„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 296
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017463
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
296
15/11/2013
ვებგვერდი, 18/11/2013
040030000.10.003.017463
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (18/11/2013 - 10/01/2014)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №296

2013 წლის 15 ნოემბერი

   ქ.თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
.„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფა­სურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხ­ლი 538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.დადგენილების:

ა) 14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების სამმართველოს და გაფორმების ეკონომიკური ზონების მიერ „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“  54-ე, 57-ე, 59-ე 64-ე და 86-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისას მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს მომსახურების გაწევიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში.“;

ბ) 17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 17

სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე, 68-ე, 75-ე, 82-ე, 821 და 822 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია:

ა)საქონლის იმპორტი სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების მიზნით;

ბ)საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრუ­ლებით გრანტის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული წესით;

გ)უცხო ქვეყნების დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისათვის, აგრეთვე ამ წარმომადგენლობების დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი;

დ)საქონლის იმპორტი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

ე)ეროვნული და უცხოური ვალუტის (გარდა ნუმიზმატიკური მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულის) და ფასიანი ქაღალდების იმპორტი;

ვ)საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ტრანზიტი;

ზ)საქონლის ექსპორტი და გარე გადამუშავება;

შენიშვნა: მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის შემდეგ რეექსპორტი;

თ)საქონლის დაბრუნება, საქართველოს  საგადასახადო კოდექსის  235-ე  მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ი)იმ საქონლის დროებითი შემოტანა, რომელიც სრულად გათავისუფ­ლებულია იმპორტის გადასახდელებისაგან;

კ)სახმელეთო საზღვარზე განთავსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტში ფიზიკური პირის მიერ საბაჟო დეკლარაციით იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული 3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონლის გაფორმება;

ლ)საფოსტო გზავნილით შემოტანილი, 10000 ლარამდე ღირებულების საქონლის გაფორმება (გარდა „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 99-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურებისა);

მ)საწყობის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის გაფორმება (გარდა „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 99-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურებისა);

ნ)საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრად მისაბმელის რეექსპორტი;

ო)შენახვის სხვა ადგილზე სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლა­რაციით საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ავტონაწილების იმპორტი ან რეექსპორტი.“;

გ)17 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ)110 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების სამმართველოში და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“  54-ე და 822 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები ორმაგდება საქონლის არასამუშაო დროს დეკლარირების განხორციელების შემთხვევაში, გარდა:

ა)„ფოთის“ გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ მომსახურების გაწევისა;

ბ)ქ. ბათუმში, ი. გოგებაშვილის ქ. №11-ში მდებარე გაფორმების ადგილზე „ბათუმის“ გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან კონტეინერით შემოტანილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის გაფორმების მიზნით საბაჟო დეკლარაციის შევსებისა;

გ)საქონლის სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციით დეკლარირების შემთხვევისა.“;

ე) 110 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“:

ა) მე-13 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„13

სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანი­კური სატრანსპორტო საშუა­ლების(რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცუ­ლობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემ­თხ­ვე­ვა­ში−მაქსიმალური გა­მომუშავე­ბული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვა­ლისწინებული მისაბმელის და ნახევრად მისაბმელის გაფორ­მების მიზნით საბაჟო დეკლა­რაციის წარდგენის ვადის გაგრძელება საბაჟო საწყობში დროებით დასა­წყობების გარეშე

 

არა უმეტეს 5 კალენდარული დღის ვადით – ყოველ კალენდარულ დღეზე 20 ლარი;

5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით – 100 ლარს + ყოველ კალენდარულ დღეზე 5 ლარი“;

 

ბ) მე-14 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14

 

 

„საგადასახადო ორგანოს მიერ წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემა (გარდა, 48 და 49 გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)

60 კალენდარული დღე

პირებისათვის (მათ შორის არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებისათვის), რომელთა ერთობლივი შემოსავალი 10 000 000 ლარზე მეტია, აგრეთვე არარეზიდენტი პირებისათვის - 10 000 ლარი;

 

პირებისათვის (მათ შორის არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებისათვის), რომელთა ერთობლივი შემოსავალი 10 000 000 ლარზე ნაკლებია – 5 000“ ლარი.

 

შენიშვნა: საფასურის ოდენობის  მიზნებისათვის  ერთობლივი შემოსავალი განისაზღვრება პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ბოლო საშემოსავლო/მოგების გადასახადის წლიური  დეკლარაციის მიხედვით.  თუ პირს აღნიშნული წლიური საგადასახადო დეკლარაცია არ აქვს წარდგენილი საგადასახადო ორგანოში, საფასურის ოდენობა შეადგენს 5000 ლარს.“;

 

გ) 54-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„54

საქონლის გაფორმება (გარდა მე-12, 68-ე, 75-ე, 82-ე, 821, 822, 86-ე, 87-ე და 99-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)

 

3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 100 ლარი;

 

3 000-დან 15 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 300 ლარი;

 

15 000 ლარის ზევით საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 400 ლარი “;

 

დ) 66-ე გრაფა ამოღებულ იქნეს;

 

ე) 821 და 822 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„821

საქონლის საქართველოს საბა­ჟო საზღვრის გადმოკვეთამდე პირის მიერ ელექტრონულად წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე საბაჟო დეკ­ლარაციის შევსება და საქონლის გაფორმება (გარდა მე-12, 68-ე და 75-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)

 

3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 100 ლარი;

 

3000-დან 15000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლა­რაციაზე 300 ლარი;

 

15000 ლარის ზევით საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 400 ლარი;

822

საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვე­თამდე პირის მიერ მატერიალური ფორმით წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე საბაჟო დეკლა­რაციის შევსება და საქონლის გაფორმება (გარდა მე-12, 68-ე და 75-ე გრაფებით გა­­თვა­ლის­წინებული შემთხვევებისა)

 

3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე –ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 100 ლა­რი;

 

3000-დან 15000 ლარ­ამდე საბაჟო ღირებუ­ლების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლა­რაციაზე 300 ლარი;

 

15000 ლარის ზევით საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 400 ლარი“;

 

ვ) 99-ე გრაფის შემდეგ დაემატოს მე-100 გრაფა, შემდეგი რედაქციით:

 

„100

საქართველოში არარეგისტრი­რე­ბული, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექა­ნიკური სატრანსპორტო საშუა­ლების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვე­ვაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვა­ლისწინებული მისაბმელის და ნახევრად მისაბმელის გაფორ­მების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე გაჩერება

 

 

1 კალენდარული დღის ვადით – უფასო;

 

1 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით – ყოველ კალენდარულ დღეზე 8 ლარი“.

 

მუხლი 2
 

1. ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა  ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2014 წლის პირველი იანვრიდან.


პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი