საქართველოს ზედაპირული წყლების დაბინძურებისაგან დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ზედაპირული წყლების დაბინძურებისაგან დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 425
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017650
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
425
31/12/2013
ვებგვერდი, 10/01/2014
300160070.10.003.017650
საქართველოს ზედაპირული წყლების დაბინძურებისაგან დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (10/01/2014 - 29/05/2018)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №425

2013 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ზედაპირული წყლების დაბინძურებისაგან დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 და 25-ე მუხლების საფუძველზე,

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ზედაპირული წყლების დაბინძურებისაგან დაცვის ტექნიკური რეგლამენტი.
მუხლი 2
 

ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს ზედაპირული წყლების დაბინძურებისაგან დაცვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 1996 წლის 17 სექტემბრის №130 ბრძანება.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



საქართველოს ზედაპირული წყლების დაბინძურებისაგან დაცვის

ტექნიკური რეგლამენტი


მუხლი 1. ძირითადი დებულებები

1. წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს:

ა) სამეწარმეო საქმიანობის სხვადასხვა სახეებს, რომლებსაც შეუძლიათ მოახდინონ უარყოფითი ზეგავლენა ზედაპირული წყლების მდგომარეობაზე;

ბ) წერტილოვანი და დიფუზიური წყაროებიდან ზედაპირული წყლის ობიექტების დაბინძურებას.

2.ზედაპირული წყლების დაბინძურების თავიდან აცილების მიზანია:

ა) წყლების ბუნებრივი თვისებების და მათზე დამოკიდებული გარემოს მაქსიმალურად დაცვა;

ბ) წყლის დაბინძურების არსებული დონეების შემცირება მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით და სანიტარიული თვალსაზრისით მაღალი ხარისხის სასმელი წყლით უზრუნველყოფა;

გ) წყლის ეკოსისტემების დაცვა;

დ) მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის მომარაგება სათანადო ხარისხის წყლით;

ე) სარეკრეაციო მიზნებისათვის სანიტარიული და ესთეტიკური მოთხოვნების გათვალისწინება.

3. ზედაპირული წყლების დაბინძურების თავიდან აცილების და მასთან ბრძოლის ძირითადი პრიციპებია:

ა) წყლის ობიექტებში წყლის ხარისხის ნორმირება;

ბ) ზედაპირულ წყლებში დამაბინძურებელი ნივთიერებების ჩაშვების რეგლამენტირება;

გ) სამეურნეო საქმიანობის რეგლამენტირება, რომელიც ზეგავლენას ახდენს წყლების მდგომარეობაზე;

დ) წყალდაცვითი ღონისძიებების დაგეგმვა;

ე) ახალი ტექნიკის და ტექნოლოგიის, მასალების და ნივთიერებების, აგრეთვე საწარმოების მშენებლობის (რეკონსტრუქციის) პროექტების ეკოლოგიური ექსპერტიზა;

ვ) კონტროლი წერტილოვანი და დიფუზიური წყაროებიდან დამაბინძურებელი ნივთიერებების ჩაშვების დადგენილი პირობების შესრულებაზე;

ზ) ზედაპირული წყლების მონიტორინგი;

თ) წყლის დაბინძურების შესამცირებლად ეკონომიკური ბერკეტების გამოყენება;

ი) პასუხისმგებლობა წყალდაცვითი მოთხოვნების დარღვევისათვის.

4. წინამდებარე რეგლამენტის მოთხოვნების დაცვა სავალდებულოა:

ა) ყველა მეწარმე სუბიექტისათვის (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად), რომელთა სამეწარმეო საქმიანობა გავლენას ახდენს ზედაპირული წყლების მდგომარეობაზე;

ბ) საპროექტო და სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციებისათვის;

გ) სახელმწიფო და კერძო საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის, რომლებიც დაკავებული არიან წყლის გამოყენებისა და დაცვის საკითხებით.

 

მუხლი 2. ზედაპირული წყლების ხარისხის ნორმირება

1. ზედაპირული წყლების ხარისხის ნორმირება არის წყლის შემადგენლობისა და თვისებების მაჩვენებლების დადგენა, რომლებიც საიმედოდ უზრუნველყოფენ მოსახლეობის ჯანმრთელობას, წყალსარგებლობის ხელსაყრელ პირობებს და წყლის ობიექტების კარგ ეკოლოგიურ სტატუსს

2. წყლის ობიექტების წყლის ხარისხის ნორმების დადგენა ხდება წყალსარგებლობის ცალკეული კატეგორიების მიხედვით.

3. წყალსარგებლობის კატეგორიებია:

ა) სასმელ-სამეურნეო წყალსარგებლობა;

ბ) სამეურნეო-საყოფაცხოვრებო წყალსარგებლობა;

გ) თევზსამეურნეო წყალსარგებლობა, რომელიც თავის მხრივ იყოფა უმაღლეს, პირველ და მეორე კატეგორიებად.

4. სასმელ-სამეურნეო წყალსარგებლობის კატეგორიას მიეკუთვნებიან წყლის ობიექტები, რომელთა წყლის რესურსები გამოიყენება სასმელ-სამეურნეო მიზნებისათვის.

5. სამეურნეო-საყოფაცხოვრებო წყალსარგებლობის კატეგორიას მიეკუთვნებიან წყლის ობიექტები, რომელთა წყლის რესურსებით სარგებლობა წარმოებს სარეკრეაციო მიზნებისათვის,  თევზსამეურნეო წყალსარგებლობის კატეგორიას მიეკუთვნებიან წყლის ობიექტები, ან მათი ნაწილები, რომლებიც გამოიყენებიან თევზის მარაგის აღწარმოებისათვის, თევზრეწვისა და თევზის მიგრაციისათვის, მათ შორის:

6. უმაღლეს კატეგორიას განეკუთვნებიან წყლის ობიექტების ის უბნები, სადაც არსებობენ საქვირითე ადგილები, გამოსაზამთრებელი ორმოები განსაკუთრებულად ძვირფასი ჯიშის თევზებისა-თვის, დაცული ტერიტორიები, სადაც მიმდინარეობს ხელოვნური მოშენება;

7. პირველ კატეგორიას განეკუთვნებიან წყლის ობიექტები, გამოყენებული ძვირფასი ჯიშის თევზების შენარჩუნებისა და აღწარმოებისათვის, რომლებსაც ახასიათებთ მაღალი მგრძნობიარობა წყალში ჟანგბადის შემცველობაზე;

8. მეორე კატეგორიას განეკუთვნება წყლის ობიექტები, რომლებიც გამოიყენება სხვა თევზსამეურნეო მიზნებისათვის.

9. ზედაპირული წყლების შემადგენლობის და თვისებების დადგენილი ნორმები წყალსარგებლობის კატეგორიების მიხედვით მოყვანილია N1 და N2 დანართებში.

10. იმ შემთხვევაში, როდესაც წყლის ობიექტი ან მისი ნაწილი გამოიყენება სხვადასხვა სახის წყალსარგებლობისათვის ერთდროულად, მაშინ წყლის შემადგენლობისა და ხარისხისადმი უნდა წაყენებული იქნეს ყველაზე მკაცრი ნორმები დადგენილთა შორის.

11. უნიკალური წყლის ობიექტებისათვის, რომლებიც წარმოადგენენ ეკოლოგიურ, სამეცნიერო, ისტორიულ და კულტურულ ფასეულობას, შეიძლება დადგენილ იქნეს განსაკუთრებული მოთხოვნები წყლის ხარისხისადმი.

 

მუხლი 3. ზედაპირულ წყლებზე ზეგავლენის მქონე სამეურნეო საქმიანობის და მათში დამაბინძურებელ  ნივთიერებათა  ჩაშვების რეგლამენტირება

1. წყალმოსარგებლეები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ:

ა) ზედაპირულ წყლებში წერტილოვანი და დიფუზიური წყაროებიდან დამაბინძურებელი ნივთიერებების ჩაშვების დადგენილი წესებისა და პირობების დაცვა;

ბ) აუცილებელი წყალდაცვითი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;

გ) უწყებრივი კონტროლის განხორციელება წყლის ობიექტების დაცვაზე;

დ) ზომების მიღება ზალპური ან ავარიული ჩაშვების შედეგად ზედაპირული წყლების დაბინძურების თავიდან აცილების ან ლიკვიდაციის მიზნით.

2. წყლის შემადგენლობა და თვისებები მდინარეში უნდა აკმაყოფილებდნენ ნორმებს (დანართი N1, N2) უახლოესი წყალსარგებლობის პუნქტიდან 1 კმ-ით მაღლა მდებარე კვეთში, ხოლო წყალსატევზე და ტბაზე 1 კმ-ის რადიუსის ზონაში.

3. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ზ.დ.კ. რომელიმე ნივთიერებაზე, რომლის ჩაშვება გათვალისწინებულია წყლის ობიექტში, წყალმოსარგებლე ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნული ნივთიერების ზ.დ.კ-ის დადგენა და მისი შემდგომი ანალიზის მეთოდიკის შემუშავება შესაბამისი კვლევითი-სამეცნიერო დაწესებულებების მეშვეობით.

4. ჩამდინარე წყლების თითოეული ჩაშვების წერტილისათვის დგინდება დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზ.დ.ჩ.) ნორმები, რომელთა დაცვა უზრუნველყოფს ზედაპირული წყლების ნორმატიულ ხარისხს.

5. ზ.დ.ჩ-ის ნორმების შემუშავებისა ტექნიკური რეგლამენტი დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

6. ზედაპირულ წყლის ობიექტებში აკრძალულია ჩაშვება:

ა) ჩამდინარე წყლების, რომლებიც შეიძლება აღკვეთილ იქნეს რაციონალური ტექნოლოგიის დანერგვის გზით; 

ბ) ჩამდინარე წყლების, რომლებიც შეიცავენ საწარმოო ნედლეულს, რეაგენტებს, ნახევარფაბრიკატებს და წარმოების საბოლოო პროდუქტებს, რომელთა რაოდენობაც აღემატება ტექნოლოგიური დანაკარგების ნორმატივებს;

გ) პულპების, კონცენტრირებული კუბური ნარჩენების და შლამების, რომლებიც წარმოიქმნებიან ჩამდინარე წყლების გაუვნებელყოფის შედეგად;

დ) წარმოების ნარჩენების, ნედლეულის, ნიადაგის ეროზიის პროდუქტების, პესტიციდების, მინერალური სასუქების და საყოფაცხოვრებო ნარჩენების;

ე) ჩამდინარე წყლების, რომლებიც შეიცავენ რადიონუკლიდებს;

ვ) წყლის ტრანსპორტიდან ბალასტური, ლიალური და საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების, ნაგვის და სხვა ნივთიერებების.

7. განსაკუთრებით საშიშია ზედაპირული წყლის ობიექტებში იმ ჩამდინარე წყლების ჩაშვება, რომლებიც შეიცავენ N3 დანართში აღნიშნულ ნივთიერებებს.

8. საწარმოო ობიექტები, რომლებიც ახორციელებენ აღნიშნული ნივთიერებების ჩაშვებას ზედაპირული წყლის ობიექტებში, ვალდებულნი არიან მიიღონ ზომები ამ ნივთიერებების ჩამდინარე წყლებში მოხვედრის შესაზღუდავად ტექნოლოგიური პროცესების გაუმჯობესების ან ამ წყლების შეგროვების და მათი წინასწარი გაწმენდისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნას ჩამდინარე წყლების რეცირკულაცია და ძვირფასი ნივთიერებების რეკუპერაცია.

9. სოფლის მეურნეობის ობიექტებით წყლის ობიექტების დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით საჭიროა:

ა) პესტიციდების და მინერალური სასუქების უსაფრთხო გამოყენება, შენახვა, ტრანსპორტირება;

ბ) სასათბურე  მეურნეობებში სადრენაჟო და კონდენსაციური წყლების რეცირკულაციის სისტემების დანერგვა

10. არ დაიშვება წყლის ობიექტებში და მათ ნაპირებზე სატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების რეცხვა.

11. არ დაიშვება წყლის ობიექტების დაბინძურება ნავთობმომპოვებელი ობიექტებიდან, ნავთობ და პროდუქტსადენებიდან ჟონვის შედეგად.

12. ქვირითობის ადგილებში, სანასუქე ფართობებზე და იმ ნაკვეთებზე, რომლებიც გამოიყენება თევზების სამიგრაციო გზებად, არ დაიშვება წყლის ობიექტების ფსკერის დასაღრმავებელი და გასაწმენდი სამუშაოები, აგრეთვე გრუნტისა და სხვა მასალების ჩაყრა-ამოღება.

13. წყლის ობიექტების ზედა და ქვედა ბიეფებში უნდა შენარჩუნებული იქნეს წყლის დონის ისეთი რეჟიმი, რომელიც უზრუნველყოფს ნორმალურ პირობებს წყალამღებების მუშაობისათვის, თევზის ქვირითობისათვის, თევზის მოზარდის განვითარებისათვის და მათი დინებით ჩატანისათვის.

14. იმ ობიექტებისათვის და ნაგებობებისათვის, სადაც რეალურად არსებობს ავარიების საშიშროება (ნავთობ და პროდუქტსადენები, ნავთობ და პროდუქტსაცავები, ნავთობის ჭაბურღულები და სხვა) უნდა იქნეს შემუშავებული და განხორციელებული ავარიების საწინააღმდეგო ღონისძიებები, აგრეთვე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული მოსალოდნელი ავარიების სალიკვიდაციო გეგმები.

15.  ქალაქის (დასახლებული პუნქტის) საკანალიზაციო ქსელში საწარმოო ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობებს თოთოეულ შემთხვევაში საზღვრავს საკანალიზაციო წყლების მფლობელი.

16. საწარმოო ჩამდინარე წყლების სხვა საწარმოს ბალანსზე მყოფ საკანალიზაციო კოლექტორზე მიერთების პირობებს საზღვრავს კოლექტორის და გამწმენდი ნაგებობის მფლობელი.

 

მუხლი 4. კონტროლი და მონიტორინგი

1. კონტროლს წყლის დაცვაზე ახორციელებს თვით საწარმო-წყალმოსარგებლე (თვით-კონტროლი), ხოლო სახელმწიფო კონტროლს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ხოლო ზედაპირული წყლების სახელმწიფო მონიტორინგს ახორციელებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტო“.

2. წყალმოსარგებლენი აკონტროლებენ:

ა) აღებული, გამოყენებული და წყლის ობიექტებში ჩაშვებული წყლის მოცულობებს;

ბ) ჩამდინარე წყლების შემადგენლობასა და თვისებებს;

გ) წყლის ობიექტის წყლის შემადგენლობასა და თვისებებს ჩამდინარე წყლების ჩაშვების ადგილებში.

 

მუხლი 5. პასუხისმგებლობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევისათვის

 

პასუხისმგებლობა ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

დანართი N1

ზოგადი მოთხოვნები

წყალსატევებში წყლის შემადგენლობისა და  თვისებების რეგლამენტირება წყალსარგებლობის კატეგორიების მიხედვით

 

წყალსარგებლობის კატეგორია

 

 

 

თევზსამეურნეო მიზნებისათვის

მაჩვენებლები

მოსახლეობის სასმელ–სამეურნეო მიზნებისათვის

მოსახლეობის სამეურნეო–საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის

უმაღლესი და პირველი კატეგორია

მეორე კატეგორია

1

2

3

4

5

 

დასაშვების შეწონილი ნაწილაკების შემცველობის მატება არაუმეტეს:

შეწონილი ნაწილაკები

0,25 მგ/ლ

0,75 მგ/ლ

0,25 მგ/ლ

0,75 მგ/ლ

 

 

მდინარეებისთვის რომელბიც შეიცავენ წყალმცირობისას 30 მგ/ლ ბუნებრივ შეწონილ ნაწილაკებს, დასაშვებია მათი მომატება 5% ფარგლებში

 

 

თუ ჩამდინარე წყლები შეიცავენ შეწონილ ნაწილაკებს, რომელთა დალექვის სიჩქარე აღემატება 0,2 მმ/წმ, მათი ჩაშვება აკრძალულია წყალსატევებში (ტბებში)), ხოლო თუ აღემატება 0,4 მმ/წმ  მდინარეებში (არხებში)

 

მცურავი მდინარეები (ნივთიერებები)

 

წყლის ზედაპირზე არ უნდა შეინიშნებოდეს ნავთობპროდუქტების, ზეთების და ცხიმების აფსკები, აგრეთვე სხვა მინარევები

შეფერილობა

არ უნდა შეინიშნებოდეს წყლის სვეტში

წყალმა არ უნდა მიიღოს  უცხო ფერი

 

20 სმ

10 სმ

 

 

სუნი, გემო

წყალმა არ უნდა მიიღოს 1 ბალზე მეტი ინტენსიურობის სუნი და გემო, რომელიც შეინიშნება

წყალმა არ უნდა მისცეს თევზის პროდუქტს უცხო სუნი და გემო

 

უშუალოდ, შემდგომი ქლორირების ან სხვაგვარი დამუშავების შემდეგ

 

უშუალოდ

 

 

1

2

3

4

5

ტემპერატურა

წყლის ზაფხულის ტემპერატურამ ჩამდინარე წყლების ჩაშვების შემდეგ არ უნდა მოიმატოს 30 C მეტად ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი თვის წყლის საშუალოთვიურ ტემპერატურასთან შედარებით წყლის ტემპერატურამ არ უნდა მოიმატოს 50 C მეტად წყალსატევის ბუნებრივ ტემპერეტურასთან შედარებით

წყლის ტემპერატურამ არ უნდა მოიმატოს 50 C მეტად წყალსატევის ბუნებრივ ტემპერეტურასთან შედარებით. ამასთან ერთად წყლის ობიექტებში, სადაც ბინადრობენ ცივი წყლის მოყვარული თევზები (ორაგულისებრნი და სიგასებრნი), მაქსიმალური დასაშვები ტემპერატურაა: 200 C ზაფხულში და50 C ზამთარში, ხოლო დანარჩენ წყლის ობიექტებში 280 C   ზაფხულში და 80 C ზამთარში

 

რეაქცია (PH)

არ უნდა სცილდებოდეს 6,5 – 8,5

 

წყლის მინერალიზაცია

არაუმეტეს 1000 მგ/ლ, მათ შორის:ქლორიდები -350 მგ/ლ, სულფატები -500 მგ/ლ

ნორმირება ხდება ზემოთმოყვანილ მაჩვენებლის "გემო" მიხედვით

ნორმირება ხდება თევზსამეურნეო წყლის ობიექტების ტაკსაციების შესაბამისად

 

 

წყალში გახსნილი ჟანგბადი

წლის ნებისმიერ დროს არ უნდა იყოს ნაკლები:

 

4 მგ/ლ

4 მგ/ლ

6 მგ/ლ

6 მგ/ლ

ჟანგბადის ბიოქომიური მოთხოვნილება

ჟბმ სრული

 

200 C ტემპერატურისას არ უნდა აღემატებოდეს:

 

3 მგ/ლ

6 მგ/ლ

3 მგ/ლ

6 მგ/ლ

ჟანგბადის ქიმიური მოთხოვნილება ჟქმ

 

არ უნდა აღემატებოდეს:

 

 

 

 

15 მგ/ლ

30 მგ/ლ

_

_

ქიმიური ნივთიერებები

არ უნდა აღემატებოდეს №2დანართში მოყვანილ ნორმატივებს

დაავადებათა გამომწვევები

წყალი არ უნდა შეიცავდეს დაავადებათა გამომწვევებს, მათ შორის სიცოცხლისუნარიან ჰელმინტების კვერცხებს, ტენიების ონკოსფეროებს და სიცოცხლისუნარიან პათოგენურ ნაწლავის უმარტივესთა ცისტებს

 

ლაქტოზა დადებითი ნაწლავის ჩხი-რები არაუმე-ტესი

10000 ლიტრში

5000 ლიტრში

_

_

 


1

2

3

4

5

კოლიფაგები არაუმეტესი

100 ლიტრში

100 ლიტრში

_

_

წყლის ტოქსიკურობა

_

_

ჩამდინარე წყალი წყლის ობიექტში ჩაშვების ადგილას არ უნდა ახდენდეს ტესტ-ობიექტებზე მწვავე ტოქსიკურ ზემოქმედებას

წყლის ობიექტის წყალი საკონტროლო კვეთში არ უნდა ახდენდეს ქრონიკულ ტოქსიკურ ზემოქმედებას ტესტ-ობიექტებზე

 

 

შენიშვნა: დეფისი _ ნიშნავს, რომ მაჩვენებელი არ არის ნორმირებული

 


 

დანართი N2

წყალსატევებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები წყალსარგებლობის კატეგორიების მიხედვით

 

ამონიუმის აზოტი

3

სანიტარიულ-ტოქსიკოლოგიური

0,39

ტოქსიკოლოგიური

0,39

ალუმინი

2

სანიტარიულ-ტოქსიკოლოგიური

0,5

სანიტარიულ-ტოქსიკოლოგიურ

0,5

ბარიუმი

2

სანიტარიულ-ტოქსიკოლოგიური

0,1

ორგანოლეპტური

2

ბერილიუმი

1

სანიტარიულ-ტოქსიკოლოგიური

0,0002

სანიტარიულ-ტოქსიკოლოგიური

0,0002

ბორი

2

სანიტარიულ-ტოქსიკოლოგიური

0,5

ტოქსიკოლოგიური

10

დარიშხანი

2

სანიტარიულ-ტოქსიკოლოგიური

0,05

ტოქსიკოლოგიური

0,05

ვანადიუმი

3

სანიტარიულ-ტოქსიკოლოგიური

0,1

ტოქსიკოლოგიური

0,001

ვერცხლისწყალი

1

სანიტარიულ-ტოქსიკოლოგიური

0,0005

ტოქსიკოლოგიური

0,00001(არ უნდა იყოს)

ვოლფრამი

2

სანიტარიულ-ტოქსიკოლოგიური

0,005

ტოქსიკოლოგიური

0,0008

თუთია

3

საერთო–სანიტარიული

1

 ტოქსიკოლოგიური

0,01

კადმიუმი

2

სანიტარიულ-ტოქსიკოლოგიური

0,001

ტოქსიკოლოგიური

0,005

კობალტი

2

სანიტარიულ-ტოქსიკოლოგიური

0,1

ტოქსიკოლოგიური

0,01

კაპროლაქტამი

4

საერთო–სანიტარიული

1

საერთო–სანიტარიული

1

მანგანუმი

3

ორგანოლეპტური

0,1

 ტოქსიკოლოგიური

0,01

მოლიბდენი

2

სანიტარიულ-ტოქსიკოლოგიური

0,25

ტოქსიკოლოგიური

0,012

ნიტრატები

3

სანიტარიულ-ტოქსიკოლოგიური

45

სანიტარიულ-ტოქსიკოლოგიური

40

ნიტრიტები

2

სანიტარიულ-ტოქსიკოლოგიური

3,3

ტოქსიკოლოგიური

0,08

ნიკელი

3

სანიტარიულ-ტოქსიკოლოგიური

0,1

ტოქსიკოლოგიური

0,01

რკინა

3

ორგანოლეპტური

0,3

 ტოქსიკოლოგიური

0,005

სელენი

2

სანიტარიულ-ტოქსიკოლოგიური

0,001

 ტოქსიკოლოგიური

0,0016

სპილენძი

3

ორგანოლეპტური

1

ტოქსიკოლოგიური

0,001

სულფატები

4

ორგანოლეპტური

500

სანიტარიულ–ტოქსიკოლოგიური

100

სტიბიუმი

2

სანიტარიულ-ტოქსიკოლოგიური

0,05

სანიტარიულ-ტოქსიკოლოგიური

0,05

ტალიუმი

1

სანიტარიულ-ტოქსიკოლოგიური

0,0001

სანიტარიულ-ტოქსიკოლოგიური

0,0001

ტიტანი

3

საერთო–სანიტარიული

0,1

საერთო–სანიტარიული

0,1

ტყვია

2

სანიტარიულ-ტოქსიკოლოგიური

0,03

ტოქსიკოლოგიურიი

0,1

ტელური

2

სანიტარიულ-ტოქსიკოლოგიური

0,01

ტოქსიკოლოგიური

0,0028

პოლიფოსფატები

3

ორგანოლეპტიკური

3,5

ორგანოლეპტიკური

3,5

ფტორიდები

2

ტოქსიკოლოგიური

0,05

ტოქსიკოლოგიური

0,05

ქლორიდები

4

ორგანოლეპტური

350

სანიტარიულ-ტოქსიკოლოგიური

300

ქრომი Cr(+6)

3

ორგანოლეპტური

0,1

სანიტარიულ-ტოქსიკოლოგიური

0,001

ციანიდები

2

სანიტარიულ-ტოქსიკოლოგიური

0,1

ტოქსიკოლოგიური

0,05

ეთილენი

3

ორგანოლეპტური

0,5

ორგანოლეპტური

0,5

სზან

3

ტოქსიკოლოგიური

0,1

ტოქსიკოლოგიური

0,1

მეთანოლი

2

 სანიტარიულ-ტოქსიკოლოგიური

3

სანიტარიულ-ტოქსიკოლოგიური

0,1

ნავთობპროდუქტები

4

ორგანოლეპტური

0,3

სათევზმეურნეო

0,05

ფორმალდეჰიდი

2

სანიტარიულ-ტოქსიკოლოგიური

0,05

სანიტარიული

0,01

აცეტონი

3

საერთო–სანიტარიული

2,2

ტოქსიკოლოგიური

0,05

ბუთილის სპირტი

2

სანიტარიულ-ტოქსიკოლოგიური

0,1

ტოქსიკოლოგიური

0,03

ფენოლები

4

ორგანოლეპტური

0,001

სათევზმეურნეო

0,001


 


დანართი №3

ეკოლოგიურად განსაკუთრებით საშიშ ნივთიერებათა ჩამონათვალი

           

1.  ჰალოგენორგანული ნაერთები

2.  ფოსფორორგანული ნაერთები

3.  კალაშემცველი ორგანული ნივთიერებები

4.  კადმიუმი და კადმიუმის ნაერთები

5.  ტყვია და ტყვიის ნაერთები

6.  ვერცხლისწყალი და ვერცხლისწყლის ნაერთები

7.  სხვა ნივთიერებები, რომლებიც წყალში მოხვედრისას ამჟღავნებენ ტოქსიკურ, კანცეროგენულ, მუტაგენურ და ტერატოგენულ თვისებებს, კერძოდ:

ა) აკრილონიტრილი,

ბ) ატრაზინი,

   _  ბენზოლი,

   _  დინიტრობენზოლები,

   _  დინიტროტოლუოლები,

   _  იზობენზანი,

   _  სიმაზინი,

   _  ტრიფლურალინი.

8. მდგრადი მინერალური ზეთები და ნავთობური წარმოშობის ნახშირწყალბადები

9. ციანიდები

10. რადიოაქტიური ნივთიერებები და ნარჩენები