„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 443
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2013
ძალაში შესვლის თარიღი 20/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.016600
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
443
31/12/2013
ვებგვერდი, 31/12/2013
230210000.22.033.016600
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/12/2013 - 17/01/2014)

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №443

2013 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-18 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი 2“ – გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ. (მხოლოდ სასაქონლო პარტიათა ნაკრებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის გაფორმებისათვის);“;

ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-71 პუნქტი:

„71. სასაქონლო პარტიათა ნაკრებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის გაფორმების ადგილია გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი 2” − გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ.“.

2. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. სასაქონლო პარტიათა ნაკრებში შემავალ თითოეულ სასაქონლო პარტიაზე სასაქონლო საბაჟო დეკლარაციას ავსებს საგადასახადო ორგანო ან სასაქონლო პარტიათა ნაკრების გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს პირის (საქონლის მიმღების) წარმომადგენლობას.“.

3. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ)  სასაქონლო პარტიათა ნაკრებით გადაადგილებულ საქონელზე – სასაქონლო პარტიათა ნაკრების ტრანსპორტირების ღირებულების დოკუმენტი დანართი №IV-05-ის შესაბამისად.”.

4. დანართი №IV-01 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
5. დანართი №IV-03-ის შემდეგ დაემატოს დანართები: №IV-04 და №IV-05 თანდართული რედაქციით.
6. 36-ე მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ  დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ – „ზ“ ქვეპუნქტები:

 „დ) სასაქონლო პარტიათა ნაკრები − ერთი გადამზიდველის მიერ ერთი სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული რამდენიმე სასაქონლო პარტია;

ე) სასაქონლო პარტიათა ნაკრების გადამზიდველი − პირი, რომელიც ორგანიზებას უწევს რამდენიმე მიმღების მისამართით გამოგზავნილი საქონლის დახარისხებას ექსპორტის ქვეყანაში, სასაქონლო პარტიათა ნაკრების ტრანსპორტირებას და საქართველოში იმპორტის სასაქონლო ოპერაციის განხორციელებას;

ვ) საბაჟო ღირებულების გამარტივებული დეკლარაცია − სასაქონლო პარტიათა ნაკრებით გადაადგილებული საქონლის შემთხვევაში, იმპორტიორის მიერ ნასყიდობის დოკუმენტების საფუძველზე შედგენილი და დამოწმებული საბაჟო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი (დანართი  №IV-04);

ზ) სასაქონლო პარტიათა ნაკრების ტრანსპორტირების ღირებულების დოკუმენტი −  სასაქონლო პარტიათა ნაკრებში თითოეული სასაქონლო პარტიის ტრანსპორტირების ღირებულების დამადასტურებელი  დოკუმენტი (დანართი  №IV-05).“.

7. 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.გ“ ქვეპუნქტი:

 „ბ.გ) როდესაც სასაქონლო პარტიათა ნაკრების გადამზიდველი თხოვნით მიმართავს საბაჟო დეპარტამენტს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შევსების თაობაზე.“.

8. 39-ე მუხლის შემდეგ  დაემატოს შემდეგი შინაარსის 391 მუხლი:

„მუხლი 391. სასაქონლო პარტიათა ნაკრების საბაჟო კონტროლი და გაფორმება

1. სასაქონლო პარტიათა ნაკრების გადამზიდველი (ამ მუხლის მიზნებისათვის, შემდგომში − გადამზიდველი) ვალდებულია, ექსპორტის ქვეყანაში განახორციელოს საქონლის შეფუთვა და საქონლის შეფუთვაზე (ყუთზე, კონტეინერზე) შტრიხ-კოდის დაფიქსირება.

2. სასაქონლო პარტიათა ნაკრებში შემავალ თითოეულ სასაქონლო პარტიაზე იმპორტის სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია წარედგინება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე (გარდა საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლისა).

3. დეკლარირებულ სასაქონლო პარტიათა ნაკრების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით ან/და კონტეინერით შემოტანისას, თუ ადგილი არა აქვს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევას, საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ:

ა) სასაქონლო პარტიათა ნაკრებზე და სატრანსპორტო საშუალებაზე გამოიწერება მოწმობა გაფორმების ეკონომიკური ზონის ან გადამზიდველის საბაჟო საწყობის დანიშნულებით;

ბ) სისტემაში ინტეგრირებული რისკის პროფილების გამოყენებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის/კონტეინერისათვის განისაზღვრება შესაბამისი დერეფანი, რაც ნიშნავს:

ბ.ა) „მწვანე დერეფანი“ − გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან გადამზიდველის საბაჟო საწყობში ავტოსატრანსპორტო საშუალების/კონტეინერის განთავსების უფლებას. ამ შემთხვევაში:

ბ.ა.ა) გაფორმების ეკონომიკურ ზონაში წარდგენილ სატრანსპორტო საშუალებაზე/კონტეინერზე გადამზიდველს აქვს იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნისა და საქონლის ჩამოტვირთვის უფლება;

ბ.ა.ბ) გადამზიდველის საბაჟო საწყობში განთავსებულ სატრანსპორტო საშუალებაზე/კონტეინერზე იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა და საქონლის ჩამოტვირთვა შესაძლებელია მხოლოდ გაფორმების ორგანოს თანხმობით. აღნიშნულთან ერთად, გაფორმების ორგანო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება მისი უფლებამოსილი თანამშრომლის დასწრების თაობაზე, რომელიც განახორციელებს ავტოსატრანსპორტო საშუალებაში/კონტეინერში არსებულ საქონლის შეფუთვაზე (ყუთზე, კონტეინერზე) არსებული შტრიხკოდების ან ადგილების საერთო რაოდენობის შედარებას გადამზიდველის მიერ დაფიქსირებულ მონაცემებთან. ამასთან, თუ საწყობში არ არსებობს პირობები  ასეთი პროცედურების განსახორციელებლად, სატრანსპორტო საშუალებაზე/კონტეინერზე იდენტიფიკაციის საშუალება არ მოიხსნება და საქონელი არ ჩამოიტვირთება მის ტერიტორიაზე;

ბ.ბ) „წითელი დერეფანი“ – გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან გადამზიდველის საბაჟო საწყობში  ავტოსატრანსპორტო საშუალების/კონტეინერის განთავსების უფლებას, რა დროსაც მათზე არსებული იდენტიფიკაციის საშუალებების მოხსნა და საქონლის ჩამოტვირთვა შესაძლებელია მხოლოდ გაფორმების ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის თანდასწრებით, რომელიც ახორციელებს ავტოსატრანსპორტო საშუალებაში/კონტეინერში არსებულ საქონლის შეფუთვაზე (ყუთზე, კონტეინერზე) არსებული შტრიხკოდების ან ადგილების საერთო რაოდენობის შედარებას გადამზიდველის მიერ დაფიქსირებულ მონაცემებთან. ამასთან, თუ საწყობში არ არსებობს პირობები  ასეთი პროცედურების ჩასატარებლად, სატრანსპორტო საშუალებაზე/კონტეინერზე იდენტიფიკაციის საშუალება არ მოიხსნება და გადამზიდველი ვალდებულია, უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების/კონტეინერის წარდგენა გაფორმების ეკონომიკური ზონაში.

4. გაფორმების ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ASYCUDA-ს გამოყენებით ახორციელებს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის დამუშავებას, რის შემდეგაც დეკლარაციისათვის განისაზღვრება შესაბამისი დერეფანი ამ ინსტრუქციის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.“.

9. 51-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა − წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზე (სასაქონლო პარტიათა ნაკრებით გადაადგილებული საქონლის ან ამ ინსტრუქციის დანართი №XII-01-ით გათვალისწინებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გარდა).“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 20 იანვრიდან.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური