„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის“ რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის“ ჩამოყალიბების შესახებ“

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის“ რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის“ ჩამოყალიბების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 05/12/2013
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016059
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
27
05/12/2013
ვებგვერდი, 09/12/2013
010340000.32.061.016059
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის“ რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის“ ჩამოყალიბების შესახებ“
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/12/2013 - 11/05/2016)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №27

2013 წლის 5 დეკემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის” რეორგანიზაციისა და  საჯარო  სამართლის იურიდიული პირის  - აფხაზეთის  სახელმწიფო საგუნდო კაპელას" ჩამოყალიბების შესახებ

მუხლი 1. ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის კანონის მე-6 მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” აფხაზეთის კანონის მე-11 მუხლისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ,,აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის" (შემდგომში ანსამბლი) რეორგანიზაცია, ანსამბლის შემადგენლობიდან გამოეყოს საგუნდო კაპელა და ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი -  „აფხაზეთის  სახელმწიფო საგუნდო კაპელა“.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლებისა და კულტურის სამინისტრომ (დიმიტრი  ჯაიანი) უზრუნველყოს:

ა) საჯარო სამართლის იურიდიულ პირის - „აფხაზეთის  სახელმწიფო საგუნდო კაპელას" სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის -  „აფხაზეთის  სახელმწიფო საგუნდო კაპელას" დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

გ) ანსამბლის რეორგანიზაციასთან და­კავ­ში­რე­ბული, კა­ნონ­­მდებ­­ლო­ბით გათვალისწინებული ღო­ნის­ძიებე­ბის გან­ხორ­ციე­ლება.

3.  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლებისა და კულტურის სამინისტრომ (დიმიტრი ჯაიანი) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის  სამინისტრომ (ა. ძაგანია)  უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიული პირის -  „აფხაზეთის  სახელმწიფო საგუნდო კაპელასთვის"  საჭირო ქონების გადაცემასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.

4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ხორავა)  აღნიშნული ცვლილება გაითვალისწინოს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის კანონის პროექტში. 

5. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი უზრუნ­ველყოს აფხაზეთის მთავრობის აპარატმა ( ო. გარმელია) .              

მუხლი 2. დადგენილება  ამოქმედდეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ამოქმედების დღიდან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                       ვ. ყოლბაია