დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 10 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.161.016180 |
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’-ს 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ.ა’’ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი (დანართი №1)
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2014 წლის შემოსავლების კლასიფიკაცია (დანართი №2) დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაცია (დანართი №3) დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია (დანართი №4) |
| მუხლი 2 |
მიღებული იქნეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი A შემოსავლების ნაწილში 14426.0 ათ. ლარის ოდენობით (დანართი №2).
1). გადასახადები 4860.0 ათ. ლარის ოდენობით. 2). გრანტები 7303.1 ათ. ლარის ოდენობით. აქედან: ა. გათვალისწინებულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ფინანსური დახმარება მიზნობრივი ტრანსფერტი დელეგირებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად 260.0 ათ. ლარი. ბ. 3555.3 ათ. ლარი გათვალისწინებულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ფინანსური დახმარება გათანაბრებითი ტრანსფერტი. g. 3487.8 ათ. ლარი გათვალისწინებულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერები. 3). სხვა შემოსავალები 2262.9 ათ. ლარის ოდენობით. |
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არაფინანსური აქტივების კლება 120.0 ათ. ლარი. (დანართი №2). |
| მუხლი 4 |
მიღებული იქნეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი ხარჯების ნაწილში 11042.5 ათ. ლარის ოდენობით (დანართი №3). |
| მუხლი 5 |
დამტკიცდეს 2014 წლის საბიუჯეტო დაწესებულებათა საშტატო მუშაკთა შრომის ანაზღაურების წლიური ფონდი 2741.3 ათ. ლარი. (დანართი №3). |
| მუხლი 6 |
დამტკიცდეს 2014 წლის საბიუჯეტო დაწესებულებათა შტატგარეშე (ხელშეკულებით) მომუშავეთა ანაზღაურების წლიური ფონდი 448.1 ათ. ლარი. (დანართი №3). |
| მუხლი 7 |
დამტკიცდეს 2014 წლის მივლინების ხარჯები 68.0 ათ. ლარი. (დანართი №3). |
| მუხლი 8 |
დამტკიცდეს 2014 წლის საბიუჯეტო დაწესებულებათა ოფისის ხარჯები 1129.4 ათ. ლარი (დანართი №3). |
| მუხლი 9 |
დამტკიცდეს 2014 წლის წარმომადგენლობითი ხარჯები 29.0 ათ. ლარი (დანართი №3). |
| მუხლი 10 |
დამტკიცდეს 2014 წლის რბილი ინვენტარის და უნიფორმის შეძენის ხარჯები 20,0 ათ. ლარი (დანართი #3) |
| მუხლი 11 |
დამტკიცდეს 2014 წლის ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა_შენახვის ხარჯები 590.0 ათ. ლარი (დანართი №3). |
| მუხლი 12 |
დამტკიცდეს 2014 წლის სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება 1126.3 ათ.ლარი, მათ შორის სარეზერვო ფონდი 100,0 ათ. ლარი (დანართი №3). |
| მუხლი 13 |
დამტკიცდეს 2014 წლის პროცენტი საშინაო ვალდებულებებზე 80.0 ათ. ლარი |
| მუხლი 14 |
გათვალისწინებული იქნეს 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდია 3490.1ათ. ლარი (დანართი №3). |
| მუხლი 15 |
გათვალისწინებული იქნეს 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური უზრუნველყოფის წლიური ფონდი 461,5 ათ. ლარი (დანართი №3). |
| მუხლი 16 |
გათვალისწინებული იქნეს 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სხვა ხარჯების ასიგნებები 858.8 ათ. ლარი (დანართი №3). |
| მუხლი 17 |
გათვალისწინებული იქნეს 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან არაფინანსური აქტივების ზრდა 6077.7 ათ. ლარი (დანართი №3). |
| მუხლი 18 |
გათვალისწინებული იქნეს 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვალდებულებების კლება 140,0 ათ. ლარი (დანართი №3). |
| მუხლი 19 |
საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანად და ეკონომიურად ხარჯვის მიზნით, 2014 წლის განმავლობაში უფლება მიეცეს აღმასრულებელ ორგანოს, საკრებულოს თანხმობით გადაანაწილოს ხარჯები საბიუჯეტო ორგანიზაციის ეკონომიკური და ფუნქციონალურ კლასიფიკაციის მუხლებს შორის წლიური საბიუჯეტო გადაწყვეტილებით მისთვის დამტკიცებული ასიგნების 5 %_ის ფარგლებში. |
| მუხლი 20 |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდირება განხორციელდეს შემდეგ ორგანიზაციებზე:
ა. კ.ს.ა.ა.ი.პ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება – 1875,0 ათ. ლარი (9 თვის განმავლობაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ერთი ბავშვის შენახვის ღირებულება თვეში განისაზღვროს 70 ლარით “სამჯერადი კვებით” და დაფინანსდება 2500 აღსაზრდელი სრულად გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ, ასევე იანვრის, ივლისის და აგვისტოს თვეში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ხელფასებისა და მიმდინარე ხარჯებისათვის – 290880 ლარი და დახურული ბაღების დარაჯების (4 დარაჯი) ხელფასის ასანაზღაურებლად – 7200 ლარი. ბ. კ.ს.ა..ა.ი.პ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლების გაერთიანების ცენტრი – 110,0 ათ. ლარი (8 თვის განმავლობაში სამუსიკო სკოლების ცენტრში ერთი ბავშვის შენახვის ღირებულება განისაზღვროს 45 ლარის ოდენობით და დაფინანსება განხორციელდეს წილობრივი მონაწილეობით, 235 ბავშვის ღირებულების 30 ლარს დაფარავს გარდაბნის მუნიციპალიტეტი, ხოლო მშობელთა შემონატანი განისაზღვროს 15 ლარის ოდენობით, ასევე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღსაზრდელებზე გარდაბნის მუნიციპალიტეტი დაფარავს სრულ ღირებულებას 15 აღსაზრდელზე 45 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციის შენახვის ხარჯი კი განისაზღვროს 48,2 ათ. ლარით). გ. კ.ს.ა.ა.ი.პ. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრი“ - 300,0 ათ. ლარი (სასპორტო სკოლებში ერთი ბავშვის ღირებულება განისაზღვროს 25 ლარის ოდენობით და დაკვეთა განხორციელდეს შემდეგი ოდენობით - გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული იქნას 1000 ბავშვის შენახვის ღირებულება) დ. კ.ს.ა.ა.ი.პ. მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი - 85.0 ათ. ლარი (გარდაბნის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში განთავისუფლდეს 472 ბავშვი და ერთი ბავშვის ღირებულება განისაზღვროს 15 ლარის ოდენობით) ე. ა.ი.პ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება. – 77,0 ათ. ლარი ვ. .ა.ა.ი.პ.,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი” და ანსამბლი „ბეთანია“ - 210,0 ათ. ლარი ზ. ა.ა.ი.პ „ივანე ჯავახიშვილის სახ.გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი“ – 88,0 თ.ლარი; თ. კ.ს.ა.ა.ი.პ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მეგობრობის ცენტრი. _ 42,5 ათ. ლარი; ი. კ.ს.ა.ა.ი.პ”საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა”-285,0 ათ. ლარი, კ. ა.ა.ი.პ “ გარდაბნის მუნიციპალიტეტის თერაპიული ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების ბავშვებისათვის”-122.3 ათ. ლარი ლ. შ.პ.ს. „რუსთავის ნაგავსაყრელი“ – 140,0 ათ.ლარი მ. შ.პ.ს. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტი“ – 60.0 ათ.ლარი n. ა.ი.პ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპროექტო სამშენებლო გაერთიანება. – 95,0 ათ. ლარი |
| მუხლი 21 |
დაევალოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს უზრუნველყოს უპატრონო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ომის ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები _ 5,0 ათ. ლარი |
| მუხლი 22 |
განისაზღვროს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით ერთჯერადი მატერიალური დახმარებები და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საოპერაციო ხარჯები, დაევალოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს ზემოაღნიშნული ღონისძიებათა დაფინანსება განახორციელოს კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად _ 425,0 ათ. ლარი |
| მუხლი 23 |
დაევალოს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების გადასახდელების დაფინანსება განახორციელოს ვალდებულების აღებისა და ხარჯების გაწევის სახაზინო წესის შესაბამისად. |
| მუხლი 24 |
დაევალოს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს ხელფასების გაცემა არ დაუშვას საშემოსავლო გადასახადების გადახდის გარეშე. |
| მუხლი 25 |
დაევალოს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს ბიუჯეტის დამტკიცებიდან 20 დღის ვადაში დასამტკიცებლად წარადგინოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოში და გადააგზავნოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვების გეგმები. |
| მუხლი 26 |
დაევალოს ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურების უფროსებსა და საბიუჯეტო დაწესებულებების ხელმძღვანელებს:
1). ბიუჯეტის დამტკიცებიდან არაუგვიანეს ათი დღის ვადისა უზრუნველყონ საფინანსო გეგმებისა და ინდივიდუალური ხარჯთაღრიცხვების დამტკიცება და წარდგენა საფინანსო სამსახურში. 2). არ დაუშვან გეგმით გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესრულების არცერთი შემთხვევა წინასწარი დაფარვის წყაროს გამოძებნის გარეშე, აგრეთვე ზედმეტი და არააუცილებელი ხარჯების გაწევა. 3). მკაცრი კონტროლი დააწესონ ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების მიზნობრივ ხარჯვაზე. |
| მუხლი 27 |
საკრებულოს თავმჯდომარემ უზრუნველყოს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება. |
| მუხლი 28 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
| მუხლი 29 |
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში. |
|
დანართი #1
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
1.
ათას ლარებში; |
2.
|
დანართი #2
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემოსულობები
|
1.
ათას ლარებში; |
2.
|
დანართი #3
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
1.
ათას ლარებში; |
2.
|
დანართი #4
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის ასიგნებები ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით
|
1.
ათას ლარებში; |
2.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები