გადაუდებელი აუცილებლობისას სპეციალური საპოლიციო კონტროლის ჩატარებაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრის შესახებ

გადაუდებელი აუცილებლობისას სპეციალური საპოლიციო კონტროლის ჩატარებაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1011
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2013
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016261
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1011
31/12/2013
ვებგვერდი, 31/12/2013
140130000.22.034.016261
გადაუდებელი აუცილებლობისას სპეციალური საპოლიციო კონტროლის ჩატარებაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/12/2013 - 30/07/2015)

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №1011

2013 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

გადაუდებელი აუცილებლობისას სპეციალური საპოლიციო კონტროლის ჩატარებაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრის შესახებ

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
გადაუდებელი აუცილებლობისას სპეციალური საპოლიციო კონტროლის ჩატარებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) უფლებამოსილ პირებად განისაზღვრონ:

ა) ამ ბრძანებით განსაზღვრული სტრუქტურული დანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს კურატორი მინისტრის მოადგილე;

ბ) სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის უფროსი და ამ ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი;

გ) კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი;

დ) სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორი;

ე) ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორი;

ვ) ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;

ზ) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;

თ) კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი;

ი) საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დირექტორი;

კ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი.

მუხლი 2
გადაუდებელი აუცილებლობისას სპეციალური საპოლიციო კონტროლის ჩატარებაზე გამოიცემა ზეპირი განკარგულება, რომელიც  მისი გამომცემი პირის მიერ წერილობით უნდა გაფორმდეს 24 საათის განმავლობაში.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან .

შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე