დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/11/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/07/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.105.016132 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/11/2013 - 29/11/2013)
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის და მე-2 პუნქტების, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა საკრებულოს აპარატისა და გამგეობის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად. |
| მუხლი 3 |
კონკურსის ჩატარებისას კანდიდატთა და ატესტაციისას მოხელეთა შეფასება ხორციელდება ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. |
| მუხლი 4 |
საკრებულოს თავმჯდომარემ ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე უზრუნველყოს დანართი №2 განსაზღვრული თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა სამუშაოთა აღწერილობების დამტკიცება. |
| მუხლი 5 |
დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
| მუხლი 1 |
ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა საჯარო მოხელეს, გარდა სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მოხელეებისა, მოეთხოვება: |
1.
ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; |
2.
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; |
3.
შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: |
ა)
საქართველოს კონსტიტუცია; |
ბ)
ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”; |
გ)
საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”; |
დ)
საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ”; |
ე)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I,II,III და IV თავები); |
ვ)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი); |
ზ)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება; |
თ)
შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულება. |
| მუხლი 2 |
გამგებლის, გამგებლის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა უმაღლესი განათლება, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება (საჯარო სამსახურში), სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. |
| მუხლი 3 |
გამგეობის სამსახურის უფროსისა და საკრებულოს აპარატის უფროსის, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა უმაღლესი განათლება, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება (საჯარო სამსახურში), სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. |
| მუხლი 4 |
თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა უმაღლესი განათლება, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები და მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება (საჯარო სამსახურში), სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. |
| მუხლი 5 |
გამგეობის სამსახურის და საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა უმაღლესი განათლება, მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება (საჯარო სამსახურში), სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. |
| მუხლი 6 |
მთავარი სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტის და წამყვანი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა უმაღლესი განათლება, მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება (საჯარო სამსახურში), სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. |
| მუხლი 7 |
სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა სავალდებულოა პროფესიული და/ან ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. |
| მუხლი 8 |
სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის საჯარო მოხელეები უნდა აკმაყოფილებდნენ ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 ოქტომბრის N35 დადგენილებით დადგენილ ნორმებს და მოეთხოვებათ მეხანძრე-მაშველის სერთიფიკატი ან განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი აღნიშნულ სფეროში. |
დანართი №2
|
ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის სამუშაოთა აღწერილობა |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები