ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/10/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.151.016158
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
20
17/10/2014
ვებგვერდი, 23/10/2014
010250000.35.151.016158
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/10/2014 - 27/11/2014)

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2014 წლის 17 ოქტომბერი

დ. სტეფანწმინდა

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს  61-ე მუხლის მე-2 პუნქტის  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19  მუხლის მე-2 და  მე-3 პუნქტების, “ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დადგენილი იქნეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართის შესაბამისად;
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის  6 დეკემბრის  №22  დადგენილება (სსმ 13.12.2013 წ, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.151.016136)  ,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 


ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა ელოშვილი



დანართი

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები


მუხლი 1
ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელის მიერ თანამდებობის დასაკავებლად.
მუხლი 2
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნა წესდება თითოეული საშტატო თანამდებობისათვის და განსაზღვრავს ცალკეული თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კვალიფიკაციას.
მუხლი 3
გამგეობის მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით დადგენილ და შესაბამისი თანამდებობისათვის დაწესებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
მუხლი 4
მოხელის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

1. პროფესიული ცოდნის მოთხოვნები.

2. პროფესიული უნარების მოთხოვნებ.

მუხლი 5
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნის სფეროში სავალდებულოა გამგეობაში თანამდებობის დასაკავებლად (სპეციალობიდან გამომდინარე მოთხოვნები) და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად, ასევე სავალდებულოა ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
მუხლი 6
თანამდებობათა რანგების მიხედვით სავალდებულოა:

 გამგეობის სტრუქტურული ერთეულის განყოფილების - უფროსი საჯარო თანამდებობის დასაკავებლად - უმაღლესი განათლება ან სპეციალური განათლება, საჯარო თანამდებობაზე საქმიანობის 1 წლიანი გამოცდილება მაინც.

მუხლი 7
გამგეობის სტრუქტურული ერთეულის განყოფილების მთავარი, უფროსი, წამყვანი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად - უმაღლესი განათლება ან სპეციალური განათლება, მუშაობის საერთო სტაჟი 2  წელი მაინც. სხვა დანარჩენი საჯარო თანამდებობის დასაკავებლად - საშუალო სპეციალური განათლება მაინც.
მუხლი 8
პროფესიული ცოდნის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოხელის სამუშაოთა აღწერილობის შესაბამისად მოიცავს პროფესიულ კვალიფიკაციას და საქმიანობის სფეროს მიხედვით საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების ცოდნას.