ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვაკანტურ თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვაკანტურ თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/12/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 23/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.151.016136
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
22
06/12/2013
ვებგვერდი, 13/12/2013
010250000.35.151.016136
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვაკანტურ თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/12/2013 - 17/10/2014)

 

                        ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2013 წლის 6 დეკემბერი

დაბა სტეფანწმინდა

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე - 2 პუნქტისა და ,,საჯარო  სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და შესაბამისად, 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
დამტკიცდეს ყაზბეგის  მუნიციპალიტეტის გამგეობის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1.საერთო მოთხოვნები

კონკურსში  მონაწილე  ყველა კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 65 წლის ასაკამდე, აუცილებელია ჰქონდეს  უმაღლესი განათლება, ფლობდეს სახელმწიფო ენას,აკმაყოფილებდეს პროფესიული ცოდნის მოთხოვნებს, ზოგადი უნარების მოთხოვნებს, პროფესიული უნარების მოთხოვნებსა და მოეთხოვება  შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) ევროპული ქარტია “ადგილობრივი თვითმმართველობის” შესახებ;

გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი ,, ნორმატიული აქტების შესახებ“;

ვ) საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ზ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;

თ) საქართველოს კანონი ,, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“,

ი) საქართველოს კანონი ,, სახელმწიფო ქონების შესახებ“;

კ) საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“;

ლ) საქართველოს კანონი ,, ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ.

 

მუხლი 2
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების სფეროში

1.თანამდებობათა რანგების მიხედვით სავალდებულოა:

ა) მთავარი საჯარო თანამდებობის (გამგებელი, გამგებლის მოადგილე)  პოზიციის დასაკავებლად - აუცილებელია  საჯარო სამსახურში მუშაობის  2 -წლიანი  და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება;

ბ) წამყვანი საჯარო თანამდებობის დასაკავებლად ( გამგეობის სამსახურის უფროსი) - საჯარო სამსახურში მუშაობის   1-წლიანი  გამოცდილება;

გ) უფროსი საჯარო თანამდებობის დასაკავებლად ( გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი, ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული) - საჯარო სამსახურში მუშაობის    1-წლიანი  გამოცდილება.

მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 


საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ალიბეგაშვილი