დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.149.016164 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/12/2013 - 24/01/2014)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უფასო სასადილოების ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრის მიზნით:
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის მიზანია განისაზღვროს უფასო სასადილოს ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი ორგანოები და დადგინდეს კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც მოხდება პირთა რეგისტრაცია და განაწილება სასადილოში. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
ა) უფასო სასადილო –მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კვების ობიექტი, რომელიც უსასყიდლოდ ემსახურება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბენეფიციარებს.
ბ) ბენეფიციარი – პირი, რომელიც სარგებლობს უფასო სასადილოს მომსახურებით და არის სოციალურად დაუცველი (0- 57)სარეიტინგო ქულა. გ) გამგეობა – კასპის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს უფასო სასადილოს ფუნქციონირებას. დ) რეგისტრაცია – აღრიცხვა ბენეფიციარად; ე) საცხოვრებელი ადგილი – ბენეფიციარის იურიდიული მისამართი (ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე). |
მუხლი 3.
უფასო სასადილოში ბენეფიციართა რაოდენობა |
უფასო სასადილოში დასარეგისტრირებელ ბენეფიციართა საერთო რაოდენობა განისაზღვრება არა უმეტეს 80 ბენეფიციარით. |
მუხლი 4.
ბენეფიციართა რეგისტრაცია |
1. უფასო სასადილოში ბენეფიციარად რეგისტრაციის მიზნით პირი განცხადებით მიმართავს მუნიციპალიტეტის გამგეობას. განცხადებას თან უნდა ახლდეს მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები.
2. გამგეობა განცხადებას განიხილავს და არაუგვიანეს 10 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. |
მუხლი 5.
ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმები |
ბენეფიციარად რეგისტრირდება პირი, რომლიც რეგისტრირებულია კასპის მუნიციპალიტეტში და მისი ოჯახი აღრიცხულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულით 0 დან 57001- მდე. |
მუხლი 6.
უარი ბენეფიციარად რეგისტრაციაზე |
გამგეობა უფლებამოსილია უარი განაცხადოს პირის რეგისტრაციაზე იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს მე-5 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ან/და შევსებულია ბენეფიციართა საერთო რაოდენობა. |
მუხლი 7.
ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნა |
გამგეობა იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე, თუ:
ა) ბენეფიციარმა პირადი განცხადებით მიმართა გამგეობას აღნიშნულის შესახებ; ბ) ბენეფიციარი არ აკმაყოფილებს მე-5 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს; გ) ბენეფიციარმა შეიცვალა რეგისტრაციის ადგილი, აღარ არის რეგისტრირებული კასპის მუნიციპალიტეტში. დ) ბენეფიციარი 10 კალენდარული დღის განმავლობაში არ სარგებლობს უფასო სასადილოს მომსახურებით და აღნიშნული არ არის გამოწვეული საპატიო მიზეზით; ე) ბენეფიციარი გარდაიცვალა. |
მუხლი 8.
გარდამავალი დებულებები |
1. პირი, რომელიც აღნიშნული წესის ამოქმედებამდე სარგებლობდა უფასო სასადილოს მომსახურებით ბენეფიციარად შეიძლება დარეგისტრირდეს გამგეობის მიერ მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის გარეშე.
2. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მე-7 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძველი, გამგეობა იღებს გადაწყვეტილებას მე-8 მუხლის პირველი პუნქტით მითითებული პირის რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები