„სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 27 დეკემბერის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 27 დეკემბერის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 03/06/2015
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/06/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 29/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 310150000.32.061.016149
22
03/06/2015
ვებგვერდი, 05/06/2015
310150000.32.061.016149
„სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 27 დეკემბერის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №22

2015 წლის 3 ივნისი

ქ. თბილისი

„სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 27 დეკემბრის №33 დადგენილებაში

 ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, „სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 27 დეკემბრის №33 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 31/12/2013, 310150000.32.061.016065) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დადგენილების „დანართი №2“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №2

დაწესებულებათა ჩამონათვალი, რომელთაც ეკუთვნით ავტომანქანები სამსახურებრივი მიმოსვლისათვის

- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატს - 2 (ორი) ერთეული;

- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებსა (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტისა) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატს, თითოეულს - 1 (ერთი) ერთეული;

-  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტს - 2 (ორი) ერთეული.

- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებს - თითოეულს - 1 (ერთი) ერთეული;

- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს  -  1 (ერთი) ერთეული.“.

მუხლი 2.  დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                   ვახტანგ  ყოლბაია