დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/08/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/04/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.149.016257 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/08/2015 - 19/04/2024)
|
კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ,,კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესი“ დანართი №1 შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 20 დეკემბრის №32 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 25/12/2013; 010250020.35.149.016164).
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის მიზანია განისაზღვროს უფასო სასადილოს ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი ორგანოები და დადგინდეს კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც მოხდება პირთა რეგისტრაცია და განაწილება სასადილოში. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
ა) უფასო სასადილო - მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კვების ობიექტი, რომელიც უსასყიდლოდ ემსახურება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბენეფიციარებს;
ბ) ბენეფიციარი - პირი, რომელიც სარგებლობს უფასო სასადილოს მომსახურებით და არის სოციალურად დაუცველი და მისი სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-დან 65001-მდე. გ) გამგეობა - კასპის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს უფასო სასადილოს ფუნქციონირებას. დ) რეგისტრაცია - აღრიცხვა ბენეფიციარად; ე) საცხოვრებელი ადგილი - ბენეფიციარის იურიდიული მისამართი (ბენეფიციარი რეგიტრირებული უნდა იყოს კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე). |
მუხლი 3.
უფასო სასადილოში ბენეფიციართა რაოდენობა |
უფასო სასადილოში დასარეგისტრირებელ ბენეფიციართა საერთო რაოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 80 ბენეფიციარით. |
მუხლი 4.
ბენეფიციართა რეგისტრაცია |
1. უფასო სასადილოში ბენეფიციარად რეგისტრაციის მიზნით პირი განცხადებით მიმართავს მუნიციპალიტეტის გამგეობას. განცხადებას თან უნდა ახლდეს მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები.
2. გამგეობა განცხადებას განიხილავს და არაუგვიანეს 10 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. |
მუხლი 5.
ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმები |
ბენეფიციარად რეგისტრირდება პირი, რომელიც რეგისტრირებულია კასპის მუნიციპალიტეტში და მისი ოჯახი აღრიცხულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულით 0-დან 65001-მდე. |
მუხლი 6.
უარი ბენეფიციარად რეგისტრაციაზე |
გამგეობა უფლებამოსილია, უარი განაცხადოს პირის რეგისტრაციაზე იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს მე-5 მუხლით განაზღვრულ კრიტეტიუმებს ან/და შევსებულია ბენეფიციართა საერთო რაოდენობა. |
მუხლი 7.
ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნა |
გამგეობა იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარის რეგისრტაციიდან მოხსნის თაობაზე, თუ:
ა) ბენეფიციარმა პირადი განცხადებით მიმართა გამგეობას აღნიშნულის შესახებ; ბ) ბენეფიციარი არ აკმაყოფილებს მე-5 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს; გ) ბენეფიციარმა შეიცვალა რეგისტრაციის ადგილი, აღარ არის რეგისტრირებული კასპის მუნიციპალიტეტში; დ) ბენეფიციარი 10 კალენდარული დღის განმავლობაში არ სარგებლობს უფასო სასადილოს მომსახურებით და აღნიშნული არ არის გამოწვეული საპატიო მიზეზით; ე) ბენეფიციარი გარდაიცვალა. |
მუხლი 8.
გარდამავალი დებულებები |
1. პირი, რომელიც აღნიშნული წესის ამოქმედებამდე სარგებლობდა უფასო სასადილოს მომსახურებით, ბენეფიციარად შეიძლება დარეგისტრირდეს გამგეობის მიერ მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის გარეშე.
2. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მე-7 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძველი, გამგეობა იღებს გადაწყვეტილებას მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტით მითითებული პირის რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები