დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ ჭიათურის ტერიტორიის ზონირებისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/12/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.129.016097 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
22
06/12/2013
ვებგვერდი, 12/12/2013
010250020.35.129.016097
ქალაქ ჭიათურის ტერიტორიის ზონირებისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/12/2013 - 06/02/2015)
|
ქალაქ ჭიათურის ტერიტორიის ზონირებისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ და ,,ჟ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 08 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ქ. ჭიათურის ტერიტორია დაიყოს სამ ზონად: ცენტრალურ, შუალედურ და პერიფერიულ ზონებად. |
| მუხლი 2 |
1.
ქ. ჭიათურის ცენტრალურ ზონაში დამტკიცდეს: ნინოშვილის, წერეთლის, ძმები დეკანოზიშვილების (ყოფილი პირველი მაისის), ყაზბეგის, იაშვილის, თხელიძის, ნიკოპოლის, ტოლსტოის, აბაშიძის, 26 მაისის, ჭავჭავაძის ქუჩების ტერიტორიები არსებულ საზღვრებში. |
2.
ქ. ჭიათურის შუალედურ ზონაში დამტკიცდეს: დავით აღმაშენებლის (ყოფილი სტალინის) ქუჩის №1-დან №94-ის ჩათვლით, მღვიმევის, გიორგაძის, ჩაჩანიძის (ყოფილი მოსკოვის), წმ.გერმანეს, ცხოვრებაძის, 9-აპრილის, ვაჟა-ფშაველას, ბარათაშვილის, ბელიაშვილის, თორღვაშვილის, ტყაბლაძის, ჭიღლაძის, ინტერნაციონალის, რუსთაველის, ქუთაისის, კუპატაძის (ყოფილი წულუკიძის), ბათუმის, ლეჟუბნის, თბილისის, ჯარბელის, ტაბიძის, ჭანტურიას ქუჩების ტერიტორიები, მემორიალის მიმდებარე ტერიტორია, საჩხერის გზატკეცილის, მდინარეების ყვირილისა და ჯრუჭულას მიმდებარე ტერიტორიები არსებულ საზღვრებში. |
3.
ქ. ჭიათურის პერიფერიულ ზონაში დამტკიცდეს: დავით აღმაშენებლის (ყოფილი სტალინის) ქუჩა №94-დან ზემოთ, ახალი დარკვეთისა და მღვიმევის მაღაროთა სამმართველოების მიმდებარე ტერიტორიები, სოფრომაძის, პატარიძის, ვაჩნაძის, ფანცულაიას, საბჭოს, ღვალაძის (ყოფილი საბჭოს ქუჩის მე-4 შესახვევი), წმ. გიორგის, გაგარინის, გოგებაშვილის, ერისთავის, თავისუფლების, მუხაძის, სიხარულიძის, ფრანგიშვილის, ბაქრაძის ქუჩების ტერიტორიები არსებულ საზღვრებში. |
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს ქ. ჭიათურის ზონირების თანდართული სქემატური რუკა (დანართი №1). |
| მუხლი 4 |
დადგინდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი ზონების შესაბამისად №2 დანართის მიხედვით. |
| მუხლი 5 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს: |
ა)
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ’’ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 03 თებერვლის №5 დადგენილება. |
ბ)
,,ქ.ჭიათურის ტერიტორიის ზონირების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტტის 2011 წლის 18 მარტის №5 დადგენილება. |
| მუხლი 6 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
![]() |
დანართი №2 |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი ზონების შესაბამისად
|
| მუხლი 1 |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 (ერთი) კვ.მ. ფართობზე გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით:
CN=IMG x ITL x C x K სადაც: |
ა)
CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი ზონების მიხედვით; |
ბ)
IMG არის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის მიკრომდებარეობის ინდექსი და უდრის 0,52-ს. |
გ)
ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი დადგენილი ზონების მიხედვით და შესაბამისად უდრის: |
გ.ა)
ცენტრალური ზონისათვის - 1,2-ს; |
გ.ბ)
შუალედური ზონისათვის - 1,0-ს; |
გ.გ)
პერიფერიული ზონისათვის - 0,8-ს; |
დ)
C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24 ლარის ტოლია. |
ე)
K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლის ოდენობა უდრის 80-ს. |
| მუხლი 2 |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის ტერიტორიაზე 1 (ერთი) კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასი დგინდება შემდეგი სახით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 3 |
სოფლებში 1 (ერთი) კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის შუალედური ზონისათვის დადგენილი 1 (ერთი) კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის 40%-ით და იგი შეადგენს 4,0 ლარს. |
| მუხლი 4 |
დასახლებათაშორის არეალებში 1 (ერთი) კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის შუალედური ზონისათვის დადგენილი 1 (ერთი) კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის 30%-ით და იგი შეადგენს 3,0 ლარს. |
| მუხლი 5 |
დასახლებათაშორის არეალებში გამავალი ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრული შიდა-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული 1 (ერთი) კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის შუალედური ზონისათვის დადგენილი 1 (ერთი) კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის 50%-ით და იგი შეადგენს 5,0 ლარს. |
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები