დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 182-ს |
დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
მიღების თარიღი | 18/12/2013 |
დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/12/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240010.30.060.016017 |
|
მუხლი 1 |
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში (სსმ, ვებგვერდი, 28.11.2013, 010240010,30,060,016016) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ამოღებულ იქნეს მე-12 მუხლის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები.“. 2. კანონის პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით: ,,11. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ1) ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.“. 3. კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3-მე-7 პუნქტები: ,,3. ლიკვიდირებულ იქნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო. 4. ლიკვიდირებულ იქნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო. 5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ჩაითვალოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს უფლებამონაცვლედ. 6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცემული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას უფლებამონაცვლე დაწესებულების მიერ ახალი აქტების გამოცემამდე. ამასთან, ზემოაღნიშნულ აქტებში ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება ენიჭებათ შესაბამის უფლებამონაცვლე დაწესებულებას. 7. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ უზრუნველყოს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება.“.“. 4. კანონის მე-2 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2 1. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის 16 იანვრიდან. 2. ამ კანონის პირველი მუხლის 11 პუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. 3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მე-3–მე-6 პუნქტები ამოქმედდეს 2014 წლის 16 იანვრიდან. 4. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მე-7 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
მუხლი 2 |
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
18 დეკემბერი 2013 წ. ქ. თბილისი N182-ს |
დოკუმენტის კომენტარები