დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/12/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.161.016139 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (16/12/2013 - 24/01/2014)
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტი, 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი.
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2014 წლის შემოსავლების კლასიფიკაცია. დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაცია. დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია. |
| მუხლი 2 |
მიღებულ იქნეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი შემოსავლების ნაწილში 9715.3 ათ. ლარის ოდენობით.
1) გადასახადები 3800.0 ათ. ლარის ოდენობით. 2) გრანტები 3815.3 ათ. ლარის ოდენობით. აქედან: ა) გათვალისწინებულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ფინანსური დახმარება მიზნობრივი ტრანსფერტი დელეგირებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად 260.0 ათ. ლარი. ბ) 3555.3 ათ. ლარი გათვალისწინებულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ფინანსური დახმარება გათანაბრებითი ტრანსფერტი. 3) სხვა შემოსავალები 2100.0 ათ. ლარის ოდენობით. |
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არაფინანსური აქტივების კლება 65.0 ათ. ლარი. |
| მუხლი 4 |
მიღებულ იქნეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი ხარჯების ნაწილში 9502.6 ათ. ლარის ოდენობით. |
| მუხლი 5 |
დამტკიცდეს 2014 წლის საბიუჯეტო დაწესებულებათა საშტატო მუშაკთა შრომის ანაზღაურების წლიური ფონდი 2284.5 ათ. ლარი. |
| მუხლი 6 |
დამტკიცდეს 2014 წლის საბიუჯეტო დაწესებულებათა შტატგარეშე (ხელშეკრულებით) მომუშავეთა ანაზღაურების წლიური ფონდი 217.5 ათ. ლარი. |
| მუხლი 7 |
დამტკიცდეს 2014 წლის მივლინების ხარჯები 68.0 ათ. ლარი. |
| მუხლი 8 |
დამტკიცდეს 2014 წლის საბიუჯეტო დაწესებულებათა ოფისის ხარჯები 1164.9 ათ. ლარი. |
| მუხლი 9 |
დამტკიცდეს 2014 წლის წარმომადგენლობითი ხარჯები 10,0 ათ. ლარი. |
| მუხლი 10 |
დამტკიცდეს 2014 წლის რბილი ინვენტარის და უნიფორმის შეძენის ხარჯები 20,0 ათ. ლარი. |
| მუხლი 11 |
დამტკიცდეს 2014 წლის ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა_შენახვის ხარჯები 586,0 ათ. ლარი |
| მუხლი 12 |
დამტკიცდეს 2014 წლის სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება მათ შორის სარეზერვო ფონდი 1217,2 ათ. ლარი. |
| მუხლი 13 |
დამტკიცდეს 2014 წლის პროცენტი საშინაო ვალდებულებებზე 80.0 ათ. ლარი |
| მუხლი 14 |
გათვალისწინებული იქნეს 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდია 3178,0 ათ. ლარი. |
| მუხლი 15 |
გათვალისწინებულ იქნეს 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური უზრუნველყოფის წლიური ფონდი 461,5 ათ. ლარი |
| მუხლი 16 |
გათვალისწინებულ იქნეს 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სხვა ხარჯების ასიგნებები 215,0 ათ. ლარი. |
| მუხლი 17 |
გათვალისწინებულ იქნეს 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან არაფინანსური აქტივების ზრდა 137,7 ათ. ლარი. |
| მუხლი 18 |
გათვალისწინებულ იქნეს 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვალდებულებების კლება 140,0 ათ. ლარი. |
| მუხლი 19 |
საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანად და ეკონომიურად ხარჯვის მიზნით, 2014 წლის განმავლობაში უფლება მიეცეს აღმასრულებელ ორგანოს, საკრებულოს თანხმობით გადაანაწილოს ხარჯები საბიუჯეტო ორგანიზაციის ეკონომიკური და ფუნქციონალურ კლასიფიკაციის მუხლებს შორის წლიური საბიუჯეტო გადაწყვეტილებით მისთვის დამტკიცებული ასიგნების 5 %_ის ფარგლებში. |
| მუხლი 20 |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდირება განხორციელდეს შემდეგ ორგანიზაციებზე:
ა. კ.ს.ა.ა.ი.პ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება – 1875,0 ათ. ლარი (9 თვის განმავლობაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ერთი ბავშვის შენახვის ღირებულება თვეში განისაზღვროს 70 ლარით “სამჯერადი კვებით” და დაფინანსდება 2500 აღსაზრდელი სრულად გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ, ასევე იანვრის, ივლისის და აგვისტოს თვეში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ხელფასებისა და მიმდინარე ხარჯებისათვის – 290880 ლარი და დახურული ბაღების დარაჯების (4 დარაჯი) ხელფასის ასანაზღაურებლად – 7200 ლარი. ბ. კ.ს.ა..ა.ი.პ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლების გაერთიანების ცენტრი – 110,0 ათ. ლარი (8 თვის განმავლობაში სამუსიკო სკოლების ცენტრში ერთი ბავშვის შენახვის ღირებულება განისაზღვროს 45 ლარის ოდენობით და დაფინანსება განხორციელდეს წილობრივი მონაწილეობით, 235 ბავშვის ღირებულების 30 ლარს დაფარავს გარდაბნის მუნიციპალიტეტი, ხოლო მშობელთა შემონატანი განისაზღვროს 15 ლარის ოდენობით, ასევე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღსაზრდელებზე გარდაბნის მუნიციპალიტეტი დაფარავს სრულ ღირებულებას 15 აღსაზრდელზე 45 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციის შენახვის ხარჯი კი განისაზღვროს 48,2 ათ. ლარით). გ. კ.ს.ა.ა.ი.პ. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრი“ - 300,0 ათ. ლარი (სასპორტო სკოლებში ერთი ბავშვის ღირებულება განისაზღვროს 25 ლარის ოდენობით და დაკვეთა განხორციელდეს შემდეგი ოდენობით - გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული იქნას 1000 ბავშვის შენახვის ღირებულება) დ. კ.ს.ა.ა.ი.პ. მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი - 85.0 ათ. ლარი (გარდაბნის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში განთავისუფლდეს 472 ბავშვი და ერთი ბავშვის ღირებულება განისაზღვროს 15 ლარის ოდენობით) ე. ა.ი.პ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება. – 60.0 ათ. ლარი ვ. .ა.ა.ი.პ.,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი” და ანსამბლი „ბეთანია“ - 150,0 ათ. ლარი ზ. ა.ა.ი.პ „ივანე ჯავახიშვილის სახ.გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი“ – 88,0 თ.ლარი; თ.კ.ს.ა.ა.ი.პ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მეგობრობის ცენტრი. _ 40.0 ათ. ლარი; ი. კ.ს.ა.ა.ი.პ”საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა”-210,0 ათ. ლარი, კ. ა.ა.ი.პ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის თერაპიული ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების ბავშვებისათვის”-120,0,0 ათ. ლარი |
| მუხლი 21 |
დაევალოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს უზრუნველყოს უპატრონო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ომის ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები _ 5,0 ათ. ლარი |
| მუხლი 22 |
განისაზღვროს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით ერთჯერადი მატერიალური დახმარებები და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საოპერაციო ხარჯები, დაევალოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს ზემოაღნიშნული ღონისძიებათა დაფინანსება განახორციელოს კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად _ 425,0 ათ. ლარი |
| მუხლი 23 |
დაევალოს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების გადასახდელების დაფინანსება განახორციელოს ვალდებულების აღებისა და ხარჯების გაწევის სახაზინო წესის შესაბამისად. |
| მუხლი 24 |
დაევალოს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს ხელფასების გაცემა არ დაუშვას საშემოსავლო გადასახადების გადახდის გარეშე. |
| მუხლი 25 |
დაევალოს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს ბიუჯეტის დამტკიცებიდან 20 დღის ვადაში დასამტკიცებლად წარადგინოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოში და გადააგზავნოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვების გეგმები. |
| მუხლი 26 |
დაევალოს ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურების უფროსებსა და საბიუჯეტო დაწესებულებების ხელმძღვანელებს:
1) ბიუჯეტის დამტკიცებიდან არაუგვიანეს ათი დღის ვადისა უზრუნველყონ საფინანსო გეგმებისა და ინდივიდუალური ხარჯთაღრიცხვების დამტკიცება და წარდგენა საფინანსო სამსახურში. 2) არ დაუშვან გეგმით გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესრულების არცერთი შემთხვევა წინასწარი დაფარვის წყაროს გამოძებნის გარეშე, აგრეთვე ზედმეტი და არააუცილებელი ხარჯების გაწევა. 3) მკაცრი კონტროლი დააწესონ ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების მიზნობრივ ხარჯვაზე. |
| მუხლი 27 |
საკრებულოს თავმჯდომარემ უზრუნველყოს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება. |
| მუხლი 28 |
დადგენილება ძალაში შედის 2014 წლის 1 იანვრიდან. |
| მუხლი 29 |
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით. |
|
დანართი
|
თავი I
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 9,715.3 ათასი ლარის ოდენობით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 3,815.3 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 2,100 ათასი ლარის ოდენობით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 9,502.6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 72.7 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 137.7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 65.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 140.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0.0 ათასი ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -140.0 ლარის ოდენობით, მათ შორის:
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ გასასტუმრებელი ვალდებულებები - 73.5 ათ. ლარი; მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტში გათვალისწინებული ვალდებულებების დაფარვა – 66.5 ათ. ლარი |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 100,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგეობის გამგებლის გადაწყვეტილებების შესაბამისად. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 260,0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 210,0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 35,0 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 5,0 ათასი ლარი; დ) გარდაბნის მუნიციპალიტეტისთვის ქლორიანი კირის შეძენა – 10,0 ათასი ლარი; 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი II გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მუხლი 16. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით გარდაბნის მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები. მოსახლეობის სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევების და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დახმარების გასაწევად სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად.აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. 1.1 საგანგებო სიტუაციების მართვა ხანძრისა და სტიქიური უბედურების შემთხვევების დროს მოსახლეობისა და მათი ქონების დასაცავად ადგილზე დროული მისვლა და კვალიფიციური დახმარების აღმოჩენა; საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება.
1.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღრიცხვა, წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება და სამედიცინო შემოწმება. ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზა ინფრასტრუქტური მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის და სოფლების საცხოვრებელი უბნების გზების მოასფალტება და განათება, ქალაქში და სოფლებში სასმელი წყლის სისტემების და სახურავების რეაბილიტაცია. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ.გარდაბანში, სოფელ ქესალოში, ნაზარლოში, სართიჭალაში, კუმისში, ვახტანგისში შიდა გზების რეაბილიტაცია (მოასფალტება), სიჩქარის შემზღუდველების მოწყობა, ქალაქის და სოფლების დაზიანებული გზების ორმული შეკეთება, მუნიციპალური და რეგიონალური განვითარების ფონდის ხელშეწყობის ქალაქის და სოფლების ცენტრალური გზების თანადაფინანსება. მუნიციპალური და რეგიონალური განვითარების ფონდის ხელშეწყობით ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსება.
2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია, დასუფთავების ღონისძიებები, წყლის სისტემის რეაბილიტაცია, აზომვითი ნახაზების და საკადასტრო რუკების მომზადება, მუნიციპალური და რეგიონალური განვითარების ფონდის ხელშეწყობით ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსება.
2.2.1 წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლებში და ქალაქ გარდაბანში წყლის სისტემის რეაბილიტაცია და სატუმბო-სადგურების მოვლა-პატრონობა.
2.2.2. გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, რეაბილიტირებულ გზებზე და შიდა კვარტალურ ეზოებში ახალი სანათი წერტილების მოწყობა.
2.2.3 დასუფთავების ღონისძიებები პროგრამა მოიცავს ქალაქ გარდაბნის და სოფლების დაგვა-დასუფთავებას და მონახვეტის გატანას, ასევე გარე ქსელის ბუნკერებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებასა და მის გატანას. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. 2.2.4. ბინათმშენებლობა ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია.
2.3 მუნიციპალუტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები პროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული სკვერების კეთილმოწყობის სამუშაოები, მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია, სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება, ქალაქის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა შენობების რეაბილიტაცია და სხვა ღონისძიებები.
2.3.1. კეთილმოწყობის ხარჯები პროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა შენობების რეაბილიტაცია და სხვა ღონისძიებები .
2.3.2 გამწვანებისა და გადაბელვის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 03 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული გამწვანების მოვლა–პატრონობა, ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება.
2.4 სოფლის მხარდაჭერის პროგრამა პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფლებში ადგილობრივი გზების მოასფალტება და ორმული შეკეთება, სასმელი წყლის სისტემის, საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია. სარწყავი არხების გაწმენდა-რეაბილიტაცია, რაც უწყობს ხელს სოფლების განვითარებისათვის და ხელშეწყობისთვის.
3. განათლება მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა და ახალი ბაღების მშენებლობა. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას. 3.1 ააიპ „ბაგა-ბაღების გაერთიანება“ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საბავშო ბაგა-ბაღებში დაწყებით განათლებას იღებს 2500 ბავშვი. საბავშვო ბაღებში ერთი ბავშვის სწავლის ღირებულება შეადგენს 70 ლარს, რომელიც მთლიანად ფინანსდება მუნიციპალიტეტის მიერ. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს.
3.2. ააიპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი“ ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორიის მასშტაბით სუბსიდირება ახალგაზრდა თაობის, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ქვეპროგრამის დაფინანსებით ხელი ეწყობა ახალგაზრდა თაობაში ნიჭიერი ბავშვების წარმოჩენას.
4. კულტურა, რელიგია-ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია კულტურული ტრადიციების დაცვა და ღირსეული გაგრძელება. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა. 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სპორტული სკოლების ფუნქციონირების ხელშეწყობა მომავალი სპორტული თაობის აღსაზრდელად. ასევე განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა ნიჭიერი სპორტსმენების აღზრდისა და წახალისების მიზნით. გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების დაფინანსება სპორტული ცენტრის მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს სპორტული შეჯიბრებების ორგანიზაბას
4.1.1 სპორტული ღონისძიებების ქვეპროგრამის მოიცავს სკოლის მოსწავლეთა ჩართულობას სპორტულ შეჯიბრებებში, რაც უდავოა რომ ასახვას ჰპოვებს შემდგომ ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში.
4.1.2 სპორტული სკოლების გაერთიანება მუნიციპალიტეტის მიერ ხორციელდება სპორტსმენების სწავლების დაფინანსება. ქვეპროგრამის განხორციელებით იზრდება დაინტერესება ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესისა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წარმატებული სპორტსმენები შემდგომ უზრუნველყოფენ რაიონის სახელის გატანას ქვეყნისა და ასევე მსოფლიო დონეზე. მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმას და მათთვის საწვრთნელი პირობების შექმნას.
4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი ახორციელებს, სახელოვნებო სკოლების, ბიბლიოთეკების, მუზეუმის და კულტურის ცენტრის დაფინანსებას, უზრუნველყოფს მათი ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალური და ფინანსური ბაზის შექმნას. მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გრძელდება სხვადასხვა კულტურული და დასვენების ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის, სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიება.
4.2.1 კულტურული ღონისძიებები
მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტის ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიება, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიება.
4.2.2. ტელევიზიის სუბსიდირება ქვეპროგრამის განხორციელებით ხელი ეწყობა რაიონში მიმდინარე მოვლენების გაშუქებასა და პოპულარიზაციას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.
4.2.3 სახელოვნებო სკოლები ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება 3 მუსიკალური სკოლა, სადაც სწავლობს 250-მდე მოსწავლე; 4.2.4 ბიბლიოთეკები და კულტურის ცენტრები (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სუბსიდირება კულტურის, ბიბლიოთეკების გაერთიანებისა და ხარეთმცოდნეობის მუზეუმის ცენტრის. ბიბლიოთეკების გაერთიანებაში ხორციელდება ბიბილიოგრაფიული და საინფორმაციო მუშაობის ხელშეწყობა, წიგნადი ფონდების შევსება დაკომპლექტება და სრული აღრიცხვა, ყველა ასაკის მკითხველის მომსახურება საჭირო ინფორმაციით და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით. მუზეუმი სისტემატიურად მოიპოვებს, იცავს, იკვლევს, პოპულარიზაციას უწევს და გამოფენს ადამინათა და მათი საარსებო გარემოს ამსახველ ნივთიერ მასალას, შეისწავლის მათ, განათლების, საზოგადოებისათვის ცოდნის გაცემის და ესთეტიური სიამოვნების მინიჭების მიზნით; მუზეუმი განახორციელებს სახემწიფოს ეროვნულ კურსს; აღვივებს საზოგადოების თვითშეგნებას პარტიოტული სულისკვეთებით
4.3 ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მომავალი თაობის ფიზიკური გაჯანსაღების მიზნით ტურისტული ლაშქრობები. ასევე ახალგაზრდა თაობის ჩართვა მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში. ახალგაზრდების ინიციატივებით სხვადასხვა პროექტების განხორციელება.
5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარების და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებისაგან. 5.1. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: · არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება; · დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება; · მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; · სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში და ამის საფუძველზე მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება; · ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებებისა და მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება; · მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური მგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე ადამიანისათვის საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებლების ღონისძიებები.
5.2 სოციალური პროგრამები პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებით უზრუნველყოფა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება.
5.2.1. სოციალურად დაუცველი ფენის საოპერაციო ხარჯები მუნიციპალიტეტისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს რაიონის მოსახლეობაზე და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ქვეროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იმ მოსახლეობის საოპერაციო ხარჯების დაფინანსება, რომლებსაც არ შესწევთ საკუთარი სახსრებით უზრუნველყონ აღნიშნული.
5.2.2 იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო გამოკვლევების ხარჯები ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობის პერიოდული სამედიცინო გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში სათანადო მედიკამენტებით დახმარება.
5.2.3 მოსწავლეებისა და პედაგოგების ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის ხარჯები მუნიციპალიტეტის მიერ ხორციელდება მოსწავლეების და პედაგოგების ტრანსპორტირება, პროგრამის ძირითადი დანიშნულებაა მოსწავლეების და პედაგოგების ტრანსპორტირების ხარჯების შეღავათი, ამასთან ზემოაღნიშნულ პროგრამას მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვაც გააჩნია.
5.2.4 განსაკუთრებული საჭიროების ბავშვთა და მშობელთა საკონსულტაციო ცენტრის დაფინანსება ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დაახლოებით 30 უნარშეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ტრანსპორტირება სოფლებიდან ცენტრში და შემდგომ უკან, სპეციალური პროგრამის საშუალებით ხორციელდება უნარშეზღუდული ბავშვებისათვის გაკვეთილების ჩატარება. ქვეპროგრამას გააჩნია ძალიან დიდი სოციალური დატვირთვა.
5.2.5 სოციალურად დაუცველი მოსახლეობის და ვეტერანთა მატერიალური დახმარება ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ერთჯერადი მატერიალური დახმარებები.
5.2.6 უპატრონო მიცვალებულთა, დევნილთა და ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია თანხა უპატრონო მიცვალებულების, დევნილებისა და ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების, პროგრამების, მათი აღწერის, მოსალოდნელი შედეგებისა და შეფასების ინდიკატორები
|
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით გარდაბნის მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები. მოსახლეობის სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევების და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დახმარების გასაწევად სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად.აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. 1.1 საგანგებო სიტუაციების მართვა ხანძრისა და სტიქიური უბედურების შემთხვევების დროს მოსახლეობისა და მათი ქონების დასაცავად ადგილზე დროული მისვლა და კვალიფიციური დახმარების აღმოჩენა; საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: · მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა. · სტიქიური უბედურებებისა და კატასტროფების ლოკალიზება და მათი შედეგების ლიკვიდაცია. · ზარალის მინიმიზაცია. შედეგების შეფასების ინდიკატორები: · გამოძახების რაოდენობა; · დროულად ლოკალიზებული და ლიკვიდირებული შემთხვევების რაოდენობა; · მიყენებული ზარალის რაოდენობა.
1.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღრიცხვა, წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება და სამედიცინო შემოწმება. ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: · თავდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული გეგმის მაქსიმალური შესრულება.
შედეგების შეფასების ინდიკატორები: · გაწვეულთა რაოდენობა.
2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზა ინფრასტრუქტური მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის და სოფლების საცხოვრებელი უბნების გზების მოასფალტება და განათება, ქალაქში და სოფლებში სასმელი წყლის სისტემების და სახურავების რეაბილიტაცია. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ.გარდაბანში, სოფელ ქესალოში, ნაზარლოში, სართიჭალაში, კუმისში, ვახტანგისში შიდა გზების რეაბილიტაცია (მოასფალტება), სიჩქარის შემზღუდველების მოწყობა, ქალაქის და სოფლების დაზიანებული გზების ორმული შეკეთება, მუნიციპალური და რეგიონალური განვითარების ფონდის ხელშეწყობის ქალაქის და სოფლების ცენტრალური გზების თანადაფინანსება. მუნიციპალური და რეგიონალური განვითარების ფონდის ხელშეწყობით ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსება.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: · მგზავრთა კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება; · ეკონომიკური ინტენსივობის ზრდა.
შედეგების შეფასების ინდიკატორები: · რეაბილიტირებული და ახალი გზების რაოდენობა.
2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია, დასუფთავების ღონისძიებები, წყლის სისტემის რეაბილიტაცია, აზომვითი ნახაზების და საკადასტრო რუკების მომზადება, მუნიციპალური და რეგიონალური განვითარების ფონდის ხელშეწყობით ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსება.
2.2.1 წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლებში და ქალაქ გარდაბანში წყლის სისტემის რეაბილიტაცია და სატუმბო-სადგურების მოვლა-პატრონობა.
2.2.2. გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, რეაბილიტირებულ გზებზე და შიდა კვარტალურ ეზოებში ახალი სანათი წერტილების მოწყობა.
2.2.3 დასუფთავების ღონისძიებები პროგრამა მოიცავს ქალაქი გარდაბნის და სოფლების დაგვა–დასუფთავებას და მონახვეტის გატანას, ასევე გარე ქსელის ბუნკერებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებასა და მის გატანას. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. 2.2.4. ბინათმშენებლობა ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: · განათებული მუნიციპალიტეტი; · გაუმჯობესებული სანიტარული პირობები; · გამართული კომუნალური ინფრასტრუქტურა; · მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე და მიწაზე ზედამხედველობის გაუმჯობესება.
შედეგების შეფასების ინდიკატორები: · ექსპლუატაციაში არსებული სანათი წერტილების რაოდენობა; · გატანილის ნარჩენების რაოდენობა; · რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურული ობიექტების რაოდენობა; · რეგისტრირებული შენობა-ნაგებობების და მიწის რაოდენობა.
2.3 მუნიციპალუტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები პროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული სკვერების კეთილმოწყობის სამუშაოები, მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია, სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება, ქალაქის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა შენობების რეაბილიტაცია და სხვა ღონისძიებები.
2.3.1. კეთილმოწყობის ხარჯები პროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა შენობების რეაბილიტაცია და სხვა ღონისძიებები .
2.3.2 გამწვანებისა და გადაბელვის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 03 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული გამწვანების მოვლა–პატრონობა, ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება.
მოსალოდნელი შუალედური შედეგები: · ქალაქის იერსახის გაუმჯობესება; · მოვლილი, გამწვანებული სკვერები; · მოსახლეობისათვის დასასვენებელი პირობების გაუმჯობესება; · სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება
შედეგების შეფასების ინდიკატორები: · რეაბილიტირებული და ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტების რაოდენობა
2.4 სოფლის მხარდაჭერის პროგრამა პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფლებში ადგილობრივი გზების მოასფალტება და ორმული შეკეთება, სასმელი წყლის სისტემის, საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია. სარწყავი არხების გაწმენდა-რეაბილიტაცია, რაც უწყობს ხელს სოფლების განვითარებისათვის და ხელშეწყობისთვის. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: · სოფლის მაცხოვრებელთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება;
შედეგების შეფასების ინდიკატორები: · ახალი და რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურული ობიექტების რაოდენობა
3. განათლება მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა და ახალი ბაღების მშენებლობა. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას. 3.1 ააიპ „ბაგა-ბაღების გაერთიანება“ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საბავშო ბაგა-ბაღებში დაწყებით განათლებას იღებს 2500 ბავშვი. საბავშვო ბაღებში ერთი ბავშვის სწავლის ღირებულება შეადგენს 70 ლარს, რომელიც მთლიანად ფინანსდება მუნიციპალიტეტის მიერ. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს.
3.2. ააიპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი“ ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორიის მასშტაბით სუბსიდირება ახალგაზრდა თაობის, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ქვეპროგრამის დაფინანსებით ხელი ეწყობა ახალგაზრდა თაობაში ნიჭიერი ბავშვების წარმოჩენას.
მოსალოდნელი შუალედური შედეგები: · აღსაზრდელთა შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფა; · საბავშვო ბაგა-ბაღებში გაუმჯობესებული სააღმზრდელო პროცესი
შედეგების შეფასების ინდიკატორები: · სათანადოდ აღჭურვილი საბავშვო ბაღების რაოდენობა; · აღსაზრდელთა რაოდენობა
4. კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია კულტურული ტრადიციების დაცვა და ღირსეული გაგრძელება. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება.
4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სპორტული სკოლების ფუნქციონირების ხელშეწყობა მომავალი სპორტული თაობის აღსაზრდელად. ასევე განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა ნიჭიერი სპორტსმენების აღზრდისა და წახალისების მიზნით. გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების დაფინანსება სპორტული ცენტრის მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს სპორტული შეჯიბრებების ორგანიზებას.
4.1.1 სპორტული ღონისძიებების ქვეპროგრამის მოიცავს სკოლის მოსწავლეთა ჩართულობას სპორტულს შეჯიბრებებში, რაც უდავოა, რომ ასახვას პოვებს შემდგომ ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში.
4.1.2 სპორტული სკოლების გაერთიანება მუნიციპალიტეტის მიერ ხორციელდება სპორტსმენების სწავლების დაფინანსება. ქვეპროგრამის განხორციელებით იზრდება დაინტერესება ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესისა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წარმატებული სპორტსმენები შემდგომ უზრუნველყოფენ რაიონის სახელის გატანას ქვეყნისა და ასევე მსოფლიო დონეზე. მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმას და მათთვის საწვრთნელი პირობების შექმნას.
მოსალოდნელი შუალედური შედეგები: · ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება
შედეგების შეფასების ინდიკატორები: · სხვადასხვა ტურნირებზე წარმატებული სპორტსმენების რაოდენობა.
4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი ახორციელებს სახელოვნებო სკოლების, ბიბლიოთეკების, მუზეუმის და კულტურის ცენტრის დაფინანსებას, უზრუნველყოფს მათი ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალური და ფინანსური ბაზის შექმნას. მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გრძელდება სხვადასხვა კულტურული და დასვენების ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები.
4.2.1 კულტურული ღონისძიებები მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები.
4.2.2. ტელევიზიის სუბსიდირება ქვეპროგრამის განხორციელებით ხელი ეწყობა რაიონში მიმდინარე მოვლენების გაშუქებასა და პოპულარიზაციას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.
4.2.3 სახელოვნებო სკოლები ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება 3 მუსიკალური სკოლა, სადაც სწავლობს 250-მდე მოსწავლე; 4.2.4 ბიბლიოთეკები და კულტურის ცენტრები (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სუბსიდირება კულტურის, ბიბლიოთეკების გაერთიანებისა და ხარეთმცოდნეობის მუზეუმის ცენტრის. ბიბლიოთეკების გაერთიანებაში ხორციელდება ბიბილიოგრაფიული და საინფორმაციო მუშაობის ხელშეწყობა, წიგნადი ფონდების შევსება დაკომპლექტება და სრული აღრიცხვა, ყველა ასაკის მკითხველის მომსახურება საჭირო ინფორმაციით და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით. მუზეუმი სისტემატიურად მოიპოვებს, იცავს, იკვლევს, პოპულარიზაციას უწევს და გამოფენს ადამინათა და მათი საარსებო გარემოს ამსახველ ნივთიერ მასალას, შეისწავლის მათ, განათლების, საზოგადოებისათვის ცოდნის გაცემის და ესთეტიური სიამოვნების მინიჭების მიზნით; მუზეუმი განახორციელებს სახემწიფოს ეროვნულ კურსს; აღვივებს საზოგადოების თვითშეგნებას პარტიოტული სულისკვეთებით.
მოსალოდნელი შუალედური შედეგები: · მოსახლეობაში კულტურისა და ტრადიციების დაცვა და შენარჩუნება; · მოსახლეობის აქტიური ჩართვა კულტურულ ღონისძიებებში; · კულტურული ობიექტების მდგომარეობის გაუმჯობესება და დაცვა.
შედეგების შეფასების ინდიკატორები: · ჩატარებული კულტურული ღონისძიებების რაოდენობა; · კულტურულ ღონისძიებებში ჩართული მოსახლეობის რაოდენობა.
4.3 ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მომავალი თაობის ფიზიკური გაჯანსაღების მიზნით ტურისტული ლაშქრობები. ასევე ახალგაზრდა თაობის ჩართვა მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში. ახალგაზრდების ინიციატივებით სხვადასხვა პროექტების განხორციელება.
მოსალოდნელი შუალედური შედეგები: · ახალგაზრდების მხრიდან თავისუფალი დროის შინაარსიანი და ეფექტური გამოყენება; · ახალგაზრდების საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა.
შედეგების შეფასების ინდიკატორები: · განხორციელებული პროექტების რაოდენობა; · პროექტებში ჩართული ახალგაზრდების რაოდენობა.
5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებების და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: · არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხავა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება; · დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება; · მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; · სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში და ამის საფუძველზე მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება; · ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებებისა და მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება; · მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე ადამიანისათვის საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: · მოსახლეობის დაცვა სხვადასხვა ინფექციურ დაავადებათა გავრცელებისაგან. შედეგების შეფასების ინდიკატორები: · ჩატარებული პრევენციული ღონისძიებების რაოდენობა; · პროგრამაში მონაწილე ბენეფიციართა რაოდენობა
5.2 სოციალური პროგრამები პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებით უზრუნველყოფა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება.
5.2.1. სოციალურად დაუცველი ფენის საოპერაციო ხარჯები მუნიციპალიტეტისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს რაიონის მოსახლეობაზე და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ქვეროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იმ მოსახლეობის საოპერაციო ხარჯების დაფინანსება, რომლებთაც არ შესწევთ საკუთარი სახსრებით უზრუნვეყონ აღნიშნული.
5.2.2 იძულებით გადაადილებულ პირთა სამედიცინო გამოკვლევების ხარჯები ქვეპროპგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობის პერიოდული სამედიცინო გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში სათანადო მედიკამენტებით დახმარება.
5.2.3 მოსწვლეებისა და პედაგოგების ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის ხარჯები მუნიციპალიტეტის მიერ ხორციელდება მოსწავლეების და პედაგოგების ტრანსპორტირება, პროგრამის ძირითადი დანიშნულებაა მოსწავლეების და პედაგოგების ტრანსპორტირების ხარჯების შეღავათი, ამასთან ზემოაღნიშნულ პროგრამას მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვაც გააჩნია.
5.2.4 განსაკუთრებული საჭიროების ბავშვთა და მშობელთა საკონსულტაციო ცენტრის დაფინანსება ქვეპროგრამის ფარგლებშე ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დაახლოებით 30 უნარშეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ტრანსპორტირება სოფლებიდან ცენტრში და შემდგომ უკან, სპეციალური პროგრამის საშუალებით ხორციელდება უნარშეზღუდული ბავშვებისათვის გაკვეთილების ჩატარება. ქვეპროგრამას გააჩნია ძალიან დიდი სოციალური დატვირთვა.
5.2.5 სოციალურად დაუცველი მოსახლეობის და ვეტერანთა მატერიალური დახმარება ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ერთჯერადი მატერიალური დახმარება.
5.2.6 უპატრონო მიცვალებულთა , დევნილთა და ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია თანხა უპატრონო მიცვალებულების, დევნილებისა და ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯებისათვის.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: · მუნიციპალიტეტში მოსახლეობის სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება; · მუნიციპალიტეტში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება
შედეგების შეფასების ინდიკატორები: · პროგრამაში მონაწილე ბენეფიციართა რაოდენობა.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები