სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ

სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 27/12/2013
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2013
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 29/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 310150000.32.061.016065
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
33
27/12/2013
ვებგვერდი, 31/12/2013
310150000.32.061.016065
სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/12/2013 - 03/06/2015)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №33

2013  წლის  27  დეკემბერი

ქ. თბილისი

სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების, მათი რაოდენობისა და მოვლა-შენახვის ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით:

1. დამტკიცდეს იმ თანამდებობათა ჩამონათვალი, რომელთაც სამსახურებრივი სარგებლობისათვის მოემსახურებათ პერსონალური ავტომანქანები №1 დანართის შესაბამისად.
2. დადგინდეს სამსახურებრივი მიმოსვლისათვის განკუთვნილი ავტომანქანების ზღვრული ოდენობა დაწესებულებათა მიხედვით №2 დანართის შესაბამისად.
3. მიეცეს უფლება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლებისა და კულტურის სამინისტროს,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტს და მათ სისტემაში შემავალ დაწესებულებებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებს,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს, სარგებლობაში ჰყავდეთ სპეციალური (8 ადგილზე მეტი - სამგზავრო, სამედიცინო, სატვირთო და სამეურნეო) დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

4. განსაკუთრებულ შემთხვევებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიძლება გაიზარდოს ამ დადგენილების მე-2 პუნქტით დადგენილი სამსახურებრივი მიმოსვლისათვის მსუბუქი ავტომანქანების ზღვრული ნორმატივი.

5. სამსახურებრივი ავტომანქანების შეძენისა და მოვლა-შენახვის ხარჯები ყოველწლიურად განისაზღვროს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის კანონით.

6. აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტრომ (ა. ძაგანია):

ა) უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ქონებას მიკუთვნებული ავტომანქანების გადანაწილება ამ დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით.

ბ) გამოთავისუფლებული ავტომანქანების რეალიზაცია მოახდინოს კანონით დადგენილი წესით.

7. ეთხოვოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, დაადგინოს უმაღლესი საბჭოს აპარატის, უმაღლეს საბჭოს დაქვემდებარებული ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის პერსონალური და სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესი.

8. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი უზრუნველყოს აფხაზეთის მთავრობის აპარატმა (ო. გარმელია).

9. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 18 თებერვლის №10 დადგენილება „სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“.

10. დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                     ვ. ყოლბაია

 

 

დანართი №1

თანამდებობათა ჩამონათვალი, რომელთაც ეკუთვნით ავტომანქანები პერსონალური სარგებლობისთვის

-აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - 2 (ორი) ერთეული ;
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი 1 (ერთი) ერთეული;
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ხელმძღვანელები (მათ შორის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები) 1 (ერთი) ერთეული;
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის   მთავრობის წარმომადგენლობების ხელმძღვანელები 1(ერთი) ერთეული;
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ - სამეურნეო სამმართველოს უფროსი 1 (ერთი) ერთეული.

დანართი №2

დაწესებულებათა  ჩამონათვალი, რომელთაც ეკუთვნით ავტომანქანები სამსახურებრივი მიმოსვლისათვის

- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი - 2 (ორი) ერთეული;
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები (მათ შორის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატები) თითოეულს 1 (ერთი) ერთეული;
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობები - თითოეულს 1 (ერთი) ერთეული;
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველო -  1 (ერთი) ერთეული.