დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების, რომლებიც ჩარიცხული არიან აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, 2013-2014 სასწავლო წლის სწავლის საფასურის დაფინანსების პირობების განსაზღვრის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 400 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 31/12/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020060.10.003.017567 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (31/12/2013 - 06/03/2014)
|
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების, რომლებიც ჩარიცხული არიან აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 897 მუხლის შესაბამისად, განხორციელდეს შემდეგი სახის დაფინანსება:
|
მუხლი 1.
დაფინანსების ოდენობა |
1. გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების (შემდგომში − დაზარალებული სტუდენტები) 2013-2014 სასწავლო წლის დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ და „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
2. დაზარალებულ სტუდენტთა დაფინანსების ფარგლებში: ა) აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს დაზარალებული სტუდენტის ჩარიცხვის შესაბამის წელს განსაზღვრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მაქსიმალური ოდენობისა; ბ) აკადემიური უმაღლესი განათლების მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს დაზარალებული სტუდენტის ჩარიცხვის შესაბამის წელს განსაზღვრული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მაქსიმალური ოდენობისა. 3. ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამის იმ დაზარალებულ სტუდენტს, რომელსაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული აქვს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, სწავლის საფასური შეევსება დაზარალებული სტუდენტის ჩარიცხვის შესაბამის წელს განსაზღვრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში. |
მუხლი 2.
დაფინანსების მიღების უფლების მქონე პირი |
1. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს დაზარალებულმა სტუდენტმა, რომლის ოჯახმაც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის გადმოწევის, მავთულხლართების გავლებისა და სხვა ბარიერების აღმართვის შედეგად მიიღო ქონებრივი ზიანი და რომელიც:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა და სწავლობს აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა და სწავლობს აკადემიური უმაღლესი განათლების მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. 2. ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული დაფინანსება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე გაიცემა გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტების მიერ 2013 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 ოქტომბრის N257 დადგენილებით შექმნილ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიისთვის ან/და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის ოფიციალურად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. 3. ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს მხოლოდ იმ დაზარალებულმა სტუდენტმა, რომელსაც არ აფინანსებს სახელმწიფო სახელმწიფო სასწავლო ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით ან აფინანსებს ნაწილობრივ, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ დაფინანსებას ვერ მოიპოვებენ დაზარალებული სტუდენტები, რომლებიც 2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულნი არიან „2013-2014 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების იმ პროგრამული მიმართულების/მიმართულებების განსაზღვრის შესახებ, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 24 ივნისის №79/ნ ბრძანების მე-2 მუხლით დამტკიცებულ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების იმ პროგრამულ მიმართულებაზე/მიმართულებებზე, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო. 5. ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ დაფინანსებას ვერ მოიპოვებს პირი, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის მე-2 და 23 პუნქტების შესაბამისად არ არის უფლებამოსილი მიიღოს სახელმწიფო სასწავლო და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი. |
მუხლი 3.
გადაწყვეტილება დაფინანსების მინიჭების შესახებ |
ამ დადგენილების ფარგლებში დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. |
მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წლის 26 დეკემბერს მიღებული საქართველოს კანონის ძალაში შესვლისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები