დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1726-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 11/12/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/12/2013 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2014 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020010.05.001.017238 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
თავი I
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლები მუხლი 1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
თავი II მუხლი 3. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 7,319,000.0 ათასი ლარის ოდენობით. ათას ლარებში
მუხლი 4. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახადები 6,820,000.0 ათასი ლარის ოდენობით. ათას ლარებში
მუხლი 5. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გრანტები 144,000.0 ათასი ლარის ოდენობით. ათას ლარებში
მუხლი 6. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 355,000.0 ათასი ლარის ოდენობით. ათას ლარებში
თავი III საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია მუხლი 7. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 7,539,613.4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 8. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 654,125.3 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 734,125.3 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
ბ) განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 80,000.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ათას ლარებში
მუხლი 9. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
თავი IV საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება მუხლი 10. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი სალდო (-874,738.7) ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 11. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 163,180.0 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 233,180.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
3. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 70,000.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 12. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 1. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 1,037,918.7 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების ზრდა 1,636,000.0 ათასი ლარის ოდენობით: - სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვებიდან მიღებული სახსრები − 600,000.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: - საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების მთავრობების მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოსაყოფი გრძელვადიანი საინვესტიციო, შეღავათიანი კრედიტები − 600,000.0 ათასი ლარის ოდენობით; - განვითარების პოლიტიკის ახალი ღონისძიება (CG DPO II) (მსოფლიო ბანკი) − 136,000.0 ათასი ლარის ოდენობით; - საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სახსრები (International Financial Institutions) − 300,000.0 ათასი ლარის ოდენობით. ათას ლარებში
საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების მთავრობების მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოსაყოფი გრძელვადიანი საინვესტიციო, შეღავათიანი კრედიტები ათას ლარებში
3. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 598,081.3 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 13. საქართველოს სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 2014 წლის ბოლოსთვის არაუმეტეს 10 410.1 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის, სახელმწიფო საგარეო ვალის − 7 825.9 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალის − 2 584.2 მლნ ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: სახელმწიფო საგარეო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 2014 წლის ბოლოსთვის ათასი ლარი
შენიშვნა: კურსი − 1 აშშ დოლარი − 1.7 ლარი
თავი V სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები (2014−2017 წლებისათვის) მუხლი 14. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები (პირველი დონე), მათ ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები (მეორე დონე) და ქვეპროგრამები (მესამე და შემდგომი დონეები) შემდეგი რედაქციით:
თავი VI საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები
მუხლი 15. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
შენიშვნა: „სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარება ზემო სვანეთში (საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობა)“ საინვესტიციო პროექტის დაფინანსება გათვალისწინებულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მაისის №423 განკარგულების „საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Pomagalski“-ს შორის 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებებისა და „საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Pomagalski“-ს შორის 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ შეთანხმების პროექტის მოწონებისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 დეკემბრის №2108 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საფუძველზე.
თავი VII ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერები მუხლი 16. ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ფინანსური დახმარება განისაზღვროს ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერები 795 900.0 ათასი ლარის ოდენობით, ცხრილის შესაბამისად: ათას ლარებში
დელეგირებულ უფლებამოსილებებს განეკუთვნება „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“, „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილებებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა დაფინანსება.
