ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ

ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11/071
დოკუმენტის მიმღები ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო
მიღების თარიღი 06/12/2013
დოკუმენტის ტიპი ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 300310000.25.017.016001
11/071
06/12/2013
ვებგვერდი, 13/12/2013
300310000.25.017.016001
ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო
 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

საჯარო სამართლის იურიდიული პირის

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის

ბრძანება №11/071

2013 წლის 6 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის და მე-14 მუხლის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 აპრილის №93 დადგენილების პირველი მუხლის მე-7 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2013 წლის 25 მარტის №449 კანონის პირველი მუხლის მე-12 პუნქტისა და „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტისა და 81 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის სალიცენზიო მოწმობის თანდართული ფორმა.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურესების სააგენტოს უფროსის 2011 წლის 26 დეკემბრის 14 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

 

ცვლილების ტექსტის ძირითად ტექსტთან შეუთავსებლობის გამო ვერ ხერხდება კოდიფიკაცია.


სააგენტოს უფროსიგიორგი ტატიშვილი