დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 180-ს |
დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
მიღების თარიღი | 28/11/2013 |
დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/11/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240010.30.060.016016 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
მუხლი 1 |
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონში (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, №4, 30.11.2004 წელი, მუხ. 7) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით ,,მუხლი 12 აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებია: ა) განათლებისა და კულტურის სამინისტრო; ბ) (ამოღებულია - 18.12.2013, №182); გ) (ამოღებულია - 18.12.2013, №182); დ) დევნილთა საქმეების დეპარტამენტი; ე) იუსტიციის დეპარტამენტი; ვ) სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი.“.11. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ1) ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.“. 2. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 3. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3-მე-7 პუნქტები: ,,3. ლიკვიდირებულ იქნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო. 4. ლიკვიდირებულ იქნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო. 5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ჩაითვალოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს უფლებამონაცვლედ. 6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცემული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას უფლებამონაცვლე დაწესებულების მიერ ახალი აქტების გამოცემამდე. ამასთან, ზემოაღნიშნულ აქტებში ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება ენიჭებათ შესაბამის უფლებამონაცვლე დაწესებულებას. 7. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ უზრუნველყოს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება.“. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 18 დეკემბრის კანონი №182 - ვებგვერდი, 24,12,2013 წ |
მუხლი 2 |
1. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის 16 იანვრიდან.
2. ამ კანონის პირველი მუხლის 11 პუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. 3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მე-3–მე-6 პუნქტები ამოქმედდეს 2014 წლის 16 იანვრიდან. 4. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მე-7 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 18 დეკემბრის კანონი №182 - ვებგვერდი, 24,12,2013 წ. |
28 ნოემბერი 2013 წ. ქ. თბილისი N180-ს |
დოკუმენტის კომენტარები