დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.127.016099 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/12/2013 - 12/02/2014)
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 78-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის №385 ბრძანების შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
თავი I
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
დანართი 1 |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: |
დანართი 2
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 8580.9 ათასი ლარის ოდენობით: |
დანართი 3
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
დანართი 4
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 5593.9 ათასი ლარის ოდენობით |
დანართი 5
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 987.0 ათასი ლარის ოდენობით: |
დანართი 6
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 8208.9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: |
დანართი 7
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 234.3 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: |
1.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 287.3 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
დანართი 8
|
2.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 53.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
დანართი 9
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით: |
დანართი 10
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 111.9 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
|
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 100.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილების საფუძველზე. |
მუხლი 13.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 100.0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 130.0 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ და „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 10.0 ათასი ლარი.
|
მუხლი 14.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 15.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით. |
დანართი 11
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თავი III
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1.1 საგანგებო სიტუაციების მართვა- 320.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 02 01) მოსახლეობის სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევების და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დახმარების გასაწევად სულ უფრო დიდ მნიშბნელობას იძენს სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად. აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაღაკვალიფიციური სპეციალისტების დაკომპლექტების მიზნით ხორციელდება მოსამსახურეთა მომზადება კერძო: ა) უმცროს მეთაურთა და რიგით შემადგენლობის მომზადება, ( მათ შორის ახლად მიღებუილი მეხანძრე- მაშველების და მძღოლების სპეციალური დაწყებითი მომზადება) ბ) უფროს და საშუალო მეთაურთა სამსახურებრივი მომზადება . საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახანძრო - სამაშველო ძალების სწავლებას, მომზადებას და გადამზადებას. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს ,რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის საზღვრებში სახანძრო უსაფრთხოების. ხანძრების , ავარიების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციას. 1-მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრის დროული ლოკალიზაცია 2- ხანძრის ადგილზე მატერიალური ფასეულობების უდანაკარგოდ შენარჩუნება. მოსალოდნელი შედეგები: 1. სახანძრო-სამაშველო სამსახური (შემდგომში - სამსახური) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის საზღვრებში სახანძრო უსაფრთხოების, ხანძრების, ავარიების, სტიქიური უბედურების და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციას, ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას. შეფასების ინდიკატორი: 1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრის დროული ლოკალიზაცია. 2.ხანძრის ადგილზე მატერიალური ფასეულობების უდანაკარგო შენარჩუნება. 1.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა- 130.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 02 03) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის, წვევამდელთა ტრანსპორტირების ღონისძიებები. საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ხორციელდება 15 წლის ჭაბუკთა სამხედრო აღრიცხვა. საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებითი სამხედრო მომზადების მიმდინარეობის კონტროლი, წვევამდელთა და რეზერვისტთა აღრიცხვა. მოსალოდნელი შედეგები: ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ,, საქართველოს ორგანული კანონის ,,სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ, სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ,, და მობილიზაციის შესახებ,, საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის უზრუნველყოფა.
შეფასების ინდიკატორი:
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითერბისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ქალაქის საცხოვრებელი უბნების, ეზოების, დასასვენებელი პარკებისა და მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების კაპიტალური შეკეთება და ეზოების კეთილმოწყობა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ლიფტების აღდგენა-რეაბილიტაცია, სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარება, გზების კაპიტალური შეკეთება. კერძოდ მოხრეშვა-მოშანდაგება, ნაწილობრივ ასფალტო ფენილის გზების დაგება, მარტივი ტიპის წყალსადენების მოწყობა, არსებული ხიდების შეკეთება და რეაბილიტაცია. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა 60.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 01) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითერბისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ქალაქის საცხოვრებელი უბნების, ეზოების, დასასვენებელი პარკებისა და მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების კაპიტალური შეკეთება და ეზოების კეთილმოწყობა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ლიფტების აღდგენა-რეაბილიტაცია, სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარება, გზების კაპიტალური შეკეთება. კერძოდ მოხრეშვა-მოშანდაგება, ნაწილობრივ ასფალტო ფენილის გზების დაგება, მარტივი ტიპის წყალსადენების მოწყობა, არსებული ხიდების შეკეთება და რეაბილიტაცია. . კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა- 1258.4 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება და ექსპლოატაცია. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესება. 2.1 მუნიციპალიტეტის დასუფთავების ღონისძიებები- 1128.4 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 01) აღნიშნულ ღონისძიებებს ახორციელებს (ააიპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის ცენტრი, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქის მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა დასუფთავება და ნარჩენების გატანა და გარე ქსელის ბუნკერებისაგან საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან განთავისუფლება. მუნიციპალიტეტის გამგებლის დავალებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე სხვადასხვა სამუშაოების შესრულება. ნაგავსაყრელი ტერიტორიის მართვის ორგანიზება, სანიაღვრე არხის გაწმენდა და მოვლა-პატრონობის ორგანიზება. ქ. ზესტაფონში არსებული სკვერების გაზონებისა და ბარების მოვლა პატრონობასა და გამწვანების ორგანიზება. ქუჩების გარე განათების ქსელის მოვლა პატრონობის ორგანიზება, ქალაქის ტერიტორიაზე უზედამხედველო პირუტყვისა და უპატრონო შინაური ცხოველების აღკვეთა ორგანიზება. ქალაქ ზესტაფონში არსებული სკვერების და გაზონების მოვლა პატრონობა, და გამწვანების ორგანიზება. სხვადასხვა სტიქიური მოვლენების (დიდთოვლობა, წყალდიდობა, ნიაღვარი ღვარცოფი მეწყერი და სხვა.) დროს მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე გზებისა და მოედნების გაწმენდის ორგანიზება. სერვის ცენტრში დასაქმებულია 144 საშტატო ერთეული. 2.2 საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია-კეთილმოწყობა- 130.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება ტაბიძის, 9 აპრილის, ბესიკის, კოლხეთის, დედაენისა და ჭავჭავაძის ქუჩების საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია, მოწესრიგდება ფასადები და კეთილმოეწყობა კორპუსების ეზოები. 3. განათლება - 1483.6 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ აღზრდას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების გამართული ფუნქციონირება. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში ხელი შეეწყობა მოსწავლე-ახალგაზრდობის სკოლისგარეშე განათლების დონის ამაღლებას. 3.1. სკოლამდელი აღზრდის დაფინანსება - 1472.2 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათის აუცილებელი ხარჯები, რომელიც შექმნის მუნიციპალიტეტში არსებულ 39 საბავშვო ბაღში თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ბაზას და აღსაზრდელებისათვის სრულფასოვან გარემოს. ასევე ხელს შეუწყობს მათ მომზადებას ზოგადი განათლების მისაღებად. მოსალოდნელი შედეგები: სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა მოსახლეობის ყველა ფენისათვის. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მენეჯმენტის სრულყოფა. შეფასების ინდიკატორი: კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღების რაოდენობა აღსაზრდელთა რაოდენობა 3.2. სკოლის გარეშე განათლება- 11.4 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 02) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი. აქვე ფუნქციონირებს შემოქმედებითი და ტექნიკური წრეები, სადაც მოსწავლე ახალგაზრდობა ეუფლება შესაბამის სკოლისგარეშე განათლებას. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ,, საქართველოს ორგანული კანონის ,,სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ, სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ,, და მობილიზაციის შესახებ,, საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის უზრუნველყოფა. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები- 1 464.1 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პარალერულად, აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული და სპორტული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, კულტურული ასევე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა. 4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა- 446.8 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტსკოლის, სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება, გაიმართება და დაფინანსდება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები, აგრეთვე მოხდება სპორტული მოედნებისა და ბაზების რეაბილიტაცია. მოსალოდნელი შედეგები: ახალგაზრდებში ჯანსაღი წესის დამკვიდრება შეფასების ინდიკატორი: ჩატარებული სპორტული ღონისძიებების რაოდენობა; სპორტის სხვადასხვა სახეობაში მედალოსან სპორცმენთა რაოდენობა. 4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა- 975.4 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 02) კულტურული ტრადიციების დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტებისა და ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა, სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებების ორგანიზება.
4.3. ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება- 11.9 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდება ახალგაზრდებისათვის აქტიური დასვენების ღონისძიებები (ბანაკები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვა). 4.4 რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა-30.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 04) მარგვეთის ეპარქიაში შემავალი ეკლესია-მონასტრების ხელშეწყობისათვის 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა- 1026.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება- 100.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში ა(ა)იპ ,,ზესტაფონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დაფინანსებას, რათა განხორციელდეს სხვადასხვა ღონისძიებები, კერძოდ: გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლის ღონისძიებები იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, განხორციელების ხელშეწყობა, საინფორმაციო სისტემის უზრუნველყოფა იმუნოპროფილაქტიკის ლოჯისტიკის უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამტანების ფაუნის შესწავლა/დადგენა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამტანების ფაუნის შესწავლა/დადგენა პრევენციული და კონტროლის ღონისძიებები პარაზიტული დაავადებების პირველადი ეპიდკვლევა დაავადების დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკური მკურნალობა სანიტარული ღონისძიებები ა.ი.პ: ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზესტაფონის მუნიციპალური ცენტრის“ მიერ ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში 2014 წელს განსახორციელებელი სავალდებულო ღონისძიებები. 5.2. სოციალური პროგრამები- 926.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვა ერთჯერადი ფინანსური დახმარება სოციალური პროგრამები სოციალური პროგრამები მოიცავს: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები /რეგისტრირებული, (მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული – დევნილი) მოქალაქეებისათვის დახმარების ღონისძიებებს: - ოჯახების განვითარების, ცხოვრების პირობების გაუმჯობესების, სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობის და პრევევნციული ღონისძიებების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებების ერთობლიობას. აგრეთვე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული თავშესაფრების და მსგავსი გაერთიანებების მიმართ დახმარების ღონისძიებებს, სადაც მიმდინარეობს, მხოლოდ სოციალური ხასიათის მხარდამჭერი ღონისძიებები და მასში გაერთიანებულია გარკვეული სოციალური სტატუსის მქონე პირთა ჯგუფი (სოციალური ჯგუფი).
პროგრამა ითვალისწინებს: ა). ფულადი დახმარების გაცემას იმ პირების/ოჯახების მიმართ რომელთაც: ა.ა.) შექმნილი აქვთ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და საჭიროებს ფინანსურ დახმარებას: ა.ა.ა). განიცდის ეკონომიკურ სიდუხჭირეს; ა.ა.ბ). აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობის დაქვეითება და საჭიროებს სამედიცინო ხარჯების დაფინანსებაზე დახმარებას. ა.ბ.) შექმნილი აქვთ განსაკუთრებულად მძიმე სოციალური მდგომარეობა (ტრაგედია, უბედური შემთხვევა, კატასტროფა და სხვა); ა.გ.) აგრეთვე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, იმ პირების/ოჯახების მიმართ რომლებიც დგანან სიღატაკის რისკის ქვეშ (ენგრევა საცხოვრებელი სახლი, არ აქვს თავშესაფარი და სხვა) და საჭიროებს ფინანსურ დახმარებას. ბ).ბენეფიციარი განისაზღვრება განცხადების/მომართვის, შესაბამისი დოკუმენტაციის და მოკვლევის მასალების გათვალისწინებით. გ).ფინანსური დახმარება ბენეფიციარს მიეცემა საბიუჯეტო წლის განმავლობაში არაუმეტეს ერთჯერ. დამატებითი გაცემა დაიშვება, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, რაც არგუმენტირებული უნდა იქნეს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის _ გამგეობის რწმუნებულისა და ტერიტორიული ორგანოს მაჟორიტარი დეპუტატის შუამდგომლობაში მოცემული გარემოებებით. დ). გასაცემი თანხის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა შეადგენს: დ.ა) “ა.ა.ა” ქვეპუნქტის გათვალისწინებულ შემთხვევაში 500 ლარს. (ნაღდი ანგარიშსწორებით); დ.ბ) “ა.ა.ბ.” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დასაბუთებული სამედიცინო ხარჯების ნაწილობრივი ან მთლიანი დაფინანსებისას არაუმეტეს 1000 ლარს (უნაღდო ანგარიშსწორებით); დ.გ.) “ა.ბ.” და “ა.გ.” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში 1000 ლარს. (ნაღდი ანგარიშსწორებით); დ.დ) „ა.გ.“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში 500-დან 2000 ლარს, (ნაღდი ანგარიშსწორებით) მოსალოდნელი შედეგები: სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. შეფასების ინდიკატორი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სტიმულირება.
პროგრამა ითვალისწინებს: ა) ფულადი დახმარების გაცემას იმ პირების/ოჯახების მიმართ რომელთაც შეეძინათ ახალშობილი და არის: ა.ა)სოციალურად დაუცველი ოჯახი–თუ ოჯახი (ახალშობილის ერთ-ერთი მშობელი) რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (ტექსტში შემდეგ “ბაზაში რეგისტრირებული”) და ოჯახის სოციალური მდგომარეობის შეფასების ქულა არ აღემატება 70 001-ს; ა.ბ) მრავალშვილიანი (დედისთვის _ მე-3, მე-4 და მეტი) ახალშობილის ოჯახი; ა.გ) ტყუპი (ერთდროულად 2 და მეტი) ახალშობილის ოჯახი; ა.დ) დევნილის სტატუსის მქონე ოჯახი; ბ) ბენეფიციარი განისაზღვრება განცხადების/მომართვის და სათანადო დოკუმენტაციის შესაბამისად. გ) დახმარება გაიცემა თუ: გ.ა) ახალშობილი დაიბადა მიმდინარე წელს ან წინა წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში და ახალშობილის ასაკი არ აღემატება 1 წელს. გ.ბ) იგივე ახალშობილისათვის ოჯახს არ მიუღია ფულადი დახმარება წინა წლის განმავლობაში. გ.გ) ახალშობილის მშობელი _ მამა, რეგისტრირებულია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ან მამის დაუდგენლობის შემთხვევაში დედა. დ) დახმარება ბენეფიციარს მიეცემა (ნაღდი ანგარიშსწორებით) ყოველ ერთ ახალშობილზე არაუმეტეს ერთჯერ: დ.ა) ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახზე _ გასაცემი თანხა 250 ლარი. დ.ბ) მე-3 ახალშობილის ოჯახზე _ 350 ლარი. დ.გ) მე-4 და მეტი ახალშობილის ოჯახზე _ გასაცემი თანხა 450 ლარი. დ.დ) ტყუპი ახალშობილის ოჯახზე _ გასაცემი თანხა თითოეული ახალშობილისათვის 250 ლარი. დ.ე) დევნილის ოჯახზე _ გასაცემი თანხა 250 ლარი. ე) თუ ბენეფიციარს დახმარების მიღების უფლება აქვს ამ პუნქტის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთდროულად ერთზე მეტი საფუძვლით, დახმარება მიეცემა მხოლოდ ერთი საფუძვლით, მათ შორის მაქსიმალური თანხის უპირატესობით. მოსალოდნელი შედეგები: -მოსახლეობის დემოგრაფიული ფონდის მხარდაჭერა შეფასების ინდიკატორი მოსახლეობის დემოგრაფიული ზრდა.
პროგრამა ითვალისწინებს:
ბ) ბენეფიციარი განისაზღვრება განცხადების/მომართვის, სათანადო დოკუმენტაციის და კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად. გ) დასაფინანსებელი მედიკამენტი განისაზღვრება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტის (რეცეპტის) საფუძველზე. დ) დახმარება გაიცემა _ პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარზე ყოველთვიური საჭიროების მიხედვით, ყოველ ერთ ჯერზე საჭიროებისას არაუმეტეს ორი დასახელების მედიკამენტისა, რომელთა დაფინანსების ღირებულება თითოეული ბენეფიციარისათვის, ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 100 ლარს. ე) დახმარების თანხა გაიცემა (უნაღდო ანგარიშსწორებით): ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებაზე ანაზღაურების სახით, შემსრულებლის მიერ მოწოდებული დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. მოსალოდნელი შედეგები: -სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ეკონომიკური მხარდაჭერა და გაუმჯობესება. შეფასების ინდიკატორი სოციალურად დაუცველი პირების კმაყოფილება. 4. სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა სოციალური დაცვის სფეროში 168.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 02) 4.1 ბავშვთა ჯანმრთელობის დაქვეითების პრევენციული ღონისძიება. 4.9 ათასი ლარი პროგრამა ითვალისწინებს: სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვებისათვის მატერიალიზებული ფორმით დახმარებას (ექიმის ვიზიტის მომსახურების დაფინანსებას), ჯანმრთელობის მდგომარეობის დათვალიერებას და პრევენციული ზომების შესახებ რეკომენდაციების გაწევას ბენეფიციარების ოჯახებისათვის. ა) ექიმთა ვიზიტი განხორციელდება სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებში. ბ) ბენეფიციართა შერჩევას ახდენს კომისია. გ) დახმარების თანხა გაიცემა (უნაღდო ანგარიშსწორებით): ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამედიცინო მომსახურებაზე ანაზღაურების სახით, შემსრულებლის მიერ მოწოდებული დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. მოსალოდნელი შედეგები: -ბავშვთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფა შეფასების ინდიკატორი ჯანმრთელი თაობა 4. 2 დროებით შრომის უუნარობის გამო სადეკრეტო და საბიულეტენო შვებულებაშიმყოფი პირების დახმარება 5.0 ათასი ლარი. 4.3 სტიქიით დაზარალებული ოჯახების ფულადი დახმარება 10.5 ათასი ლარი(პროგრამული კოდი 0807) პროგრამა ითვალისწინებს: ა) ფულადი დახმარების გაცემას სტიქიის (მიწისძვრა, წყალდიდობა, ქარიშხალი, მეწყერი, ხანძარი, ღვარცოფი, ნიაღვარი, ყინვა და სხვა) შედეგად დაზარალებული პირის/ოჯახის მიმართ, რომელთაც მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგათ განვითარებული სტიქიის გამო და ამავდროულად ოჯახი განიცდის ეკონომიკურ სიდუხჭირეს. ბ) დახმარება გაიცემა თუ: ბ.ა) სტიქია განვითარდა მიმდინარე ან წინა წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში. ბ.ბ) სტიქიით გამოწვეული ზიანი და ხარისხი დადასტურებულია შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირის (ორგანო, სამსახური, კომისია, სპეციალური ჯგუფი) მიერ. გ) ბენეფიციარი განისაზღვრება განცხადების/მომართვის, შესაბამისი დოკუმენტაციის და მოკვლევის მასალების გათვალისწინებით. დ) დახმარება ბენეფიციარს მიეცემა (ნაღდი ანგარიშსწორებით) საბიუჯეტო წლის განმავლობაში არაუმეტეს ერთჯერ. დამატებითი გაცემა დაიშვება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, რაც არგუმენტირებული უნდა იქნეს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის_გამგეობის რწმუნებულის შუამდგომლობაში მოცემული გარემოებებით. ე) გასაცემი თანხის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა შეადგენს 2000 (ორი ათასი) ლარს. მოსალოდნელი შედეგები: -სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერა. შეფასების ინდიკატორი სოციალურად დაუცველი პირების კმაყოფილება. 4.4. სარიტუალო _ გარდაცვლილთა ოჯახების ფულადი დახმარება 50.8 ათასი ლარი პროგრამა ითვალისწინებს: ა) ფულადი დახმარების გაცემას, სარიტუალო ხარჯების უზრუნველსაყოფად _ თუ გარდაცვლილი პირი, გარდაიცვალა მიმდინარე ან წინა წლის ბოლო 6 თვის პერიოდში, გარდაცვალებიდან გასული არ არის 1 წელი და იყო: ა.ა) ბაზაში რეგისტრირებული (გარდაცვალებამდე 3 თვით ადრე მაინც) და მისი ოჯახის სოციალური მდგომარეობის შეფასების ქულა იმ დროისათვის არ აღემატება 57 001 ქულას. ა.ბ) დევნილის სტატუსის მქონე. ა.გ) უპატრონო მიცვალებული (უპატრონოდ მიიჩნევა პირი, რომელზეც გარდაცვალების მომენტიდან დაკრძალვამდე მზრუნველობას არ იღებს არავინ და კომისიის მიერ დასაბუთებულია გადაუდებელი აუცილებლობა დაიკრძალოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებით). ბ) ფულადი დახმარება მიეცემა დახმარების მიღებაზე უფლებამოსილ იმ პირს, რომელმაც გაიღო დაკრძალვის ხარჯები და არის: ბ.ა) რეგისტრირებული მონაცემთა ბაზაში გარდაცვლილთან ერთად (ბაზაში ფიქსირდება ოჯახის შემადგენლობაში), ბ.ბ) არის გარდაცვლილის - მეუღლე, მშობელი, შვილი, შვილისშვილი, შვილის მეუღლე, და, ძმა, დისშვილი, ძმისშვილი ან გერი. ბ.გ) უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი გაიცემა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ანაზღაურების სახით, შემსრულებლის მიერ მოწოდებული დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. გ) ბენეფიციარი განისაზღვრება _ დახმარების მიღებაზე უფლბამისილი პირის განცხადების/მომართვის შესაბამისად. დ) ფულადი დახმარება გაიცემა(ნაღდი ანგარიშსწორებით) საბიუჯეტო წლის განმავლობაში არაუმეტეს ერთჯერ: დ.ა) ბაზაში რეგისტრირებული პირის გარდაცვალებისას _ გასაცემი თანხა 200 ლარი. დ.ბ) დევნილის გარდაცვალებისას_ გასაცემი თანხა 200 ლარი. დ.გ)უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი (უნაღდო ანგარიშსწორებით)_არაუმეტეს 400 ლარი. ე) თუ ბენეფიციარს დახმარების მიღების უფლება აქვს ამ პუნქტის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთზე მეტი საფუძვლით, დახმარება მიეცემა მხოლოდ ერთ-ერთი საფუძვლით. სარიტუალო დახმარება გაიცემა ომის მონაწილეების დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებისათვის, თანახმად მოქმედი კანონმდებლობისა. მოსალოდნელი შედეგები: -სოციალურად დაუცველი მოსახლეობის (გარდ აცვლილთა ოჯახების)ეკონომიკური მხარდაჭერა დახმარება. შეფასების ინდიკატორი სოციალურად დაუცველი პირების კმაყოფილება. 4.5.“უფასო სადილი”-თ _ უზრუნველყოფა 88.0 ათასი ლარი. პროგრამა ითვალისწინებს: ა) მატერიალიზებული ფორმით დახმარებას (უფასო სადილი) პირის/ოჯახის მიმართ, რომელიც არის ბაზაში რეგისტრირებული პირი/ოჯახი (ოჯახის სოციალური მდგომარეობის შეფასების ქულა არ აღემატება 70 001-ს.) და ამავდროულად არის უკიდურესად გაჭირვებული. ბ) ბენეფიციარი განისაზღვრება განცხადების/მომართვის და შესაბამისი მოკვლევის მასალების გათვალისწინებით. გ) დახმარება გაიცემა პროგრამაში ჩართულ ყოველ ერთ ბენეფიციარზე დღეში ერთჯერ _ უფასო სადილი (მენიუს შესაბამისად). დ) ბენეფიციარისათვის დახმარების მიღების უფლება განისაზღვრება კომისიის გადაწყვეტილებით. ე) დახმარების თანხა გაიცემა (უნაღდო ანგარიშსწორებით) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებაზე ანაზღაურების სახით, შემსრულებლის მიერ მოწოდებული დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. მოსალოდნელი შედეგები: -სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ეკონომიკური მხარდაჭერა და გაუმჯობესება. შეფასების ინდიკატორი სოციალურად დაუცველი პირების კმაყოფილება. 4.6.სადღესასწაულო დახმარება 96.8 ათასი ლარი პროგრამა ითვალისწინებს: ა) ფულადი ან/და მატერიალური ფორმით დახმარების გაიცემას პირის/ოჯახის ან/და სოციალური ჯგუფების მიმართ, ღირსშესანიშნავ, ტრადიციულ და ისტორიული თარიღებთან დაკავშირებით სოციალური თანადგომა/მხარდაჭერის მიზნით. ბ) დახმარება გაიცემა როგორც ინდივიდუალურ პირზე ასევე სოციალურ ჯგუფებზე: ბ.ა) დიდი სამამულო ომის მონაწილეები. ბ.ბ) სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ომში დაღუპულ მეომრთა ოჯახები (მეომრის _ მეუღლე, შვილი, მშობელი). ბ.გ) მრავალშვილიანი ოჯახები (დედისთვის _ 4 და მეტი შვილი 18 წლამდე). ბ.დ) დედ-მამით ობოლი ბავშვები (18 წლამდე). ბ.ე) ოჯახურ მზრუნველობას მოკლებული ბავშვები, (რომლებიც გაერთიანებულია სოციალური ჯგუფად). ბ.ვ) ხანდაზმული მოხუცები (100 და 100 წლის ასაკს გადაშორებული პირები). ბ.ზ) უსინათლო უნარშეზღუდული პირები. ბ.თ) უნარშეზღუდული ბავშვები (18 წლამდე). (რომლებიც გაერთიანებულია სოციალური ჯგუფად) ბ.ი) ავღანეთის ომის მონაწილეები. ბ.კ) სოციალურად დაუცველ უსახლკარო ბენეფიციართა ჯგუფზე დახარჯული ელ. ენერგიის თანხის ყოველთვიური გაცემა. გ) ბენეფიციარი განისაზღვრება განცხადების/მომართვის ან კომისიის მხრიდან პირის/სოციალური ჯგუფის შერჩევის შესაბამისად. დ) დახმარება გაიცემა (ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორებით): დ.ა) ინდივიდუალურ პირზე გასაცემი ფულადი დახმარების მაქსიმალური ზღვრული ოდენობა შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს. დ.ბ) სოციალური ჯგუფზე გასაცემი ფულადი დახმარების მაქსიმალური ზღვრული ოდენობა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 10000(ათი ათასი) ლარს. დ.გ) ინდივიდუალურ პირზე ან/და სოციალურ ჯგუფზე მატერიალური ფორმით (საჩუქარები, საკვები პროდუქტები, ღონისძიებათა დაფინანსება და სხვ.) გასაცემი დახმარების მაქსიმალური ზღვრული ოდენობა ერთ ჯერზე არ უნდა აღემატებოდეს 5000 (ხუთი ათასი) ლარს. მოსალოდნელი შედეგები: სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ფინანსური დახმარება. შეფასების ინდიკატორი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მხრიდან კმაყოფილების გამოხატვა. 4.7. თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარება 30.0 პროგრამა ითვალისწინებს: ა) დიალიზის პროგრმაში მყოფი ბენეფიციარების ტრანსპორტირების ხარჯის ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით გამოყოფას. ბ) ფინანსური დახმარება ბენეფიციარს მიეცემა შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან დიალიზის პროგრამაში მონწილეობის შესახებ. (ფ/100) შეფასების ინდიკატორი. ბენეფიციარების სტიმულირება. |
თავი IV
მარეგულირებელი ნორმები |
| მუხლი 17 |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დაფინანსებაზე მყოფი სამსახურების პერსონალზე პრემირებისა და დანამატების გაცემა განხორციელდეს ბიუჯეტში გათვალისწინებული საპრემიო ფონდის ფარგლებში, კერძოდ:
პირველი პრემია გაცემული იქნას ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების შედეგების მიხედვით. მე-2 პრემია გაცემული იქნას 6 თვის შესრულების შედეგების მიხედვით. მე-3 პრემია გაცემული იქნას 11 თვის შესრულების შედეგების მიხედვით. |
| მუხლი 18 |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ,,შრომის ანაზღაურების მუხლით დამტკიცებული ასიგნების 1/12-ის გაცემა მოხდეს მუშაკთა კუთვნილი შვებულების გასვლის დროს.
|
| მუხლი 19 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 ივლისის №13 დადგენილება.
|
| მუხლი 20 |
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელს |
| მუხლი 21 |
დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები