დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/11/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260030.35.168.016093 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (18/11/2013 - 02/12/2013)
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
|
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
ამ დადგნილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა საკრებულოს აპარატისა და გამგეობის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
| მუხლი 1 |
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეს, გარდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოხელეებისა, მოეთხოვება: |
ა)
ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; |
ბ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ( MMicrosoft Office Word, MMicrosoft Office Excel ) და internet Explores-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; |
გ)
შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; გ.ბ) ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“; გ.გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“; გ.დ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“; გ.ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები); გ.ვ) სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი); გ.ზ) სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება; გ.თ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულება. |
| მუხლი 2 |
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გამგებლის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები, ხელმძღვანელ საჯარო თანამდებობაზე მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება ან მენეჯერული საქმიანობის 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება და სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. |
| მუხლი 3 |
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურის უფროსის, საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი შესაბამის სფეროში, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები, საჯარო თანამდებობაზე საქმიანობის 1-წლიანი გამოცდილება, ან შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება და სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. |
| მუხლი 4 |
გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსის, საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი შესაბამის სფეროში, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები, მენეჯერული საქმიანობის 1-წლიანი გამოცდილება ან შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება მაინც და სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. |
| მუხლი 5 |
ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობაზე, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები, მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება და სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები ( სასურველია იმ სოფლის მაცხოვრებელი). |
| მუხლი 6 |
მთავარი სპეციალისტის და წამყვანი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი შესაბამის სფეროში და სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. |
| მუხლი 7 |
უფროსი სპეციალისტისა და სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა მხოლოდ პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნები და საჭირო უნარები. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები