,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებამდე და ამ პროგრამით ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე 2013 წლის შესაბამისი პროგრამებით გათვალისწინებული ზოგიერთი ქვეპროგრამის (კომპონენტის, ღონისძიების) უწყვეტი განხორციელებისათვის საჭირო დაფინანსების წყაროსა და პირობების განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 378
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2013
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 08/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.017545
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
378
26/12/2013
ვებგვერდი, 27/12/2013
010220030.10.003.017545
,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებამდე და ამ პროგრამით ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე 2013 წლის შესაბამისი პროგრამებით გათვალისწინებული ზოგიერთი ქვეპროგრამის (კომპონენტის, ღონისძიების) უწყვეტი განხორციელებისათვის საჭირო დაფინანსების წყაროსა და პირობების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/12/2013 - 04/11/2022)

,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებამდე და ამ პროგრამით ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე 2013 წლის შესაბამისი პროგრამებით გათვალისწინებული ზოგიერთი ქვეპროგრამის (კომპონენტის, ღონისძიების) უწყვეტი განხორციელებისათვის საჭირო დაფინანსების წყაროსა და პირობების განსაზღვრის შესახებ
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №378

2013 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებამდე და ამ პროგრამით ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე 2013 წლის შესაბამისი პროგრამებით გათვალისწინებული ზოგიერთი ქვეპროგრამის (კომპონენტის, ღონისძიების) უწყვეტი განხორციელებისათვის საჭირო დაფინანსების წყაროსა და პირობების განსაზღვრის შესახებ

მუხლი 1
 
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლე­ბი­სა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქარ­თვე­ლოს კანონის 31-ე მუხლის მე-2, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად:

          1. 2014 წლის „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ სა­ხელმწიფო პროგრამის დამტკიცებამდე და ამ პროგრამის ფარგლებში  ,,სა­ხელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა  შესრულებამდე ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწო­დე­ბ­ლების გამოვლენამდე  გაგრძელდეს ,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესა­ხ­ებ“  საქართველოს მთავრობის  2013 წლის 28 მარტის №74 დადგენილებით (შე­მდ­გომში – საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №74 და­დ­გე­ნი­ლება) დამტკიცებული 2013 წლის  შესაბამისი პროგრამებით გათვალი­ს­წი­ნებული ზოგიერთი ქვეპროგრამა (კომპონენტი, ღონისძიება) ამ დადგე­ნი­ლებისა და თანდართული დანართის შესაბამისად.

2. საქართველოს  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სა­მინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა  საჯარო სა­მა­რ­­თლის იურიდიულმა პირმა  - სოციალური მომსახურების სააგენტომ (შე­მდგომში – სააგენტო) უზრუნველყოს 2014 წლის 1 იანვრიდან საქარ­თ­ვე­ლოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №74  დადგენილებით დამტკი­ცე­ბუ­ლი 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის  იმ ქვეპროგრამების შესაბამის ქვეპროგრამების (კომპონენტი, ღონისძიება) უწყვეტად განხორციელება, ხელშეკრულების გაფორმება ან მოქმედების ვადის გაგრძელება იმავე მიმწოდებლებთან, რომლებიც ახორციელებდნენ  საქართველოს მთავრო­ბ­ის 2013 წლის 28 მარტის №74 დადგენილებით დამტკიცებული 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის შესაბამის ქვეპროგრამებს (კომპონენტს, ღონისძი­ებებს). ამასთან,  შესაბამისი ქვეპროგრამებით გათვალისწინებული ღონის­ძი­ებების  დაფინანსების წყაროდ განისაზღვროს ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“  საქართველოს კანონის ,,სოციალური რეა­ბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა“ (პროგრამული კოდი- 35 02 03), ხოლო თანხის ყოველთვიური მოცულობა განისაზღვროს:

ა) ,,მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების კვებით უზრუნვე­ლყო­ფ­ის ქვეპროგრამის“ შემთხვევაში, არაუმეტეს 56 000 ლარით;

ბ) ,,ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის“ შემთხვევაში, არა­უმეტეს 36 000 ლარით;

გ) „ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამის“  შემთხვევაში, არაუმეტეს 105 000 ლარით;

დ) ,,დღის ცენტრების  ქვეპროგრამის“ შემთხვევაში, არაუმეტეს 275 000  ლარით;

ე) ,,დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ,,კოხ­ლე­არული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტის“  შემთხვევაში, არაუმეტეს 31 000 ლარით;

ვ) ,,მცირე საოჯახო ტიპის სახლების ქვეპროგრამის“  შემთხვევაში, არა­უმეტეს 210 000  ლარით;

ზ) ,,მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის“  შემთხვევაში არაუმეტეს 510 000 ლარით;

თ) ,,დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპრო­გ­რა­მის“ შემთხვევაში არაუმეტეს 31 000 ლარით;

ი) ,,სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის“   შემთხვევაში არაუმეტეს 80 000 ლარით.

3. სააგენტომ უზრუნველყოს 2014 წლის „სოციალური რეაბილიტა­ცი­ი­სა და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამისთვის გათვალი­სწი­ნე­ბუ­ლი ასიგნებების ფარგლებში საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მა­რ­ტის №74  დადგენილებით დამტკიცებული  2013 წლის სახელმწიფო პროგ­რა­მის ცალკეული ქვეპროგრამებით (კომპონენტებით, ღონისძიებე­ბ­ით) გა­თ­ვალისწინებული იმ მომსახურების (საქონლის) აუნაზღაურებელი ღირებულების ანაზღაურება,  რომლის ანაზღაურება 2013 წლის 28 მარტის №74 დადგენილებით დამტკიცებული 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის ქვეპროგრამების დაფინანსების პირობათა გათვალისწინებით შეუძლებელი იქნებოდა 2013  წლის ამოწურვამდე, კერძოდ:

ა) „დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ,,სავა­რძე­ლ-ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშე­წყობის კომპონენტით“ დაფინანსებული მომსახურება, რომლის მიწოდებაც დაწყებულია 2013 წლის დეკემბერში;

ბ) „დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის  ქვეპროგრამის“ ,,საპ­რო­თეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპო­ნენ­ტით“ დაფინანსებული მომსახურება, რომლის მიწოდებაც დაწყებულია 2013 წლის დეკემბერში;

გ) „დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ,,კოხ­ლეა­რული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტით“  განსაზღვრული  მომ­სახურება, რომლის მიწოდებაც დაწყებულია  2013 წელს;

დ) „დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპრო­გ­რა­მით“ დაფინანსებული მომსახურება, რომლის მიწოდებაც დაწყებულია 2013 წლის დეკემბერში;

ე) „ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამით“ დაფინანსებული მომსა­ხუ­­რება რომლის მიწოდებაც დაწყებულია 2013 წლის დეკემბერში.

4.  იმ ორგანიზაციებს, რომლებიც 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომა­რე­ო­ბით დარეგისტრირებულნი იყვნენ ,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის“  შესაბამისი ქვე­პ­რო­გ­რამის (კომპონენტის) მიმწოდებლად, გაუგრძელდეთ რეგისტრაციის  ვადა  2014 წელს შესაბამისი მომსახურებების  განსახორციელებლად  ,,სოცია­ლური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის“ დამტკიცებამდე და ამავე პროგრამით განსაზღვრულ მოთ­ხო­ვ­ნათა შესრულებამდე. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. 
მუხლი 3
 სააგენტომ, ამ დადგენილების გამოქვეყნებისთანავე განა­ხორციელოს შესაბამისი ღონისძიებები. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

დანართი

2013 წელს დაფინანსების წყარო

2014  წელს დაფინანსების წყარო

პროგრამული კოდი

„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებსაქართველოს კანონი

პროგრამული კოდი

„საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებსაქართველოს კანონი

35 02 03

სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა

35 02 03

სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა