დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1684-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/11/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/12/2013 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/10/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 300310000.05.001.017227 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (16/12/2013 - 29/05/2014)
|
მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 პუნქტი: „23. ამ კანონის 24-ე მუხლის 171−175 და 27-ე−274 პუნქტებით განსაზღვრული ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით.“. 2. მე-6 მუხლის: ა) 101−103 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „101. სამხედრო პროდუქციის დამზადების, წარმოების გენერალური ლიცენზია. 102. სამხედრო პროდუქციის შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) გენერალური ლიცენზია. 103. სამხედრო პროდუქციით ვაჭრობის გენერალური ლიცენზია.“; ბ) 37-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 371 პუნქტი: „371. სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზია.“. 3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი: „მუხლი 91. სამხედრო პროდუქციის დამზადების, წარმოების, სამხედრო პროდუქციის შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და სამხედრო პროდუქციით ვაჭრობის გენერალური ლიცენზიების გამცემი ორგანო და მათი გაცემის საფუძველი 1. სამხედრო პროდუქციის დამზადებას, წარმოებას, სამხედრო პროდუქციის შეკეთებას (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით), სამხედრო პროდუქციით ვაჭრობას ახორციელებს აღნიშნული საქმიანობის უფლების მქონე იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე შესაბამისი გენერალური ლიცენზიის საფუძველზე. 2. ამ კანონის მე-6 მუხლის 101−103 პუნქტებით განსაზღვრულ გენერალურ ლიცენზიებს გასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე. 3. ამ კანონის მე-6 მუხლის 101−103 პუნქტებით განსაზღვრული გენერალური ლიცენზიების მისაღებად იურიდიულმა პირმა ან ინდივიდუალურმა მეწარმემ ამავე კანონით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარადგინოს: ა) მონაცემები იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ; ბ) იმ პირთა სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პროფესიის, სამუშაო ადგილის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით, აგრეთვე ნასამართლობის არარსებობის, ნარკოლოგიურ და ფსიქონევროლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ ცნობების წარმოდგენით), რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ სამხედრო პროდუქციის დამზადებასთან, წარმოებასთან, შეკეთებასთან (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მისით ვაჭრობასთან; გ) იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა (მისამართების მითითებით), რომლებშიც უნდა განხორციელდეს სამხედრო პროდუქციის დამზადება, წარმოება, შეკეთება (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მისით ვაჭრობა; დ) შესაბამის შენობა-ნაგებობაში სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) შესაბამისი შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) შესაბამისი შენობა-ნაგებობის სათანადო დაცვისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო. 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემს შესაბამისი შენობა-ნაგებობის დაცვის უფლებამოსილების მქონე (დაცვისთვის პასუხისმგებელი) სუბიექტი (სამსახური).“. 4. 24-ე მუხლის: ა) 171 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „171. სამხედრო პროდუქციის იმპორტის ნებართვა.“; ბ) 171 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 172−175 პუნქტები: „172. სამხედრო პროდუქციის ექსპორტის ნებართვა. 173. სამხედრო პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა. 174. სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ნებართვა. 175. სამხედრო პროდუქციაზე ტექნიკური დახმარების ნებართვა.“; გ) 27-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „27. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვა.“; დ) 27-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 271−274 პუნქტები: „271. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვა. 272. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა. 273. ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ნებართვა. 274. ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე ტექნიკური დახმარების ნებართვა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან. |
ქუთაისი, 29 ნოემბერი 2013 წ. N1684-Iს |
დოკუმენტის კომენტარები