ქალაქ ჭიათურის ტერიტორიის ზონირებისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

ქალაქ ჭიათურის ტერიტორიის ზონირებისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/12/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/12/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 10/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016097
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
22
06/12/2013
ვებგვერდი, 12/12/2013
010250020.35.129.016097
ქალაქ ჭიათურის ტერიტორიის ზონირებისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (12/12/2013 - 06/02/2015)

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №22

2013 წლის 6 დეკემბერი

ქ. ჭიათურა

 

   ალაქ ჭიათურის  ტერიტორიის ზონირებისა და  ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ და ,,ჟ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და  ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის  2013 წლის 08 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ქ. ჭიათურის ტერიტორია დაიყოს სამ ზონად: ცენტრალურ, შუალედურ და პერიფერიულ ზონებად.
მუხლი 2
1. ქ. ჭიათურის ცენტრალურ ზონაში დამტკიცდეს: ნინოშვილის, წერეთლის, ძმები დეკანოზიშვილების (ყოფილი პირველი მაისის), ყაზბეგის, იაშვილის, თხელიძის, ნიკოპოლის, ტოლსტოის, აბაშიძის, 26 მაისის, ჭავჭავაძის ქუჩების ტერიტორიები არსებულ საზღვრებში.
2. ქ. ჭიათურის შუალედურ ზონაში დამტკიცდეს: დავით აღმაშენებლის (ყოფილი სტალინის) ქუჩის №1-დან №94-ის ჩათვლით, მღვიმევის, გიორგაძის, ჩაჩანიძის (ყოფილი მოსკოვის), წმ.გერმანეს, ცხოვრებაძის, 9-აპრილის, ვაჟა-ფშაველას, ბარათაშვილის, ბელიაშვილის, თორღვაშვილის, ტყაბლაძის, ჭიღლაძის, ინტერნაციონალის, რუსთაველის, ქუთაისის, კუპატაძის (ყოფილი წულუკიძის), ბათუმის, ლეჟუბნის, თბილისის, ჯარბელის, ტაბიძის, ჭანტურიას ქუჩების ტერიტორიები, მემორიალის მიმდებარე ტერიტორია, საჩხერის გზატკეცილის, მდინარეების ყვირილისა და ჯრუჭულას მიმდებარე ტერიტორიები არსებულ საზღვრებში.
3. ქ. ჭიათურის პერიფერიულ ზონაში დამტკიცდეს: დავით აღმაშენებლის (ყოფილი სტალინის) ქუჩა №94-დან ზემოთ, ახალი დარკვეთისა და მღვიმევის მაღაროთა სამმართველოების მიმდებარე ტერიტორიები, სოფრომაძის, პატარიძის, ვაჩნაძის, ფანცულაიას, საბჭოს, ღვალაძის (ყოფილი საბჭოს ქუჩის მე-4 შესახვევი), წმ. გიორგის, გაგარინის, გოგებაშვილის, ერისთავის, თავისუფლების, მუხაძის, სიხარულიძის, ფრანგიშვილის, ბაქრაძის ქუჩების ტერიტორიები არსებულ საზღვრებში.  
მუხლი 3
დამტკიცდეს ქ. ჭიათურის ზონირების თანდართული სქემატური რუკა (დანართი №1).
მუხლი 4
დადგინდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი ზონების შესაბამისად №2 დანართის მიხედვით.
მუხლი 5
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ’’ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 03 თებერვლის №5 დადგენილება.
ბ) ,,ქ.ჭიათურის ტერიტორიის ზონირების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტტის 2011 წლის 18 მარტის №5 დადგენილება.    
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეიასონ ჭუმბურიძე



დანართი №1



 

 

 

დანართი №2

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი ზონების შესაბამისად

მუხლი 1
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 (ერთი) კვ.მ. ფართობზე გამოიანგარიშება შემდეგი  ფორმულით:

CN=IMG x ITL x C x K სადაც:

ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი ზონების მიხედვით;
ბ) IMG არის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის მიკრომდებარეობის ინდექსი და უდრის 0,52-ს.
გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი დადგენილი ზონების მიხედვით და შესაბამისად უდრის:
გ.ა) ცენტრალური ზონისათვის - 1,2-ს;
გ.ბ) შუალედური ზონისათვის - 1,0-ს;
გ.გ) პერიფერიული ზონისათვის - 0,8-ს;
დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24 ლარის ტოლია.
ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლის ოდენობა უდრის 80-ს.
მუხლი 2
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის ტერიტორიაზე 1 (ერთი) კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასი დგინდება შემდეგი სახით:

IMG

ITL

C

K

CN (ლარი)

ცენტრალური ზონა

0,52

1,2

0,24

80

12,0

შუალედური ზონა

0,52

1,0

0,24

80

10,0

პერიფერიული ზონა

0,52

0,8

0,24

80

8,0

 

მუხლი 3
სოფლებში 1 (ერთი) კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის  შუალედური ზონისათვის დადგენილი 1 (ერთი) კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის 40%-ით და იგი შეადგენს 4,0 ლარს.
მუხლი 4
დასახლებათაშორის არეალებში 1 (ერთი) კვ.მ.  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის შუალედური ზონისათვის დადგენილი 1 (ერთი) კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის 30%-ით და იგი შეადგენს 3,0 ლარს.
მუხლი 5
დასახლებათაშორის არეალებში გამავალი ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრული შიდა-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული 1 (ერთი) კვ.მ.  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის შუალედური ზონისათვის დადგენილი 1 (ერთი) კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის ნორმატიული ფასის 50%-ით და იგი შეადგენს 5,0 ლარს.