარმოსა და მაცივრის (მაცივარ-კომბინატის) თანამდებობის პირებისაგან ვეტერინარულ-სანიტარიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მათ მიერ მიცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულება;

გ) მოქმედი წესების შესაბამისად აიღონ ნადლეულისა და პროდუქციის სინჯები ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის ჩასატარებლად;

დ) გასცენ დასკვნები მეცხოველეობის იმ ნედლეულისა და პროდუქტების დაუყონებლივ რეალიზაციის შესახებ, რომლებიც არ ექვემდებარებიან შემდგომ შენახვას;

ე) არ დაუშვან მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების შემნახველი საწარმოდან, სამრეწველო მაცივრიდან (მაცივარკომბინატიდან) ნედლეულისა და პროდუქტების გატანა ისეთი სატრანსპორტო საშუალებით, რომელიც არ პასუხობს ვეტერინარულ-სანიტარიულ მოთხოვნებს;

ვ) გასცენ ვეტერინარიის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვეტერინარული მოწმობები და სხვა თანხლები ვეტერინარული დოკუმენტები მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების შემნახველი საწარმოდან, სამრეწველო მაცივრიდან (მაცივარკომბინატიდან) გასატან მეცხოველეობის ნედლეულსა და პროდუქციაზე;

ზ) არ დაუშვან შემნახველ საწარმოში, სამრეწველო მეცივრებში (მაცივარკომბინატებში) მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების შეტანა შესაბამისი ვეტერინარული მოწმობის თანხლების გარეშე. ასეთ შემთხვევაში იმოქმედონ ვეტერინარიის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნებით;

თ) აკრძალონ ერთდროულად შემოტანა ერთი სატრანსპორტო საშუალებით ან ერთ სამაცივრო კამერაში შენახვა: გაგრილებული, გაცივებული და გაყინული ხორცის; ხორცის და ცხოველური წარმოშობის ტექნიკური ნედლეულის (ტყავის, ძვლების და სხვა პროდუქტების); ხორცისა და რძის პროდუქტების; ხორცის, ხორცპროდუქტებისა და მცენარეული პროდუქტების; სპეციფიკური სუნის მქონე პროდუქტებისა და ხორცისა და ხორცის პროდუქტების; ჯანმრთელი ცხოველებისაგან მიღებული ხორცისა და ავადმყოფი ცხოველის გადამუშავების შედეგად მიღებული ხორცის;

ი) შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურის (ლაბორატორიის) უფროს ვეტერინარ ექიმს უფლება აქვს ვეტერინარულ-სანიტარიული კონტროლის საკითხებთან დაკავშირებით უშუალოდ მიმართოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის სახელმწიფო ვეტერინარულ სამსახურს.

    მუხლი 5. ცხოველის (ფრინველის), მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოს შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურის (ლაბორატორიის) ტიპობრივი წესი

1. შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურის (ლაბორატორიის) ძირითადი ამოცანებია:

ა) ცხოველების (ფრინველის), მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოს ნებისმიერ უბანსა და ობიექტზე ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის ორგანიზაცია და განხორციელება;

ბ) ცხოველების (ფრინველის) დაკვლისწინა ვეტერინარული შემოწმება, ხორცისა და ხორცპროდუქტების ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის ჩატარება, ვეტერინარულ-სანიტარიული თვალსაზრისით უსაფრთხო ცხოველური წარმოშობის სასურსათო, საკვები, ტექნიკური პროდუქციისა და ნედლეულის გამოშვების უზრუნველყოფა;

გ) ღონისძიებების გატარება, რომლებიც მიმართულია ისეთი ინფექციური სნეულებების დროულად დიაგნოსტიკისათვის, რომლებიც საკლავი ცხოველების (ფრინველის), დაკვლის პროდუქტებისა და საწარმოო ანარჩენების მეშვეობით გადაეცემა ადამიანს;

დ)   ვეტერინარულ-სანიტარიული ცოდნის პროპაგანდა საწარმოს თანამშრომლებს შორის.

2. შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურის (ლაბორატორიის) ძირითადი მოვალეობებია:

ა) ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობა საწარმოში შემოყვანილ საკლავ ცხოველებზე (ფრინველზე), ხორცის ნედლეულსა და პროდუქტებზე, დამატებით კონტროლქვემდებარე მასალებზე. ვეტერინარული თანმხლები დოკუმენტების გაფორმების სისწორის შემოწმება. ტრანსპორტირების წესების დაცვაზე ზედამხედველობა;

ბ) ღონისძიებათა გეგმების შემუშავება ცხოველების საკარანტინო სნეულებების შემოტანისა და გავრცელების თავიდან ასაცილებლად და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა;

გ) ცხოველების (ფრინველის) დაცემის მიზეზების დადგენა მათი საწარმოში მოყვანისას, აგრეთვე საწარმოს ტერიტორიაზე;

დ) ცხოველების (ფინველის) ვეტერინარული გამოკვლევის ჩატარება მათი საწარმოში მიღების დროს და დაკვლის წინ;

ე) დაკარანტინების წესებისა და ცხოველების (ფრინველის) დაკვლისწინა გაჩერების ვადების დაცვაზე ზედამხედველობის დაწესება;

ვ) ცხოველებისა და ფრინველის ხორცისა და დაკვლის სხვა პროდუქტების ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის სრული მოცულობით ჩატარება მოქმედი ვეტერინარული წესებით დადგენილი მეთოდიკების მიხედვით;

ზ) ტრიქინელოსკოპიის ორგანიზაცია და ჩატარება;

თ) საეჭვო შემთხვევაში ან სხვა მაჩვენებლების არსებობისას ხორცის დაკვლის პროდუქტების, ცხოველური წარმოშობის საკვებისა და ტექნიკური ნედლეულის ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება;

ი) ტანხორცის დადამღვა ხორცის ვეტერინარული დადამღვის ინსტრუქციის შესაბამისად;

კ) ხორცის გაუვნებლობაზე კონტროლი, მათ შორის ტემპერატურული რეჟიმის დაცვით. პირობით ვარგისი ხორცისა და დაკვლის სხვა პროდუქტების, ტექნიკური ნედლეულის გადამუშავების ვეტერინარულ-სანიტარიული წესებისა და ტემპერატურული რეჟიმის დაცვაზე ზედამხედველობა;

ლ)   მუდმივი ზედამხედველობის დაწესება შემოტანილი ხორცის შენახვისა და გადამუშავების პირობებზე;

მ) ცხოველთა (ფრინველის) ლეშების, ვეტერინარული კონფისკატების, გამოწუნებული ხორცისა და დაკვლის სხვა პროდუქტების დროულ უტილიზაციასა და განადგურებაზე ზედამხედველობა;

ნ) ხორცის ნედლეულის ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზა და ამორჩევითი ლაბორატორიული კონტროლის ჩატარება მაცივარში მიღებისას. დასაწყობების ვეტერინარულ-სანიტარიული წესებისა და ხორცის გადამუშავების რიგითობის დაცვაზე ზედამხედველობა;

ო) ვეტერინარული მოწმობების, დასკვნებისა და დადგენილი ფორმის სხვა ვეტერინარული დოკუმენტების გაცემა, რომლებიც ადასტურებენ გამოშვებული პროდუქციის ვეტერინარულ-სანიტარიულ კეთილსაიმედობას;

პ) გამოწუნებულ ხორცზე, ხორცპროდუქტებსა და ტექნიკურ ნედლეულზე დასკვნების გაფორმება და აქტების შედგენა;

ჟ) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის მთავარი სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორის დაუყონებლივი ინფორმირება ცხოველების დასკვლისწინა ვეტერინარული შემოწმებისა და დაკვლისშემდგომი ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის დროს ზოოანთროპონოზური, კონტაგიოზური, ზოონოზურ და სხვა სნეულებების აღმოჩენის შემთხვევაში;

რ) მუდმივი ზედამხედველობა დეზინფექციის, დერატიზაციისა და დეზინსექციის დროულად ჩატარებაზე, აგრეთვე ნატრიუმის ნიტრიტის მომზადებაზე, შენახვასა და გამოყენებაზე.

3. შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურის (ლაბორატორიის) უფროსსა და სპეციალისტებს უფლება აქვთ:

ა) მისცენ მითითებები ვეტერინარიის საკითხებში საწარმოს ადმინისტრაციასა და სპეციალისტებს, რომლის მიზანია შესაფერისი ვეტერინარულ-სანიტარიული და ეპიზოოტიური სიტუაციის შექმნა და ისეთი ნედლეულის და პროდუქციის გამოშვების უზრუნველყოფა, რომელიც სრულად პასუხობენ ვეტერინარულ-სანიტარიულ წესებსა და მოთხოვნებს;

ბ) აიღონ ნედლეულის, პროდუქციისა და მასალების სინჯები ვეტერინარულ-სანიტარიული გამოკვლევებისათვის;

გ) მიიღონ საწარმოს ადმინისტრაციისა და სპეციალისტებისაგან ცნობები, რომლებიც აუცილებელია დასახული ამოცანების შესასრულებლად;

დ) დაუბრკოლებრივ შევიდნენ საწარმოს ყველა ობიექტში;

ე) აცნობონ ადმინისტრაციულ-ტერიტოიული ორგანოს მთავარ სახელმწიფო ვეტერინარ ინსპექტორს საწარმოს ცალკეული ობიექტებისა თუ მთლიანად საწარმოს მუშაობის შეჩერების აუცილებლობის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა ვეტერინარულ-სანიტარიული წესების მოთხოვნათა დარღვევა;

ვ) მიიღონ გადაწყვეტილება საკლავი ცხოველების მიღების შესაძლებლობისა და პირობების, აგრეთვე ხორცისა და ცხოველური წარმოშობის სხვა პროდუქციის შენახვისა და გადამუშავების პირობების შესახებ;

ზ) მოითხოვონ მომწოდებელი საწარმოების ვეტერინარული სამსახურებისაგან ინფორმაცია მათი ეპიზოოტიური და ვეტერინარულ-სანიტარიული მდგომარეობის შესახებ;

თ) გასცენ ვეტერინარული დასკვნები საწარმოს ობიექტების მშენებლობისა და რეკონსტრუქციის პროექტებზე;

ი) ცხოველების (ფრინველის), მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოს ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი და სპეციალისტები პასუხისმგებელნი არიან:

ი.ა)  სწორად და დროულად მიიღონ ზომები ვეტერინარულ-სანიტარიული თვალსაზრისით უსაფრთხო პროდუქციის გამოშვების უზრუნველსაყოფად, არ დაუშვან გადამდები სნეულებების გავრცელება საკლავი ცხოველებისა და დაკვლის პროდუქტების მეშვეობით;

ი.ბ) საწარმოში ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სწორად ორგანიზებაზე;

ი.გ) ცხოველური წარმოშობის სასურსათო, საკვები და ტექნიკური პროდუქტების ვეტერინარულ-სანიტარიულ კეთილსაიმედობაზე გაცემული დასკვნების საფუძვლიანობაზე;

ი.დ)  გამოშვებულ პროდუქციაზე გაცემული ვეტერინარული მოწმობებისა და სხვა ვეტერინარული დოკუმენტების გაფორმების სისწორეზე, აგრეთვე აღრიცხვა-ანგარიშგების დოკუმენტაციის წარმოებასა და მათ წარდგენაზე დადგენილი ფორმითა და ვადებში;

კ) შესაბამისი უფლებამოსილი სამსახური (ლაბორატორია) პასუხისმგებელი არ არის მზა პროდუქციის ხარისხზე იმ მაჩვენებლების მიხედვით, რომელიც გათვალისწინებული არ არის ვეტერინარულ-სანიტარიული წესებითა და ნორმებით.

ლ) შესაბამისი უფლებამოსილი სამსახური ახორციელებს მეთოდურ ხელმძღვანელობას საწარმოს სხვა სამსახურებზე იმ ნაწილში, რომელიც უზრუნველყოფს საწარმოში შესაფერის ვეტერინარულ-სანიტარიულ მდგომარეობასა და უსაფრთხო პროდუქციის გაშვებას იმ მაჩვენებლების მიხედვით, რომლებიც გათვალისწინებულია ვეტერინარულ-სანიტარიული წესებით;

მ) საწარმოს ადმინისტრაცია (მფლობელი) და მის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურები უზრუნველყოფენ:

მ.ა)  ვეტერინარულ-სანიტარიული წესებითა და ნორმებით გათვალისწინებული პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებას;

მ.ბ) ობიექტების მუდმივ სამუშაო მდგომარეობაში ყოფნას, რომლებიც განკუთვნილია იმისათვის, რომ არ დაუშვან საწარმოში ცხოველების (ფრინველის) გადამდები დაავადებების შეტანა და გავრცელება;

მ.გ) საერთო და სპეციალური ღონისძიებების გატარებას, რომლებიც მიმართულია ცხოველების (ფრინველის) გადამდები სნეულებების ლიკვიდაციისაკენ;

მ.დ) იმ სამუშაოების ორგანიზაციასა და ჩატარებას, რომელთა მიზანია ტექნოლოგიური, სანიტარიული და ვეტერინარული წესებისა და ნორმების შესრულება უსაფრთხო საკვები და ტექნიკური პროდუქტების გამოსაშვებად.

4. სავაჭრო ობიექტის შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურის (ლაბორატორიის) ტიპობრივი წესის შესაბამისად.

5. შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურის (ლაბორატორიის) ძირითად ამოცანას წარმოადგენს სავაჭრო ობიექტში სარეალიზაციოდ შემოტანილი ახალი ხორცისა და თევზის, სუბპროდუქტების, შინაური დამზადების კვერცხის, უმი რძისა და თაფლის ვეტერინარულ-სანიტარიული კეთილსაიმედობის დადგენა (ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის განხორციელება) და, აგრეთვე, ამ პროდუქტების საშუალებით ცხოველთა გადამდები სნეულებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად ღონისძიებების გატარება. ზემოთ აღნიშნული კვების პროდუქტების ვეტერინარულ-სანიტარიული კეთილსაიმედობის დადგენა (ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზა) ტარდება მოქმედი სტანდარტების, წესების, მეთოდიკებისა და დარიგებების შესაბამისად.

6. შესაბამისი უფლებამოსილი სამსახური (ლაბორატორია) პასუხისმგებელია სავაჭრო ობიექტზე გასაყიდად დაშვებული ახალი ხორცისა და თევზის, სუბპროდუქტების, შინაური დამზადების კვერცხის, უმი რძის და თაფლის ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის ჩატარების სისწორეზე, შემოწმებული პროდუქტების ვეტერინარულ-სანიტარიულ კეთილსაიმედობასა და, აგრეთვე, მათი გაყიდვისას სანიტარიული წესების დაცვაზე.

7. შესაბამისი უფლებამოსილი სამსახური (ლაბორატორია) ატარებს ახალი ხორცისა და თევზის, სუბპროდუქტების, შინაური დამზადების კვერცხის, უმი რძის და თაფლის შემოწმებას (ვეტერინარულ-სანიტარიულ ექსპერტიზას) მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად.

8. საჭიროების შემთხვევაში იღებს ხორცის, სუბპროდუქტების, თევზის, რძისა და თაფლის სინჯებს ბიოქიმიური და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევებისათვის. ატარებს ღორის (მ.შ. გარეულის), დათვის, ნუტრიის, ტრიქინელოზის ამთვისებელი სხვა ცხოველების ხორცის სავალდებულო ტრიქინელოსკოპიას. საეჭვო შემთხვევაში სრული ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის ჩასატარებლად სინჯებს გზავნის სახელმწიფო ვეტერინარულ ლაბორატორიაში.

9. ატარებს საკვებად ვარგისი ხორცის, თევზის, სუბპროდუქტების, კვერცხის, უმი რძისა და თაფლის ნიშანდებას (დამღით, შტამპით, ეტიკეტით) და გასცემს სავაჭრო ობიექტზე მათი რეალიზაციის უფლებას.

10. გადამდები სნეულებების, ტრიქინელოზის, ცისტიცერკოზების (ფინოზების) და სხვა ჰელმინთოზების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყონებლივ აცნობებს შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის სახელმწიფო ვეტერინარულ სამსახურს მეცხოველეობის პროდუქტების მფლობელთა მისამართების ჩვენებით.

11. ახორციელებს ვეტერინარულ-სანიტარიულ ზედამხედველობას სავაჭრო ობიექტზე, აგრეთვე, ორგანიზაცის უკეთებს და ატარებს ვეტერინარულ-საგანმანათლებლო მუშაობას.

12. შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურის სპეციალისტებს უფლება აქვთ:

ა) დააკავონ და არ დაუშვან გასაყიდად ახალი ხორცი და თევზი, სუბ-პროდუქტები, შინაური დამზადების კვერცხი, უმი რძე და თაფლი, რომლებიც ექვემდებარებიან გაუვნებლობას ან განადგურებას;

ბ) დაიწუნონ და ჩამოართვან, გაანადგურონ ან დენატურაცია გაუკეთონ პროდუქტებს, რომლებიც მიჩნეულია საკვებად უვარგისად შესაბამისი აქტის შედგენით;

 გ)   აკრძალონ გაყიდვა პროდუქტების, რომელთაც არ გაუვლიათ ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზა, ან მიჩნეულია არაკეთილსაიმედოდ;

დ)   აკრძალონ სავაჭრო ობიექტის საწყობებსა და მაცივრებში არაკეთილხარისხიანი და შეუმოწმებელი პროდუქტების მიღება და გაცემა;

13. შესაბამისი უფლებამოსილი სამსახური (ლაბორატორია) განლაგებული უნდა იყოს იმავე შენობაში, სადაც მდებარეობს სავაჭრო ობიექტი. ლაბორატორიას უნდა ჰქონდეს ცალკე (დამოუკიდებელი) შესასვლელი, საიდანაც მოხდება შესამოწმებლად პროდუქტების (ახალი ხორცი და თევზი, სუბპროდუქტები, შინაური დამზადების კვერცხი, უმი რძე, თაფლი) შეტანა. შემოწმებული და საკვებად ვარგისად მიჩნეული პროდუქტები ვეტსანექსპერტიზის ლაბორატორიის გავლით უნდა მოხვდეს სარეალიზაციო პავილიონში.

14. ხორცისა და სუბპროდუქტების ვეტსანექსპერტიზის ჩასატარებლად ლაბორატორიას უნდა ჰქონდეს უჟანგავი ფოლადით დაფარული მაგიდა ან რკინის კაუჭები (ჩანგლები) მათ ჩამოსაკიდებლად. ლაბორატორია უზრუნველყოფილი უნდა იყოს ცივი და ცხელი წყლით, სველი წერტილით, მცირე საკუჭნაოთი. სავაჭრო ობიექტს უნდა გააჩნდეს მაცივარ-იზოლატორი (ან კამერა-მაცივარი) საეჭვო ხორცისა და სუბ-პროდუქტების მოსათავსებლად.

15. ლაბორატორიის აღჭურვილობა უნდა იყოს ისეთი, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესაბამისად ახალი ხორცის, თევზის, სუბპროდუქტების, შინაური დამზადების კვერცხის, უმი რძისა და თაფლის ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის ჩატარება ორგანო-ლეპტიკური, ფიზიკო-ქიმიური და მიკროსკოპიული მეთოდებით და ხორცის გამოკვლევა ტრიქინელოზზე.

16. კვების ობიექტებს ეკრძალებათ ვეტერინარულ-სანიტარიულად შეუმოწმებელი, დაუდამღავი და სათანადო ვეტერინარული სერტიფიკატის (ცნობის) არმქონე მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების შეძენა, გამოყენება და რეალიზაცია. ამ მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.