დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/11/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370020000.35.108.016130 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/11/2013 - 27/12/2013)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ’’ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ’’ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების მე-2 პუნქტის შესაბამისად,
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
დადგინდეს სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი №1). |
2.
დამტკიცდეს ქ. სენაკის ტერიტორიის ზონირება (დანართი №2). |
3.
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის №1 დადგენილება (www.matsne.gov.ge.04/03/2013;სარეგისტრაციოკოდი: 370020000.35.108.016116). |
4.
დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
5.
დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
|
1.
სენაკის მუნიციპალიტეტის (შემდეგში – მუნიციპალიტეტი)ტერიტორიაზე სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (შემდეგში – მიწის ნორმატიული ფასი) 1 (ერთი) კვადრატული მეტრი მიწის ფართობისათვის გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით: CN=IMG x ITL x C x K, სადაც: |
ა)
CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; |
ბ)
IMG არის ქ. სენაკის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,58-ს; |
გ)
ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის: |
გ.ა)
ცენტრალური ზონისათვის – 1,3-ს; |
გ.ბ)
შუალედური ზონისათვის – 1-ს; |
გ.გ)
პერიფერიული ზონისათვის – 0,7-ს; |
დ)
C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს. |
ე)
K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 120-ს. |
2.
ამ დადგენილების დანართი №1-ის პირველი პუნქტის მიხედვით ქ. სენაკში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
3.
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. სენაკის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 5,01 ლარს. |
4.
სენაკის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. სენაკის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 4,18 ლარს. |
5.
სენაკის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. სენაკის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 8,35 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-4 პუნქტით დადგენილი ფასი. |
დანართი №2 |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები