„სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 ნოემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/12/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 26/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 370020000.35.108.016134
19
27/12/2013
ვებგვერდი, 30/12/2013
370020000.35.108.016134
„სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 ნოემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტი
 
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №19

2013 წლის 27 დეკემბერი

ქ. სენაკი

„სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 ნოემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის საფუძველზე, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“  სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 ნოემბრის №15 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 29.11.2013 წ., სარეგისტრაციო კოდი: 370020000.35.108.016130) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სენაკის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. სენაკის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით  და იგი შეადგენს 8,35 ლარს.  ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-3 და მე-4 პუნქტებით  დადგენილი ფასი.

2. დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზურაბ ხაბურზანია