ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და მისი შესრულების კოორდინაციის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და მისი შესრულების კოორდინაციის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 352
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 31/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.017518
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
352
23/12/2013
ვებგვერდი, 24/12/2013
010220030.10.003.017518
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და მისი შესრულების კოორდინაციის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/12/2013 - 18/02/2014)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №352

2013 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, შეიქმნას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის  სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭო, შემდეგი შემადგენლობით:

-  საქართველოს ფინანსთა მინისტრი - საბჭოს თავმჯდომარე;

-  საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი;

-  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის

უფროსის მოადგილე;

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის უფროსი;

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე;

-   საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;

- ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;

-   საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;

-   საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

-   საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე;

- საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი;

-  საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე;

-    საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.

მუხლი 2
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის  შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოს:

-    საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს;

- საჯარო სამართლის იურიდიული პირის -  საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსს;

- საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციას;

- საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს;

- საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს;

- საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს;

- საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს.

მუხლი 3
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელმა უწყებათაშორისმა საბჭომ  სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას წარუდგინოს არაუგვიანეს 2014 წლის 1 მარტისა.
მუხლი 4
დამტკიცდეს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს თანდართული დებულება. 
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის  სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს დებულება

მუხლი 1. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის  სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს მიზანი და ამოცანები

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის  სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს (შემდეგში - საბჭო) მიზანია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციისათვის  სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება 2014-2017 წლებისათვის.

მუხლი 2. საბჭოს შემადგენლობა

1. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

2. საბჭოს შემადგენლობაში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები.

3. საბჭოს შემადგენლობაში შემავალი პირების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული უფლებებისა და ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, საბჭოს შემადგენლობაში შემავალ პირს შეუძლია განახორციელოს უფლებამოსილების დელეგირება შესაბამისი წერილობითი დოკუმენტის საფუძველზე.

მუხლი 3. საბჭოს უფლებამოსილება

დასახული მიზნების მისაღწევად საბჭო უფლებამოსილია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს საბჭოს საქმიანობისთვის საჭირო ინფორმაცია;

ბ) შექმნას სამუშაო ჯგუფები და განსაზღვროს მათი შემადგენლობა, მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტები თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.

მუხლი 4. საბჭოს სამდივნო

1. საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირებას, ორგანიზაციულ და ანალიტიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს  საბჭოს სამდივნო, რომელიც პასუხისმგებელია  „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პროექტის ტექსტის ფორმულირებაზე.

2. საბჭოს სამდივნოს უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

მუხლი 5. საბჭოს მუშაობის ორგანიზება

1. საბჭოს ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ასრულებს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საბჭოს სხვა წევრი.

2. საბჭოს სხდომების პერიოდულობას დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვრავს საბჭოს თავმჯდომარე.

3. საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საბჭოს მომხსენებელს, ხოლო სამუშაო ჯგუფი თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს.

4. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.

5. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ: საბჭოს თავმჯდომარეს და წევრებს, აგრეთვე საბჭოს მომხსენებელსა და სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს.

6. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

7.  საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.

8. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე. სხდომის ოქმი ეგზავნება საბჭოს წევრებს და სამუშაო ჯგუფის წევრებს.