დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციის და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №344 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 405 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/08/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130050000.10.003.018791 |
|
„ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციის და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №344 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციის და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №344 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 19/12/2013, 130050000.10.003.017511) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციას და კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი (შემდგომში − კონტრდაზვერვის დეპარტამენტი).“. 2. მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი ქვეყანაში განხორციელებული კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ ანგარიშს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მეშვეობით, წელიწადში ერთხელ წარუდგენს საქართველოს მთავრობას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები