საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 338
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/12/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017505
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
338
17/12/2013
ვებგვერდი, 17/12/2013
040030000.10.003.017505
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (17/12/2013 - 20/02/2014)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №338

2013 წლის 17 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 129-ე მუხლის  მე-2 პუნქტის საფუძველზე და „საჯარო სამართლის იურიდიული პი­რ­ის შე­­სა­ხებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:

მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სა­ჯა­­­­­რო სამ­სა­ხუ­რის ბიუროს (შემდგომში – ბიურო) თანდართული დე­ბუ­ლე­­­­ბა.
მუხლი 2
ბიუროს უფ­როსმა,  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართვე­ლ­ოს კა­ნონ­ში ცვ­ლი­ლების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (20.09.2013წ. №1262I) მე‑2 მუხლის შესაბამისად, 2014 წლის 1 თებერ­ვ­ლა­მ­დე უზ­რუნ­ვე­­ლ­ყოს:

ა) საჯარო სამსახურის საბჭოს შექმნის მიზნით, კანონმდებლობით გა­თ­­ვა­­­ლისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება;

ბ) ზემოაღნიშნულ კანონში განხორციელებული ცვლილებების შესა­ბა­მი­­­­სად ბიუროს დებულებისა და საშტ­ა­ტო ნუსხის წარმოდგენა.

მუხლი 3
    დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის

ბიუროს დებულება

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საჯარო სამსახურის ბიურო (შემდეგში – ბიურო) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამსა­ხურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საჯარო სამსახურის სფე­როში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და შესაბამისი საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობის, ამ სფეროში კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი ძირითადი მიმართულებების განხორ­ცი­ელების, საჯა­რო სამსახურის საბჭოსა და მისი წევრების საქმიანობის ორგა­ნიზაციული, ტექ­ნიკური, საინფორმაციო და საექსპერტო უზრუნველ­ყო­ფის, თანამ­დე­ბობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარა­ციის მიღე­ბის, შესა­ბა­მისი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის საჯა­როობისა და დეკ­­­ლარაციის დროულად ჩაბარებაზე კონტრო­ლის უზრუნ­ველყოფის, აგრე­თვე, საქართველოს კანონმდებ­ლობით გათვალის­წი­ნებული სხვა ფუნ­­ქციების განხორციელების მიზნით.

2. ბიურო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონ­ს­ტიტუციით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, „საჯარო სამსახუ­რის შესახებ“, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებ­ლო­ბისა და კორუფციის შესახებ“ და საქართველოს სხვა კანონებით, საქართ­ვე­­ლოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, სხვა სა­მართ­­ლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.

3. საჯარო სამსახურის ბიუროს დებულებას, სტრუქტურასა და საშტა­ტო ნუ­ს­ხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

4. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორცი­ე­ლებლად, ბიურო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალე­ო­ბებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მხარედ.

5. ბიუროს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორებისა და მიმ­დი­ნარე საბანკო ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო), ბეჭედი, ბლანკი და იუ­­რიდიული პირის სხვა ატრიბუტები.

6. ბიუროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №7.

მუხლი 2. ბიუროს ძირითადი ამოცანები

ბიუროს ძირითადი ამოცანებია:

ა) საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და შესაბამისი საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობა;

ბ) საჯარო სამსახურის სფეროში არსებული მდგომარეობისა და შე­სა­ბამისი ნორმატიული აქტების შესრულების შესწავლა და ანალიზი, აღ­ნიშ­ნულის თა­ო­ბა­ზე საქართველოს მთავრობისათვის მოხსენების, ხოლო სა­ჯარო სამსა­ხუ­რის საბჭოსათვის – შესაბამისი დასკვნებისა და წინა­და­დებების წარ­დგე­­ნა;

გ) საჯარო სამსახურის სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი ბა­ზის სრულყოფის თაობაზე წინადადებების მომზადება და საჯარო სამსა­ხუ­რის საბჭოსათვის განსახილველად წარდგენა;

დ) სახელმწიფო ორგანოთა (დაწესებულებათა) საკადრო სამსახურების მუშაობის კოორდინაცია;

ე) საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის პროცესების, საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვა­ლიფიკაციის ამაღლების კოორდინაცია და მეთოდური დახმარების გა­­წევა;

ვ) საჯარო სამსახურის საბჭოსა და მისი წევრების საქმიანობის ორგა­ნი­ზა­ციული, ტექნიკური, საინფორმაციო და საექსპერტო უზრუნ­ველ­ყოფა;

