ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციის და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციის წესის შესახებ

ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციის და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციის წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 344
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 130050000.10.003.017511
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
344
17/12/2013
ვებგვერდი, 19/12/2013
130050000.10.003.017511
ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციის და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციის წესის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (19/12/2013 - 03/08/2015)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №344

2013 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციის და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციის წესის შესახებ

მუხლი 1
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართვე­ლოს კა­ნონის მე-7 მუხლისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვე­პუნ­ქ­ტის შესაბამისად, დამტკიცდეს ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციის და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციის თანდართული წესი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე‑3 დღეს.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციის და

სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციის წესი


1. ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზა­ციას და კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სა­მინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი (შემდგომში ‑ კონტრდაზ­ვე­რ­ვის დეპარტამენტი).

2. კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელი სპეცია­ლური სამსახურების (შემდგომში ‑ სპეციალური სამსახურები) მიერ თა­ვიანთი კომპეტენციის ფარგლებში წარმოებული კონტრდაზვერვითი საქ­მიანობის ორგანიზაციას უზრუნველყოფს კონტრდაზვერვის დეპარტა­მენტი.

3. კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, კონ­ტრ­დაზვერვის დეპარტამენტის მითითებები და მოთხოვნები სავალდე­ბუ­ლოა შესასრულებლად სპეციალური სამსახურებისათვის.

4. სპეციალური სამსახურები, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფ­ლე­ბის სხვა ორგანოები ვალდებული არიან კონტრდაზვერვის დეპარტა­მენტს წარუდგინონ ნებისმიერი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმია­ნო­ბის ინფორმაციული უზრუნველყოფის ცნობათა ნუსხის“ შესაბამისად.

5. კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიებების განხორციელებისას კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სპეციალურ სამ­სახურებს უფლება აქვთ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბა­მისად გამოიყენონ სხვა სახელმწიფო ორგანოების შესაძლებლობები, მა­თი ქონება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

6. ამ წესის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარ­დგენის შემდეგ კონტრდაზვერვის დეპარტამენტი განსაზღვრავს იმ უფ­ლე­ბა­მოსილ კომპეტენტურ სამსახურს (სამსახურებს), რომელიც განახორ­ციელებს მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებულ კონტრდაზვერვით საქმიანობას.

7. კონტრდაზვერვის დეპარტამენტი უფლებამოსილია გამოითხო­ვოს ამ წესის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან დაკავ­შირებული სრულყოფილი მასალები სპეციალური სამსახურებიდან და სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან.

8. კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად დამატებითი ინფორ­მაციის მიღებისას კონტრდაზვერვის დეპარტამენტი განსაზღვრავს სპე­ცი­ა­ლური ღონისძიებების გაგრძელების მიზანშეწონილობას.

9. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი ქვეყანაში გან­ხო­რ­ციელებული კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ ანგარიშს, საქარ­თველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მეშვეობით, წელიწადში ერთხელ წარუდგენს საქართველოს მთავრობას.