თავი VIII მარეგულირებელი ნორმები
მუხლი 17. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების განკარგვა ამ კანონით დამტკიცებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების − „53 01 – საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა“, „53 02 – საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა“, „53 03 – საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მონაწილეობიდან გამომდინარე არსებული ვალდებულებები“, „53 04 – ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერები“, „53 10 – საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის ფინანსური უზრუნველყოფა“ და „53 11 – დონორების მიერ დაფინანსებული საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახდელები“ − საბიუჯეტო სახსრების განკარგვა განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. ამასთანავე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით შესაძლებელია „53 11 – დონორების მიერ დაფინანსებული საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახდელების“ ფარგლებში საბიუჯეტო სახსრების განმკარგავად განისაზღვრონ ამ კოდის ფარგლებში გათვალისწინებული შესაბამისი პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციები. მუხლი 18. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდები 1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შეიქმნას საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 5 000.0 ათასი ლარის ოდენობით და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი 50 000.0 ათასი ლარის ოდენობით და მათი განკარგვა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შეიქმნას საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 250 000.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. განისაზღვროს წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის მოცულობა 20 000.0 ათასი ლარით და მისი განკარგვა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იძულებით ჩამოჭრილი თანხები ასახოს წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდით გათვალისწინებულ ასიგნებებში. 4. საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ან/და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე წინადადებებს საბიუჯეტო ორგანიზაციების, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა და ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ან საქართველოს მთავრობას წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. მუხლი 19. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა განისაზღვროს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მოცულობა 50 000.0 ათასი ლარით და მისი განკარგვა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად. მუხლი 20. დავალიანებების დაფარვა წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2014 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს. მუხლი 21. სახელმწიფო ვალი 1. სახელმწიფო საგარეო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულია 720 000.0 ათასი ლარი: ა) ძირითადი თანხის დაფარვა – 529 000.0 ათასი ლარი, მათ შორის: – ორმხრივი კრედიტებისათვის – 96 760.0 ათასი ლარი; – მრავალმხრივი კრედიტებისათვის – 432 240.0 ათასი ლარი; ბ) პროცენტის გადახდა – 191 000 ათასი ლარი, მათ შორის: – ორმხრივი კრედიტებისათვის – 67 300.0 ათასი ლარი; – მრავალმხრივი კრედიტებისათვის – 65 240.0 ათასი ლარი; – სახელმწიფოს მიერ საგარეო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით წარმოქმნილი ვალდებულებების მომსახურებისათვის – 58 460.0 ათასი ლარი. 2. უფლება მიეცეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ამ კანონით საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, კრედიტორი ქვეყნის მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით განახორციელოს საქართველოს იურიდიული პირებისათვის აღნიშნული სახსრებიდან თანხების ანაზღაურება ან შესაბამისი პროგრამების დაფინანსება ამ იურიდიული პირების მიერ კრედიტორი ქვეყნისათვის საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვის ანგარიშში პროდუქციის რეალიზაციისათვის და მომსახურების გაწევისათვის. 3. „საქართველოს მთავრობის საქართველოს ეროვნული ბანკისადმი დავალიანების დაფარვის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის 2006 წლის 20 მარტის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის გადასახდელი პროცენტის მოცულობა განისაზღვროს 43 093.3 ათასი ლარით, ხოლო დასაფარავი ძირითადი თანხის მოცულობა – 35 000.0 ათასი ლარით. 4. „საქართველოს მთავრობის საქართველოს ეროვნული ბანკისადმი დავალიანების დაფარვის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის 2006 წლის 20 მარტის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ შეთანხმების შესაბამისად განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ 2012 წლის 15 მარტს გამოშვებული 480 846.0 ათასი ლარიდან სახელმწიფო ობლიგაციის განახლება 440 856.0 ათასი ლარის ოდენობით, წლიური 6 პროცენტი სარგებლის გადახდით, და 40 000.0 ათასი ლარის გადაფორმება სახელმწიფო ობლიგაციებად ღია ბაზრის ოპერაციებისათვის, წლიური 8.5 პროცენტი სარგებლის გადახდით. 5. „საქართველოს მთავრობის საქართველოს ეროვნული ბანკისადმი დავალიანების დაფარვის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის 2006 წლის 20 მარტის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ შეთანხმების შესაბამისად განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ 2009 წლის 15 მარტს გამოშვებული სახელმწიფო ობლიგაციების ღია ბაზრის ოპერაციებისათვის 5 000.0 ათასი ლარის მოცულობით დაფარვა, 2010 წლის 15 მარტს გამოშვებული სახელმწიფო ობლიგაციების ღია ბაზრის ოპერაციებისათვის 11 000.0 ათასი ლარის მოცულობით დაფარვა, 2011 წლის 15 მარტს გამოშვებული სახელმწიფო ობლიგაციების ღია ბაზრის ოპერაციებისათვის 10 000.0 ათასი ლარის მოცულობით დაფარვა და 2012 წლის 15 მარტს გამოშვებული სახელმწიფო ობლიგაციების ღია ბაზრის ოპერაციებისათვის 9 000.0 ათასი ლარის მოცულობით დაფარვა. 6. სახაზინო ვალდებულებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით საშინაო ვალდებულების ცვლილება განისაზღვროს არაუმეტეს 600 000.0 ათასი ლარის წმინდა ზრდით. სახაზინო ვალდებულებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვება განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სახაზინო ვალდებულებისა და სახაზინო ობლიგაციების დაფარვის აღრიცხვა განახორციელოს ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამისი მუხლის შემცირების გზით. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული 600 000.0 ათასი ლარიდან არაუმეტეს 200 000.0 ათასი ლარი გამოყენებულ იქნეს ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმისათვის და ამ მიზნით გამოშვებული ფასიანი ქაღალდებით მიღებული სახსრები საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განათავსოს დეპოზიტებზე, შესაბამისი სახაზინო ობლიგაციების შემძენ კომერციულ ბანკებში (ბანკის თანხმობის შემთხვევაში). 8. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული ფასიანის ქაღალდების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის წესი. ამასთანავე, ფასიანი ქაღალდების დეპოზიტზე განთავსების ვადა უნდა შეესაბამებოდეს ამ ფასიანი ქაღალდების ვადიანობას, ხოლო დეპოზიტზე სარგებლის განაკვეთი არ უნდა იყოს გამოშვებული ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთზე ნაკლები. 9. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია სახაზინო ვალდებულებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების ნაცვლად გამოიყენოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე არსებული თავისუფალი ნაშთი. ამასთანავე, სახაზინო ვალდებულებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით მიღებული სახსრების წმინდა მოცულობა და მათი გამოშვების ნაცვლად ხაზინის ერთიან ანგარიშზე არსებული თავისუფალი ნაშთის გამოყენება ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს 600 000.0 ათას ლარს.
მუხლი 22. თანამდებობრივი სარგოები, პრემიები, დანამატები და დახმარებები 1. უფლება მიეცეთ საქართველოს მინისტრებსა და სახელმწიფო მინისტრებს, მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების აპარატების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხები და თანამდებობრივი სარგოები განსაზღვრონ საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით. საქართველოს მთავრობის კანცელარიის საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას საჭიროებს აგრეთვე ცვლილებები დამტკიცებულ საშტატო ნუსხებსა და თანამდებობრივ სარგოებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განხორციელებული ცვლილებების შედეგად უცვლელი რჩება საშტატო რიცხოვნობა, თანამდებობათა დასახელებები და თანამდებობრივი სარგოები. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას არ საჭიროებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრების აპარატებისა და საქართველოს სამინისტროებისა და მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების აპარატების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხები და თანამდებობრივი სარგოები, რომლებიც მოქმედებდა ამ კანონის ძალაში შესვლამდე. 4. 2014 წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაკებზე პრემიები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დანამატები და დახმარებები გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. ამასთანავე, 2014 წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებები უფლებამოსილი არიან გაზარდონ მათთვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის „შრომის ანაზღაურების“ მუხლით დამტკიცებული ასიგნებები არაუმეტეს იმავე მუხლით დამტკიცებული ასიგნების 1/12-ისა. 5. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში მხარჯავ დაწესებულებებს უფლება აქვთ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის დებულება გაავრცელონ მხოლოდ იმ მოსამსახურეებზე, რომლებზედაც 2006 წლის 1 იანვრამდე ვრცელდებოდა აღნიშნული მუხლის მოქმედება. მუხლი 23. შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა, მათი შრომის ანაზღაურება და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება 1. საბიუჯეტო ორგანიზაციებში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საშტატო რიცხოვნობის 2%-ს. იმ ორგანიზაციებში, სადაც საშტატო რიცხოვნობის 2% შეადგენს 5 ერთეულზე ნაკლებს, ხელშეკრულებით დაქირავებულთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 ერთეულს. 2. შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციაში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებული თანამშრომლების საშუალო შრომის ანაზღაურებას. 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობრივ სარგოს. 4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებული თანამშრომლების საშუალო თანამდებობრივი სარგო არ უნდა აღემატებოდეს 1 500 ლარს. 5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოებისათვის წლის განმავლობაში გაწეული საკასო ხარჯის 20%-ს. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება ავტონომიურ რესპუბლიკებსა და ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე, იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით ითვლებიან რელიგიურ ორგანიზაციებად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – საზოგადოებრივ მაუწყებელზე, საჯარო სკოლებზე, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, ასევე იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, რომელთა საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლით განსაზღვრული დაფინანსება არ აღემატება მათი საერთო შემოსულობების 25%-ს. 7. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვებიდან გამონაკლისი შესაძლებელია დაშვებულ იქნეს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით. 8. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვებიდან გამონაკლისი ამავე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე შეთანხმებას არ საჭიროებს, თუ იგი არ აღემატება „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებული გამონაკლისების ლიმიტებს. მუხლი 24. შეზღუდვები საქართველოს სამინისტროების მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯის გაწევაზე 1. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია შეაჩეროს საქართველოს სამინისტროებისათვის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების ფარგლებში გადახდის განხორციელება საბიუჯეტო კლასიფიკაციის კოდებისა და მუხლების მიხედვით. 2. საქართველოს სამინისტროებმა ყოველი თვის დასრულებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია მათ მიერ და მათ კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, ამ კანონით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიისა და ამ ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე. 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს მთავრობას წარუდგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას და საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაძლებელია იმავე მე-2 პუნქტით განსაზღვრული ეკონომიის ან მისი ნაწილის მიმართვა, ამ კანონით გათვალისწინებულ საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 25. წლის განმავლობაში მიღებული ფულადი გრანტები და მიზნობრივი დაფინანსება სამინისტროებისა და უწყებების მიერ ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების სახით მიღებული სახსრების აღრიცხვა და ხარჯვა განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად და ამ სახით მიღებული შემოსავლები და გაწეული გადასახდელები აისახოს საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშსა და ანგარიშგებაში. მუხლი 26. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების შემოსულობათა ხარჯვა „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი ბიუჯეტის მხარჯავი ერთეულების მიერ მიღებული საკონსულო მოსაკრებლის, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების საფასურისა და ბიუჯეტის სხვა შემოსულობების აღრიცხვისა და გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის №835 ბრძანებულების შესაბამისად, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ მიღებული საკონსულო მოსაკრებლის, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების საფასურისა და ბიუჯეტის სხვა შემოსულობების ხარჯვა განხორციელდეს ადგილზე, შესაბამისი წარმომადგენლობისა და დაწესებულებისათვის ამ კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. მუხლი 27. საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბიუჯეტების შესრულების მიმოხილვა ყველა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკისა, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა და იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა, რომლებიც წარმოადგენენ რელიგიურ ორგანიზაციებს ან მარეგულირებელ კომისიებს, მათი ბიუჯეტების შესრულების ანგარიშები წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტიცებული ფორმითა და წესით. მუხლი 28. საქართველოს პარლამენტის მიერ ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსება უფლება მიეცეს საქართველოს პარლამენტს, პარლამენტის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ამ კანონით მისთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში დააფინანსოს დაკრძალვასთან და სასაფლაოს მოწყობასთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება. მუხლი 29. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსება 1. უფლება მიეცეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, 2013 წელს „ხარჯების“ და „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლებით გათვალისწინებული ასიგნებებით შესრულებული სამუშაოების დაფინანსება, რომელთა უწყვეტი განხორციელებაც აუცილებელია შეიარაღებული ძალების აღმშენებლობისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, განახორციელოს ამ კანონით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის „ხარჯების“ და „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. 2. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევაში და დაწესებული ლიმიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფების (ერთეულების) მიერ შესასყიდ საქონელზე სამუშაოსა და მომსახურებაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმავე აქტით განსაზღვრული სტრუქტურული ქვედანაყოფები (ერთეულები) ითვლებიან შემსყიდველ ორგანიზაციებად და ეკისრებათ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა. მუხლი 30. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები 1. 2014 წლის 1 მარტამდე ორგანიზებულად განსახლებული ერთი დევნილის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაფინანსება თვეში განისაზღვროს ქალაქ თბილისში 9.94 ლარით, ხოლო საქართველოს სხვა რეგიონებში − 9.44 ლარით. აღნიშნული დაფინანსება ცენტრალიზებულად განახორციელოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ. 2. 2014 წლის 1 მარტამდე დევნილთა, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების მქონე პირთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯები (მათ შორის, ობიექტებში განსახლებულ დევნილთა, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების მქონე პირთა მიერ მოხმარებული წყლის, ასენიზაციისა და დეზინფექცია-დერატიზაციის, ნარჩენების გატანის, ჩასახლების ობიექტებში მომსახურებისა და მიმდინარე შეკეთების სხვა ხარჯები) ერთ დევნილზე, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე თვეში განისაზღვროს ქალაქ თბილისში არაუმეტეს 7.7 ლარით, ხოლო საქართველოს სხვა რეგიონებში − არაუმეტეს 5.0 ლარით. აღნიშნულის დაფინანსება განხორციელდეს სახელშეკრულებო ვალდებულებების შესაბამისად. ხელშეკრულების პირობებს და მის გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციას ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. 3. 2014 წლის 1 მარტიდან ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ობიექტების, გარდა იმ საცხოვრებელი ფართობებისა, რომლებიც დევნილებს საკუთრებაში გადაეცათ, ადმინისტრაციული ხარჯის დაფინანსების მიზნით ერთ დევნილზე თვეში განისაზღვროს 2 ლარი. აღნიშნულის დაფინანსება განხორციელდეს სახელშეკრულებო ვალდებულებების შესაბამისად. ხელშეკრულების პირობებს და მის გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციას ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. მუხლი 31. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები 1. ამ კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელ ცალკეულ ღონისძიებებში გაგრძელდეს და, აუცილებლობის შემთხვევაში, შემოღებულ იქნეს ღონისძიებათა ნაწილის ანაზღაურება მოსახლეობის მიერ თანაგადახდის პრინციპით. თანაგადახდის წესს, ფორმასა და მოცულობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 2. ამ კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამებისათვის − „სოციალური დაცვა და საპენსიო უზრუნველყოფა“, „ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა“, „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა და კონტროლი“, „სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლი“, „შრომის პირობების მონიტორინგის პროგრამა“, „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა“ − გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებათა დაფინანსების, თანადაფინანსების, ანგარიშსწორების წესებსა და ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. 3. „საპენსიო უზრუნველყოფის“ ფარგლებში გაიცეს სახელმწიფო პენსია და სახელმწიფო კომპენსაცია. 4. ასაკით პენსიონერისათვის სახელმწიფო პენსიის ფულადი ოდენობა განისაზღვროს 150 ლარის ოდენობით. 5. „სოციალური დახმარებების“ ფარგლებში: ა) დაფინანსდეს „სოციალურ პაკეტში“ შემავალი ფულადი გასაცემელი/გასაცემლები; ბ) გაიცეს საყოფაცხოვრებო სუბსიდია „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილების შესაბამისად; გ) გაგრძელდეს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით გათვალისწინებული საარსებო შემწეობისა და რეინტეგრაციის შემწეობის ანაზღაურების გაცემა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესითა და პირობებით; დ) გაგრძელდეს დევნილთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა შემწეობების გაცემა: დ.ა) 2014 წლის 1 მარტამდე ორგანიზებულად განსახლებულ ერთ დევნილზე, ლტოლვილსა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე გასაცემი ყოველთვიური შემწეობა განისაზღვროს 22 ლარით, ხოლო კერძო სექტორში განსახლებულ ერთ დევნილზე, ლტოლვილსა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე გასაცემი ყოველთვიური შემწეობა – 28 ლარით; დ.ბ) 2014 წლის 1 მარტიდან ერთ დევნილზე, ლტოლვილსა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე გასაცემი ყოველთვიური შემწეობა განისაზღვროს 45 ლარით; ე) გაგრძელდეს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარებების გაცემა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით; ვ) დაფინანსდეს დახმარება შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის, რომლის დანიშვნისა და გაცემის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა; ზ) დაფინანსდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ღონისძიება; თ) დაფინანსდეს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა ღონისძიებები. 6. უფლება მიეცეს საქართველოს მთავრობას, განსაზღვროს 2013 წლის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ის სახელმწიფო პროგრამები/მათი ღონისძიებები/მოცულობები, რომელთა განხორციელებაც უწყვეტად გაგრძელდება 2014 წლის 1 იანვრიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2014 წლის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე და ამ პროგრამებით გათვალისწინებული მიმწოდებლების გამოვლენამდე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ან ვაუჩერის პირობების გათვალისწინებით. 7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ასიგნებების ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებებისა და მათი კომპონენტების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე გაგრძელდეს 2013 წლის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული ის ღონისძიებები, რომელთა უწყვეტი განხორციელებაც აუცილებელია სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, და ხელშეკრულებები გაფორმდეს იმავე მომწოდებლებთან, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ იქნა განსაზღვრული, ამასთანავე, აღნიშნულის შესახებ ეცნობოს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს. 8. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 2013 წელს შესრულებული სამუშაოები დაფინანსდეს ამ კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის დამტკიცებული ასიგნებებიდან. 9. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 2013 წელს გაცემული ვაუჩერები (შესაბამისი ვაუჩერის პირობების გათვალისწინებით) და „რეფერალური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამის „სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტის“ ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ვერ დაფინანსდა 2013 წელს, დაფინანსდეს ამ კანონით შესაბამისი პროგრამებისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან. 10. ამ კანონით დამტკიცებული პროგრამული კოდის „35 03 03 02 − იმუნიზაცია“ ფარგლებში ვაქცინებისა და შპრიცების შესყიდვა განხორციელდეს გაეროს ბავშვთა ფონდის მეშვეობით, გამარტივებული შესყიდვით, ხოლო იმ ვაქცინებისა და შპრიცების შესყიდვა, რომელთა შესყიდვაც ვერ ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის მეშვეობით, − „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 11. ქალაქ თბილისში სასწრაფო დახმარების ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებები დაფინანსდეს ქალაქ თბილისის ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 32. ყაზბეგის მუნიციპალიტეტისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობისათვის მიწოდებული ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურება 1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში (სეთურნი, ზაქათკარი, ჯაღმიანი, ბედონი, ბენიან-ბეგონი, იუხო, მუდურუ, წკერე, ციხიანი, სვიანა-როსტიანი და ქოროღო) მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისათვის (აბონენტებისათვის) ბუნებრივი აირის მოხმარებაზე 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2014 წლის 15 მაისის ჩათვლით და 2014 წლის 15 ოქტომბრიდან 2014 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდებში განისაზღვროს შეღავათი, თითოეულ აბონენტზე თვეში 700 მ3-ის ოდენობით (მაისსა და ოქტომბერში – 350 მ3). ამასთანავე, აბონენტებს მიეცეთ შესაძლებლობა აღნიშნული პერიოდების შესაბამის საანგარიშო თვეში გამოუყენებელი შეღავათით ისარგებლონ მომდევნო თვეში, კერძოდ, 2013 წლის 1 დეკემბრიდან გამოუყენებელი შეღავათი გამოყენებულ იქნეს 2014 წლის 15 მაისის ჩათვლით პერიოდში, ხოლო რიცხული შეღავათი გაუქმდეს 2014 წლის 16 მაისს, 2014 წლის 15 ოქტომბრიდან გამოუყენებელი შეღავათი გამოყენებულ იქნეს 2015 წლის 15 მაისის ჩათვლით პერიოდში, ხოლო რიცხული შეღავათი გაუქმდეს 2015 წლის 16 მაისს. 2. ბუნებრივი აირის გამანაწილებელი კომპანია ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველი თვის დასაწყისში შეღავათებით მოსარგებლე აბონენტების სააღრიცხვო ბარათებზე ასახოს შეღავათის შესაბამისი ლიმიტი და შესაბამის საანგარიშო პერიოდში გამოუყენებელი შეღავათი. 3. გამანაწილებელი კომპანიის მიერ წარმოდგენილი და მუნიციპალიტეტების გამგეობების მიერ სათანადოდ დამოწმებული შესაბამისი ანგარიშების მიხედვით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ აანაზღაუროს 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2014 წლის 15 მაისის ჩათვლით და 2014 წლის 15 ოქტომბრიდან 2014 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდებში ყაზბეგის მუნიციპალიტეტსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში (სეთურნი, ზაქათკარი, ჯაღმიანი, ბედონი, ბენიან-ბეგონი, იუხო, მუდურუ, წკერე, ციხიანი, სვიანა-როსტიანი და ქოროღო) მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის (აბონენტების) მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ლიმიტის და შესაბამის საანგარიშო პერიოდში გამოუყენებელი შეღავათის ფარგლებში ფაქტობრივად მოხმარებული ბუნებრივი აირის ღირებულება. მუხლი 33. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები 2014 წლის განმავლობაში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უფლებამოსილია ადმინისტრაციისათვის ამ კანონით დამტკიცებული ასიგნებებიდან თავისი გადაწყვეტილების საფუძველზე გასცეს ერთჯერადი დახმარებები. მუხლი 34. ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციის დაფინანსება 1. საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად კონკურენციის მარეგულირებელი ორგანიზაციის დამოუკიდებელ მხარჯავ დაწესებულებად ჩამოყალიბების შემთხვევაში მისი დაფინანსება ამ კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანამდე განხორციელდეს ამავე კანონით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების საააგენტოსთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან. 2. საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად, უფასო იურიდიული დახმარების განმახორციელებელი ორგანიზაციის დამოუკიდებელ მხარჯავ დაწესებულებად ჩამოყალიბების შემთხვევაში ამ კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანამდე მისი დაფინანსება განხორციელდეს ამავე კანონით საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან. 3. საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად ვეტერანთა საქმეებზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის დამოუკიდებელ მხარჯავ დაწესებულებად ჩამოყალიბების შემთხვევაში მისი დაფინანსება ამ კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანამდე განხორციელდეს ამავე კანონით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან. თავი IX დასკვნითი დებულებანი მუხლი 35. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს 2012 წლის 20 დეკემბრის კანონი „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29.12.2012, სარეგისტრაციო კოდი: 190020010.05.001.016881). |
ქუთაისი, 11 დეკემბერი 2013 წ. N1726-Iს |
დოკუმენტის კომენტარები