ზ) საჯარო სამსახურის მართვის სრულყოფის მიზნით, საჯარო სამსა­ხუ­რის სფეროში სხვა სახელმწიფოთა გამოცდილების შესწავლა და გან­ზო­გადება და თა­ნამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

თ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ტექ­ნი­კურად სწორად შევსების შესახებ ინსტრუქციის შედგენის უზრუნ­ველყოფა;

ი) თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგო­მარეობის დეკლარაციის ფორმის დაუბრკოლებლად მიღების უზრუნ­ველყოფა;

კ) თანამდებობის პირის მიერ შევსებული თანამდებობის პირის ქო­ნებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღება, აღრიცხვა და შენახვა;

ლ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ში­ნაარსის საჯაროობის უზრუნველყოფა;

მ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლში მოცემული ჩამონათვალის სა­ფუძველზე, იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის შე­დგენა და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარ­დგენა, რომელთათვისაც დეკლარაციის შევსება სავალდებულოა;

ნ) დეკლარირების პროცესის სრულყოფის მიზნით, შესაბამისი წინა­და­დებების შემუშავება;

ო) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორ­ცი­ელება.

მუხლი 3. ბიუროს ფუნქციები

1. ბიურო, ამ დებულების მე‑2 მუხლით გათვალისწინებული ამოცა­ნე­ბის შესრულების მიზნით, ახორციელებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს:

ა) შეისწავლის საჯარო სამსახურის სისტემის ფუნქციონირების ეფექ­ტი­ანობას და ამზადებს შესაბამის დასკვნებს;

ბ) განსაზღვრავს საჯარო სამსახურის სფეროში მოქმედი სტრუქ­ტუ­რე­ბის ტრანსფორმაციის აუცილებლობასა და შესაძლებლობას, შეიმუ­შავებს რეკომენდაციებს ახალი სტრუქტურების შექმნის ან არსებულის გარ­და­საქ­მნელად;

გ) შეიმუშავებს წინადადებებს სახელმწიფო ორგანოთა სტრუქტურის ჩა­­მოყალიბების ძირითადი პრინციპების, ამ სტრუქტურებში შესაბამისი თა­ნამდებობების ადგილისა და როლის შესახებ;

დ) ახორციელებს საჯარო სამსახურის დაწესებულებათა სისტემაში არ­სებული საორგანიზაციო სტრუქტურების ანალიზს და, საჭიროების შემ­თხვე­­ვაში, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს მათი სრულყოფის მიზ­­­­ნით;

ე) ორგანიზებას უწევს საჯარო სამსახურის საბჭოს საქმიანობას, უზ­რუნ­­­ველყოფს საჯარო სამსახურის საბჭოს წევრებისათვის შესაბამისი ინ­ფო­რმაციის მი­წო­დებას;   

ვ) შეიმუშავებს საჯარო სამსახურის სფეროში სამოქმედო სტანდარ­ტე­ბის, ინსტრუქციების, სხვა მეთოდური და ნორმატიული დო­კუ­მენ­ტებისა და საკანონმდებლო წინადადებების პროექტებს;

ზ) შეისწავლის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურში მიღების, ატეს­ტა­ციის, დაწინაურების, სამსახურიდან გათავისუფლების არსებულ პრაქ­ტი­კას და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;

თ) შეისწავლის საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის არსებულ დონეს, უზრუნველყოფს შესაბამის ღონის­ძი­­­­ებათა განხორციელებას საჯარო მოსამსახურეთა პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;

ი) უზრუნველყოფს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების შე­სა­ხებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას და ადმინისტრირებას;

კ) შეიმუშავებს საჯარო მოხელეების ანაზღაურების სისტემის რე­ფორ­მის სტრატეგიას;

ლ) აანალიზებს მიღებულ ინფორმაციას საჯარო მოსამსახურეების უფ­ლებებისა და გარანტიების დაცვის, აგრეთვე დისციპლინური პას­უხის­მგებ­­­ლობის თაობაზე და ამზადებს შესაბამის დასკვნებს;

მ) უზრუნველყოფს საჯარო სამსახურის სფეროში სტატისტიკური მო­ნა­ცემების შეგროვებას, აანალიზებს მათ და ქმნის საჯარო სამსახურის ერ­თი­ან სახელმწიფოებრივ საინფორმაციო სისტემას;

ნ) შეიმუშავებს საჯარო მოსამსახურეების ეთიკისა და დისციპლინური ნორ­მების პროექტებს;

ო) შეიმუშავებს წინადადებებს საჯარო სამსახურის მართვის ახალი მე­თოდებისა და ტექნიკის დანერგვის შესახებ;

პ) აანალიზებს საჯარო სამსახურის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქ­ტების შესრულებას და საქართველოს მთავრობას წარუდგენს შესაბამის მოხ­სენებას;

ჟ) მონაწილეობს საჯარო სამსახურში კორუფციის წინააღმდეგ ბრძო­ლის სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში, კონ­კრე­ტულ ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში;

რ) ადგენს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლა­რაციის ტექნიკურად სწორად შევსების შესახებ ინსტრუქციას და უზრუნ­ველყოფს თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციის სწორად შევსებას;

ს) უზრუნველყოფს თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციის ფორმის დაუბრკოლებლად მიღებას;

ტ) უზრუნველყოფს შევსებული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგო­­მარეობის დეკლარაციის მიღებას, აღრიცხვას და შენახვას;

უ) უზრუნველყოფს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დე­კ­ლარაციის საჯაროობას;

ფ) უზრუნველყოფს თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგო­მარე­ო­ბის დეკლა­რირების ერთიანი ელექტრონული სისტემის დაუბრ­კო­ლებელ ხელ­­მისაწვდომობას;

ქ) ახორციელებს კონტროლს თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგო­­­­მარეობის დეკლარაციის კანონით გათვალისწინებულ ვადებში წარ­დ­გ­ე­­ნაზე;

ღ) უზრუნველყოფს იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეეს­ტრის შედგენას და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარ­­­დგენას, რომელთათვისაც დეკლარაციის შევსება სავალდებულოა, აგ­რე­თვე, რეესტრში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების მომზადებას და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენას;

ყ) იღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს თანამდებობის პირის მი­­­ერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებასთან დაკავ­შ­ირე­ბულ სამართალდარღვევებზე;

შ) ახორციელებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკ­ლარაციის მონაცემთა ანალიზს;

ჩ) დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად და თანამდებობის პირ­თა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონაცემების დაზუს­ტე­ბის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო ორგა­ნო­­ე­ბიდან და თანამდებობის პირისაგან გამოითხოვს საჭირო ინ­ფორ­მა­ციას;

ც) შეისწავლის და განაზოგადებს საჯარო სამსახურის სფეროში სხვა სა­ხელმწიფოთა გამოცდილებას, ამყარებს კავშირს საერთაშორისო, მათ შო­რის, დონორ ორგანიზაციებთან და თანამშრომლობს მათთან;

ძ) ატარებს კონფერენციებს, სემინარებს, სამეცნიერო შეკრებებს, ბრი­ფინ­­გებსა და პრესკონფერენციებს საჯარო სამსახურის სფეროში აქტუა­ლუ­­­რი საკითხების განსახილველად;

წ) საჯარო სამსახურის საბჭოსა და ბიუროს საქმიანობის გამჭვირ­ვა­ლო­ბისა და საჯარო სამსახურის სფეროში მიმდინარე პროცესებში სა­ზო­გა­დო­ების მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, ურთიერთობას ამ­­ყა­რებს არასამთავრობო სექტორთან და მასმედიასთან;

ჭ) განიხილავს ბიუროში შემოსულ ფიზიკური და იურიდიული პირე­ბის წერილობით განცხადებებსა და მომართვებს საქართველოს კანონ­მდებ­­ლობით დადგენილი წესით;

ხ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს აწვდის ინფორმაციას ბიუ­როს საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ჯ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქ­ცი­ებს.

2. ბიუროს უფლება აქვს, დაკისრებული ამოცანების ეფექტიანად გან­ხორ­­­­ციელებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე მოიწვიოს შესაბა­მი­სი დარგის ექსპერტები და სპეციალისტები.

3. ბიურო პასუხს არ აგებს მიღებული თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგო­­მარეობის დეკლარაციების მონაცემთა სისრულესა და ნამდვი­ლო­ბა­ზე.

მუხლი 4. ბიუროს ხელმძღვანელობა

1. ბიუროს უფროსს ნიშნავს და ათა­ვი­სუფლებს საქარ­თველოს პრე­მი­ერ‑მინისტრი.

2. ბიუროს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს ბიუროს საქმიანობას და წარმოადგენს ბიუროს მე­სამე პირებთან ურთიერთობაში;

ბ) შეიმუშავებს ბიუროს წლიურ სამუშაო გეგმას და წარადგენს საჯარო სამსახურის საბჭოზე დასამტკიცებლად;

გ) ყოველწლიურად წარუდგენს ანგარიშს საქართველოს მთავრობასა და საჯარო სამსახურის საბჭოს ბიუროს მიერ გაწეული საქმიანობის შე­სა­ხებ და ფინანსურ ანგარიშს;

დ) შეიმუშავებს ბიუროს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სა­რ­გო­­ების პრო­ექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთ­ა­ვ­რობას;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიმუშავებს ბიუროს ბიუ­ჯე­ტის პროექტს და დანიშნულებისამებრ წარადგენს დასამტკიცებლად;

ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საშ­ტა­ტო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომლებს, დებს შრომით ხელ­შეკ­რუ­ლებებს, ანაწილებს ფუნქციებს ბიუროს თანამშრომლებს შო­რის;

ზ) ამტკიცებს ბიუროს შინაგანაწესს;

თ) თვალყურს ადევნებს ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მი­ერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს თანამ­შრო­­მელთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;

ი) საჭიროების შემთხვევაში, ახდენს თავისი უფლებამოსილების დე­ლე­­გირებას ბიუროს თანამშრომელზე;

კ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმი­ნისტ­რა­­­ციულ-სამართლებრივ აქტებს;

ლ) შესაბამისი და­­წესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით ნიშნავს სა­კონკურსო-სა­ა­ტეს­ტაციო კომისიის თავმჯდომარეს (გარდა ადგი­ლობ­რივი თვითმმართველობის მოხელეთა სა­კონკურსო-სა­ა­ტეს­ტაციო კო­მი­სი­­ის თავმჯდომარისა);

მ) იღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს თანამდებობის პირის მი­­­­ერ დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებულ სამართალდარ­ღვევებ­ზე;

ნ) პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან თანამ­დე­ბო­ბი­დან გათავისუფლების შესახებ წერილობითი ინფორმაციის ბიუ­რო­სა­თ­­ვის წარუ­დგე­ნლობის შემთხვევის შესახებ აც­ნო­ბებს შესაბამისი სა­ჯა­რო და­­წე­სებულების ხე­ლმძღვანელს;

ო) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება­მო­­­სილებებს.

3. ბიუროს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშ­ნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ბიუროს უფროსი.

4. ბიუროს უფ­როსის მოადგილის ფუნქციებს განსაზღვრავს ბიუროს უფ­როსი.

5. ბიუროს უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს ბიუროს უფ­როსის მოადგილე.

მუხლი 5. ბიუროს სტრუქტურა

ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) აპარატი (დეპარტამენტი);

ბ) საჯარო სამსახურის რეფორმისა და განვითარების დეპარტამენტი;

გ) დეკლარაციებზე მუშაობის დეპარტამენტი.

მუხლი 6. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ფუნ­ქ­ცი­ები

1. ბიუროს აპარატი (დეპარტამენტი) ახორციელებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს:

ა) შეიმუშავებს საჯარო სამსახურის სფეროში სამოქმედო სტანდარ­ტების, ინსტრუქციების, სხვა მეთოდური და ნორმატიული დოკუ­მენ­ტე­ბი­სა და საკანონმდებლო წინადადებების პროექტებს;

ბ) შეიმუშავებს საჯარო მოსამსახურეების ეთიკისა და დისციპლინური ნორ­მების პროექტებს;

გ) ახორციელებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიმდინარე საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;

დ) მონიტორინგს უწევს საჯარო სამსახურის სფეროში მოქმედი ნორ­მატიული აქტების შესრულებას და ამზადებს საჯარო სამსახურის საბჭო­სა­­თვის შესაბამის დასკვნებსა და წინადადებებს;

ე) ახორციელებს საჯარო მოსამსახურეთა კანონით განსაზღვრული უფ­ლე­ბებისა და გარანტიების დაცვის მონიტორინგს;

ვ) უზრუნველყოფს ბიუროში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგებას, შემო­სუ­ლი და გასული დოკუმენტების რეგისტრაციას და კორესპონდენციის ად­რესატისათვის გადაცემას;

ზ) ახორციელებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიმდინარე საქმიანობის ორგანიზაციულ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;

თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნ­ველ­ყოფს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას და სა­ბუ­ღალტრო ბალანსის წარმოებას;

ი) აკონტროლებს საჯარო სამსახურის ბიუროს მატერიალურ-ტექ­ნი­კურ ფასეულობათა მდგომარეობას;

კ) მართავს კონფერენციებს, სემინარებს, პრესკონფერენციებს, ბრიფი­ნგებს და სამეცნიერო შეკრებებს საჯარო სამსახურის სფეროში აქტუა­ლუ­რი საკითხების განსახილველად;

ლ) საჯარო სამსახურის საბჭოსა და ბიუროს საქ­მია­ნობის გამჭვი­რვა­ლობის და საჯარო სამსახურის სფეროში მიმდინარე პროცესებში საზოგა­დოების მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, ურთიერ­თობას ამყა­რებს არასამთავრობო სექტორთან და მასმედიასთან;

მ) ორგანიზებას უწევს საჯარო სამსახურის საბჭოს საქმიანობას, უზრ­უნ­ველყოფს საბჭოს წევრებს შესაბამისი ინფორმაციით;

ნ) უზრუნველყოფს არსებულ ვაკანსიაზე პროფესიული და პერსო­ნალური მონაცემებით ყველაზე უფრო შესაფერის კანდიდატთა მოძიების კომ­პიუტერული სისტემის შექმნას;                  

ო) უზრუნველყოფს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების შე­სახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნასა და ადმინისტრირებას;

პ) უზრუნველყოფს საჯარო სამსახურის სფეროში თანამედროვე საინ­ფორ­მაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ელექტრონული მმართვე­ლო­ბა) სწავლებას;

ჟ) შეიმუშავებს საჯარო მოხელეთა საქმიანობის შეფასების კრი­ტე­რიუმებსა და მეთოდებს;

რ) უზრუნველყოფს საჯარო სამსახურის სისტემაში საკადრო პო­ლი­ტიკის ერთიანი პრინციპების გატარებას და მონიტორინგს;

ს) კოორდინაციას უწევს სახელმწიფო ორგანოთა (დაწესებულებათა) სა­­კადრო სამსახურების საქმიანობას;

ტ) უზრუნველყოფს საჯარო სამსახურის სფეროში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე საკონკურსო პირობებით თანამშრომელთა შერჩევისა და ატესტაციის სტანდარტული პროცედურების დამუშავებას;

უ) უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისიების მოდე­ლუ­რი რეგლამენტის შემუშავებას;

ფ) აანალიზებს ინფორმაციას საჯარო მოსამსახურეების უფლებებისა და გარანტიების დაცვის, დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე და ამზადებს შესაბამის დასკვნებს;

ქ) საქართველოს მთავრობისათვის შესაბამისი დასკვნის წარსადგენად აა­ნა­ლიზებს საჯარო სამსახურის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტე­ბის შესრულებას;

ღ) უზრუნველყოფს საჯარო სამსახურის სფეროში სტატისტიკური მო­ნაცემების შეგროვებას, აანალიზებს მათ და ქმნის საჯარო სამსახურის ერ­თი­ან სახელმწიფოებრივ საინფორმაციო სისტემას;

ყ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქ­ცი­ებს.

2. საჯარო სამსახურის რეფორმისა და განვითარების დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს:

ა) შეიმუშავებს წინადადებებს სახელმწიფო ორგანოთა სტრუქტურების ჩამოყალიბების ძირითადი პრინციპების, ამ სტრუქტურებში შესაბამისი თანამდებობების ადგილისა და როლის შესახებ;

ბ) შეისწავლის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურში მიღების, ატეს­ტა­ციის, დაწინაურების, სამსახურიდან გათავისუფლების არსებულ პრაქ­ტი­კას და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;

გ) შეისწავლის საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის არსებულ დონეს, უზრუნველყოფს შესაბამის ღონის­ძიე­ბა­თა განხორციელებას მათი პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის ამა­ღლების მიზნით;

დ) მონაწილეობს საჯარო სამსახურში კორუფციის წინააღმდეგ ბრძო­ლის სახელმწიფო პროგრამების ფორმირებასა და განხორციელებაში, კონ­კრეტულ ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში;

ე) კოორდინაციას უწევს საჯარო სამსახურის სფეროში პროექტებისა და პროგ­რამების დაგეგმვასა და განხორციელებას;

ვ) ადგენს საჯარო სამსახურის სფეროში მოქმედი სტრუქტურების ტრა­ნ­­­ს­ფორმაციის აუცილებლობასა და შესაძლებლობას, შეიმუშავებს რეკო­მენდაციებს ახალი სტრუქტურების შექმნის ან არსებულის გარდა­საქ­მნელად;

ზ) ახორციელებს საჯარო სამსახურის დაწესებულებათა სისტემაში არ­სე­ბული საორგანიზაციო სტრუქტურების ანალიზს და, საჭიროების შემ­თ­­ხვევაში, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს მათი სრულყოფის მიზ­­ნით;

თ) შეიმუშავებს წინადადებებს საჯარო სამსახურის მართვის ახალი მეთოდებისა და ტექნიკის დანერგვის შესახებ;

ი) ახორციელებს გარე ფაქტორების შეფასებას საჯარო სამსახურის სფე­როს სტრუქტურების საქმიანობის დაგეგმვისა და ორგანიზაციული   ცვლ­ი­­ლებების განხორციელებისათვის;

კ) ახორციელებს საჯარო სამსახურის დაწესებულებათა საქმიანობის მე­თოდების ეფექტიანობის შესწავლას და ანალიზს;

ლ) ახორციელებს საჯარო სამსახურის დაწესებულებების მართვის მე­თო­­დების, ორგანიზაციული და სტრუქტურული ხასიათის ცვლი­ლე­ბე­ბის გატარების პროცესის მონიტორინგს;

მ) უზრუნველყოფს საჯარო სამსახურის სისტემის სტრუქტურებში სხვა­­დასხვა მმართველობითი დონის ხელმძღვანელებისათვის მართვის თა­ნამედროვე მეთოდების მიზნობრივ სწავლებას;

ნ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქცი­ებს.

3. დეკლარაციებზე მუშაობის დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ ძი­რი­თად ფუნქციებს:

ა) ადგენს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლა­რა­ციის ტექნიკურად სწორად შევსების შესახებ ინსტრუქციას და უზრუნ­ველ­ყოფს თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციის სწორად შევსებას;

ბ) უზრუნველყოფს თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციის ფორმის დაუ­ბრკოლებლად მიღებას;

გ) უზრუნველყოფს შევსებული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომა­რეობის დეკლარაციის მიღებას, აღრიცხვას და შენახვას;

დ) უზრუნველყოფს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკ­ლარაციის საჯაროობას;

ე) უზრუნველყოფს თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგო­მარე­ო­ბის დეკლა­რირების ერთიანი ელექტრონული სისტემის დაუბრ­კოლებელ ხელ­­მისაწვდომობას;

ვ) ახორციელებს კონტროლს თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგო­მარეობის დეკლარაციის კანონით გათვალისწინებულ ვადებში წარ­დგე­ნაზე;

ზ) უზრუნველყოფს იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეეს­ტრის შედგენას და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკ­ი­ცებლად წარ­დგენას, რომელთათვისაც დეკლარაციის შევსება სავალდებულოა, აგრე­თვე რეესტრში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების მომზა­დებას და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენას;

თ) ახორციელებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დე­კ­­ლარაციის მონაცემთა ანალიზს;

ი) დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად და თანამდებობის პირ­თა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონაცემების დაზუს­ტე­ბის მიზნით, სახელმწიფო ორგანოებიდან და თანამდებობის პირისა­გან გამოითხოვს შესაბამის ინფორმაციას;

კ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქ­ცი­ებს.

მუხლი 7. ბიუროს დაფინანსება

1. ბიუროს დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახ­სრები;

ბ) შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღე­ბუ­ლი შემოსავლები;

დ) გრანტები;                                                       

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. დასახული მიზნების შესასრულებლად ბიურო უფლებამოსილია, გა­ნახო­რციელოს ეკონომიკური საქმიანობა კანონმდებლობით დადგე­ნი­ლი წე­სით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთ­ლიანად ხმარდება ბიუროს მიზნებისა და ფუნქციების განხორ­ცი­ე­ლებას და მათი გამოყენება რაიმე სხვა მიზნით დაუშვებელია.

მუხლი 8. სახელმწიფო კონტროლი

ბიუროს საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს, „საჯარო სამართლის იუ­რი­დიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირ­ვე­ლი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და მე-2 პუნქტის შესაბამისად, ახო­­რ­ციელებს მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

მუხლი 9. ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართვე­ლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 10. ბიუროს დებულებაში ცვლილების შეტანა

ბიუროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციე­ლდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.