„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და მისი შესრულების კოორდინაციის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 დეკემბრის №352 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/01/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/01/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 31/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.019718
10
13/01/2017
ვებგვერდი, 17/01/2017
010220030.10.003.019718
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და მისი შესრულების კოორდინაციის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 დეკემბრის №352 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №10

2017 წლის 13 იანვარი

ქ. თბილისი

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და მისი შესრულების კოორდინაციის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 დეკემბრის №352 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და მისი შესრულების კოორდინაციის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 დეკემბრის №352 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/12/2013, 010220030.10.003.017518) შეტანილ იქნეს ცვლილება და  პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და მისი შესრულების კოორდინაციის მიზნით, შეიქმნას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და მისი შესრულების კოორდინაციის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს ფინანსთა მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარე;

 საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი;

 ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი;

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე;

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის უფროსი;

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე;

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;

 ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;

 საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე;

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე;

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

 საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე;

 საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე;

 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი;

 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე;

 საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.

მუხლი 2. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და მისი შესრულების კოორდინაციის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოთ:

 სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენელს;

 საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელს;

 საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს;

 საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსს;

 საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას;

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს;

 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს;

 საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს;

 საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი