დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გადაუდებელი აუცილებლობისას სპეციალური საპოლიციო კონტროლის ჩატარებაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1011 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 203 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016527 |
203
20/04/2016
ვებგვერდი, 21/04/2016
140130000.22.034.016527
„გადაუდებელი აუცილებლობისას სპეციალური საპოლიციო კონტროლის ჩატარებაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1011 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
|
„გადაუდებელი აუცილებლობისას სპეციალური საპოლიციო კონტროლის ჩატარებაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1011 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„გადაუდებელი აუცილებლობისას სპეციალური საპოლიციო კონტროლის ჩატარებაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1011 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016261) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი;“. ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები